პროექტი „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში”

„ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო” მედიის განვითარების ფონდთან (საქართველო) და კვლევით - საკონსულტაციო ორგანიზაციასთან - „სოციოსკოპი” (სომხეთი) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს - „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, „სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა. 

პროექტი მიზანად ისახავს, მხარი დაუჭიროს კავკასიის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლას პლურალიზმისთვის , რაც მდგარდი განვითარების მე-5 და მე-16 პუნქტების ხელშეწყობას ითვალისწინებს. კავკასიის რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მჭიდრო თანამშრომლობის განსაკუთრებული საჭიროებაა მედიასთან, გენდერულ ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოებებთან. პროექტის მთავარი მიზანია გააძლიეროს თანამშრომლობა გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და მედიებს შორის, კავკასიის რეგიონსა და გერმანიაში, რომ ერთობლივად დაუპირისპირდნენ ანტიგენდერულ დეზინფორმაციას და მოძებნონ მათი თავიდან აცილების გზები.

კავკასიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში მზარდი საინფორმაციო ომებისა და ამჟამინდელი სოციალურ-პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით,  აღნიშნული პროექტიის  მიზანია გავაზიაროთ საინფორმაციო ინსტრუმენტები, ეთიკური მედიაგაშუქების პრაქტიკები და შევიმუშავოთ სტრატეგიები ყალბი ამბების, ანტიგენდერული კამპანიებისა და მოწყვლადი ჯგუფებისადმი მიზანმიმართული ონლაინ თავდასხმების წინააღმდეგ.

პროექტის ფარგლებში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები და მედიის წარმომადგენლები გაივლიან ტრენინგს ეთიკური, ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე მედია გაშუქების, ფაქტების შემოწმებისა და წყაროს გადამოწმების მნიშვნელობაზე. (მომავალი) ჟურნალისტებისთვის შეიქმნება ეთიკური გაშუქების გზამკვლევი, რომელიც აღწერს თუ როგორ გააშუქონ ქალების, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების საკითხები. გარდა ამისა, ჟურნალისტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის მომზადდება საინფორმაციო ვიდეორგოლები, რომლებიც გაიზიარებენ ეთიკური გაშუქების ძირითად სტანდარტებს.

პარტნიორები, „სოციოსკოპი" და „მედიის განვითარების ფონდი", განახორციელებენ კვლევასა და მედია მონიტორინგს ეთიკური გაშუქების შესახებ საქართველოსა და სომხეთში. შედეგები იქნება წარმოდგენილი და გაანალიზებული რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც უმასპინძლებს რეგიონული მედიის მენეჯერებს, ადგილობრივ და რეგიონულ ორგანიზაციებს, რათა გაცვალონ სტრატეგიები და ხედვები პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სხვადასხვა მედია პლატფორმებისა და ორგანიზაციების წახალისება, ასევე მათი ეთიკური და გენდერულად მგრძნობიარე მედია პროდუქტების მხარდაჭერა. ამიტომ, „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო", უკვე მეორედ მოაწყობს მედია დაჯილდოებას #მედიათანასწორობისთვის 2022, რათა ხელი შეუწყოს და წაახალისოს გენდერულად მგრძნობიარე, ინკლუზიური და ეთიკური მედია გაშუქება ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, ბლოგერებს, მედია პლატფორმებს, სოციალური მედიის კონტენტის შემქმნელებსა და მომავალ ჟურნალისტებს შორის.

 

პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი - დეკემბერი 2022

პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.


ფემინისტური პოდკასტების სერია - WECF საქართველოს ახალი პროექტი

საერთაშორისო ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო" იწყებს ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ფემინისტური პოდკასტების სერიის შექმნას. პროექტი ხელს შეუწყობს ფემინიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების სფეროში საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების შემცირებას. ასევე, შექმნის პლატფორმას ადგილობრივი აქტივისტებისა და ახალგაზრდა ფემინისტებისთვის, რათა ფემინისტური ღირებულებების შესახებ ფართო აუდიტორიას ხმა მიაწვდინონ.

პროექტი ხორციელდება თბილისსა და საქართველოს ორ რეგიონში - გურიაში და კახეთში. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს 7 ადგილობრივი აქტივისტის დატრეინინგებას პოდკასტების შექმნის ტექნიკებზე. ვორქშოფს ჩაატარებს კონსტან ლეონი - რადიო ჟურნალისტი და საფრანგეთის ეროვნული რადიოს „საფრანგეთის საერთაშორისო რადიო (RFI)“ კორესპონდენტი სომხეთში. ასევე, ის არის Jouïr პოდკასტის თანაავტორი.

ვორქშოფის მონაწილეები, ინტენსიური პრაქტიკული სემინარის განმავლობაში,  მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პოდკასტების შექმნის შესახებ   ტრენინგის გავლის შემდგე, მათ საშუალება მიეცემათ მოამზადონ 5-30 წუთიანი პოდკასტი, ისეთ მრავალფეროვან თემებზე, როგორიცაა: 

  • ქალის სექსუალობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები;
  • ქალთა შრომითი უფლებები, გენდერი და მიგრაცია;
  • გენდერი და კლიმატი;
  • ფემინიზმის ისტორია საქართველოში;
  • გენდერული საკითხების ეთიკური გაშუქების სტანდარტები; 
  • შშმ ქალები და გენდერი;
  • პოლიტიკური ჩართულობა და ამომრჩეველ ქალთა საარჩევნო ძალა; 
  • რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები და ფემინიზმი;
  • ომის გენდერული ასპექტები.

საკითხის ექსპერტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტრენინგს და მოამზადებენ პოდკასტებს,  შესაძლებლობა მიეცემათ პროექტში მონაწილეობა მენტორის სტატუსით გააგრძელონ. შერჩეული მენტორები ჩაუტარებენ ტრენინგს 20 ახალგაზრდას კახეთისა და გურიის რეგიონებში (10 ახალგაზრდა თითოეულ რეგიონში), ასწავლიან მათ პოდკასტების შექმნის ტექნიკას და დაეხმარებიან საკუთარი პოდკასტების მომზადებაში. 

პროექტის განმავლობაში შეიქმნება 27 პოდკასტი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის იქნება გამიზნული და გამოქვეყნდება შემდეგ პლატფორმებზე: Spotify, iTunes, YouTube და Soundcloud. ასევე, გაზიარდება ორგანიზაციის ვებგვერდის wecf.ge და სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით. პოდკასტები იქნება მოკლე და ადვილად მოსასმენი და შეეხება ისეთ თემებს, რომლებიც საინტერესო და რელევანტურია ახალგაზრდებისა და საზოგადოების სხვა წევრებისთვის. პოდკასტები შეიქმნება ქართულ ენაზე.

პროექტის ხანგრძლივობა: ოქტომებრი, 2022 - ივნისი, 2023

პროექტი ხორციელდება „ქალები საერთო მომვალისთვის (WECF)” საერთაშორისო ოფისის  მხარდაჭერით.


არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეარჩიეს სახალხო დამცველობის კანდიდატები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ

საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, გაეროს პარიზის პრინციპების, ვენეციის პრინციპებისა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (CM/Rec(2021)1) მოთხოვნების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევა მოხდეს ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები.

ასევე, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს, პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

ტრადიციულად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყოველთვის მონაწილეობდნენ იმ დისკუსიებსა თუ განხილვებში, რომელსაც სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ითვალისწინებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფართო, წარმომადგენლობითი და დემოკრატიული პროცესისა და კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად შევიმუშავეთ ომბუდსმენობის კანდიდატობის ნომინირების წესი და ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი სახალხო დამცველი.

სამოქალაქო ორგანიზაციები სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს ვუჭერთ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ როგორც კომპეტენტურობის, ისე პიროვნული მახასიათებლების შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:

  • აქვს კომპეტენცია დაიცვას ყველა ადამიანის უფლება და ამ სფეროში მუშაობის, სულ მცირე, 5 წლის გამოცდილება;
  • აკმაყოფილებს დამოუკიდებელობისა და მიუკერძოებელობის პრინციპებს;
  • შეესაბამება უფლებადამცველის საერთაშორისოდ აღირებული განმარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
  • სულ მცირე ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და არ ეკავა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა;
  •  ხასიათდება მაღალი მორალით, რეპუტაციითა და კეთილსინდისიერებით;
  • აქვს მართვისა და თანამშრომლობის უნარები და გამოცდილება, რომელიც ეფუძნება არადისკრიმინაციულ მიდგომასა და თანასწორობის პრინციპს.

სწორედ აღნიშნულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველის პოსტზე მხარს ვუჭერთ ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს და მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ წარუდგინონ ისინი საქართველოს პარლამენტს.

ჩვენ უზრუნველვყოფთ საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს, რათა ფართო საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება გაიცნოს სახალხო დამცველობის კანდიდატები და მოისმინოს მათი ხედვები. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათ მოახდინონ აღნიშნული კანდიდატების ნომინირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევხვდეთ ყველა საპარლამენტო პარტიას.

ტრადიციულად, საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური და პარტიებთან არააფილირებული სახალხო დამცველები და უკიდურესად მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა მომავალშიც.

 

სახალხო დამცველობის კანდიდატების კრიტერიუმების შემუშავებისა და მათი შერჩევის პროცესში ჩართულნი იყვნენ შემდეგი ორგანიზციები:

  • კავშირი “საფარი”;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)’
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  • დემოკრატიის მცველები;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  •  ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური  და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT);
  • ქალთა მოძრაობა;
  • სოლიდარობის მუზეუმი;
  • გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკო";
  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი;
  • კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL);
  • საქართველოს ღია საზოგადოება ფონდი (OSGF);
  • სოლიდარობის თემი;
  • ასოციაცია “ანიკა”;
  •  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების  ინსტიტუტი (IDFI);
  • ლიბერალური აკადემია;
  • “ტოლერანტი” - სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია;
  •  ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო;
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  •  უფლებები საქართველო;
  • ემოკტრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
  • მწვანე ალტერნატივა;
  •  მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
  • ფონდი აურეს;
  • მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება;
  • მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი  (CIPDD);
  • დემოკრატიის ინდექსი საქართველო;
  •  ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
  • Grlz wave;
  • თბილისი პრაიდი;
  •  პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის;
  • Youthidentoba;
  • მოძრაობა “სირცხვილია”;
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
  • მედიის ინსტიტუტი;
  • პლატფორმა “სალამი”;
  • ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
  • თანასწორობის მოძრაობა;
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch);
  • კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი;
  • დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი (DGC);
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი;
  • ქალთა ფონდი საქართველოში;
  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი.

ცვლილებები ორგანიზაციის მენეჯმენტში

„ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს" ოფისის მენეჯმენტში ცვლილებები გვაქვს.

ამიერიდან ორგანიზაციას ანნა სამველთან ერთად იდა ბახტურიძეც უხელმძღვანელებს. ისინი ორგანიზაციის თანადირექტორები იქნებიან.

იდა ბახტურიძე ორგანიზაციასთან 2013 წლიდან თანამშრომლობს და 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ოფისის გენდერული პროგრამების კოორდინატორი იყო.


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ KutaisiToday.ge-ის მიერ მე-7 პრინციპის დარღვევა დაადგინა

2022 წლის 23 ივლისს და 2022 წლის 2 აგვისტოს KutaisiToday.ge-მ გამოაქვეყნა პოსტები, რომელთა შესახებაც „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველომ" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. WECF მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებამ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული პოსტებით ხელი შეუწყო მიზოგინიის და გენდერულად სტერეოტიპული აზროვნების ტირაჟირებას. დისკრიმინაციული კონტენტის დამაზიანებელ ეფექტზე პოსტებზე დაწერილი კომენტარებიც მეტყველებდა. შესაბამისად, მედიასაშუალების საქმიანობა სრულად ეწინააღდეგება თანასწორობის პრინციპებს, უხეშად ლახავს ადამიანის უფლებებს და არ იცავს ეთიკური გაშუქების სტანდარტებს.

ქარტიამ მიმართვის საფუძველზე მე-7 პრინციპის დარღვევა დაადგინა, რაც გულისხმობს: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

დეტალურ ინფორმაციას გადაწყვეტილების შესახებ გაეცანით ბმულზე.

 


„ქართული ოცნება” ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის მოშლას ცდილობს

„ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ წარმოებული აგრესიული კამპანია საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა. სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმა ქართული ოცნების მხრიდან ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გათიშვის მიზანს ატარებს, რაც ავტორიტარიზმის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა და მისი ფორმირების შეუქცევად დინებაზე მიანიშნებს.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 პუნქტიის შესრულებაზე მისსავე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მონაწილეობა დაბლოკა, რასაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჯგუფებში მუშაობის შეჩერება მოჰყვა, მმართველი პარტია სამოქალაქო სექტორს თავს დაესხა.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებაზე, მათი დახარისხება და ხელისუფლებისთვის მიუღებელ არასამთავრობო ორგანიზაციათა შავი სიის შექმნა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანეს, ევროინტეგრაციის საკითხზე დაფიქსირებული პოზიციის გამო, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი გაანეიტრალოს და ამ გზით საკუთარი დღისწესრიგით საქმიანობა გაიადვილოს.

საყურადღებოა, რომ მმართველი პარტია იმ ინდივიდებს, თუ ორგანიზაციებს ესხმის თავს რომლებიც აქტიურად აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას, აკრიტიკებენ აქამდე არსებულ სახიფათო პოლიტიკას, მოუწოდებენ ხელისუფლებას გადახედოს მის დღისწესრიგს და ევროინტეგრაციის, თუ ქვეყნის განვითარების გზაზე რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს.

მიგვაჩნია, რომ “ქართული ოცნება” იაზრებს შედეგს თუმცა, მსგავსი რიტორიკითა და ნაბიჯებით მიზანმიმართულად ცდილობს მოშალოს ყველა ბერკეტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები და განცხადებებია მიზეზი იმისა, რაც ყოველდღიურად ბუნდოვანს ხდის საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალს, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში, რაც სრულად “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

დემოკრატიის მცველები

მედიის განვითარების ფონდი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

ევროპულ-ქართული ინსტიტუტ

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

უფლებები საქართველო

ქალები საერთო მომავლოსთვის (WECF) - საქართველო

საფარი

სამოქალაქო აქტივისტთა რეგიონული ქსელი

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD)


NGO-ები ახალი სახალხო დამცველი არჩევის პროცესის ხელშეწყობისთვის ერთიანდებიან

ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მათგან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ეხება. კერძოდ, ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად სამოქალაქო სექტორი იწყებს ომბუდსმენის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიურ და გამჭვირვალე პროცესს.

ქვემორე ხელისმომწერმა ორგანიზაციებმა ფართო კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ ერთობლივად შევიმუშაოთ ომბუდსმენის კანდიდატობის ნომინირების წესი და ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ომბუდსმენის კანდიდატი; საერთაშორისო სტანდარტების, კერძოდ, პარიზის პრინციპების, ვენეციის პრინციპებისა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (CM/Rec(2021)1) მოთხოვნების შესაბამისად მნიშვნელოვანია ომბუდსმენის კანდიდატის შერჩევის  ინკლუზიური პროცესი. ასევე, საჭიროა შესაფერისი კანდიდატების ფართო სპექტრის წახალისება, რომელთაც აქვთ მაღალი მორალური თვისებები, შეუვალობა და შესაბამისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, მათ შორის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში. ამასთან, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სახალხო დამცველის არჩევის პროცესში, აუცილებელია სოციალური ძალების (სამოქალაქო საზოგადოების) პლურალისტური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში. საჭიროა, ფართო კონსულტაციებისს, განხილვების, შერჩევისა და დანიშვნის პროცესის ხელშეწყობა და ომბუდსმენობის აპლიკანტების შეფასება წინასწარ განსაზღვრული, ობიექტური და საჯაროდ ხელმისაწვდომი, პროფესიონალურ თვისებებსა და დამსახურებებზე დაფუძნებული კრიტერიუმების საფუძველზე.

სწორედ აღნიშნული სტანდარტების უზრუნველსაყოფად ჩვენ ვიწყებთ დაინტერესებული ორგანიზაციების მოწვევას, რომლებსაც აქვთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოცდილება და რომლებსაც ქვემორე ხელმომწერებიდან 3 ორგანიზაცია გაუწევს რეკომენდაციას. Პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად 30 აგვისტომდე უფლებადამცველებს, უფლებადამცველ ჯგუფებს და უფლებადაცვით ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ შემოგვიერთდნენ. წინადადებებით გთხოვთ, მოგვამაaრთოთ ელექტრონული ფოსტით: . ორგანიზაციების მიერ ომბუდსმენის კანდიდატების დასახელების წესი დეტალურად გაიწერება მას შემდეგ, რაც გაფართოებული შემადგენლობის ფორმირება დასრულდება.

სამოქალაქო სექტორის აღნიშნული გაფართოებული შემადგენლობიდან 10 სუბიექტი შეძლებს ომბუდსმენის თითო კანდიდატის დასახელებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. დასახელებული კანდიდატების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით ჩვენ ვუზრუნველყოფთ საჯარო შეხვედრებს, განხილვებსა და დისკუსიებს, რათა ფართო საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება გაიცნოს სახალხო დამცველის კანდიდატები და მათი ხედვები. აღნიშნულ კანდიდატებს ჩვენ ასევე წარვუდგენთ პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათ მოახდინონ აღნიშნული კანდიდატების ნომინირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ უფლებადამცველს, სამოქალაქო მოძრაობასა თუ ორგანიზაციას ჩაერთონ ამ კრიტიკული მნიშვნელობის პროცესში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ომბუდსმენის კანდიდატების ნომინირების პროცესის ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა. Საქართველოს ტრადიციულად ჰყავს დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიცური და პარტიებთან არააფილირებული სახალხო დამცველები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობა მომავალშიც, წინამდებარე ინიციატივაც სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება.

 

ხელმომწერი  ორგანიზაციები (განახლებადი სია):

  • საფარი;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • მედიის განვითარების ფონდი;
  • დემოკრატიის მცველები;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრი;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური  და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT);
  • დემოკრატიის მცველები;
  • ქალთა მოძრაობა;
  • სოლიდარობის მუზეუმი;
  • გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკო”;
  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი ;
  • კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL);
  • საქართველოს ღია საზოგადოება ფონდი (OSGF);
  • სოლიდარობის თემი;
  • ასოციაცია “ანიკა”;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების  ინსტიტუტი (IDFI);
  • ლიბერალური აკადემია;
  • ტოლერანტი – სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია;
  • ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო;
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  • უფლებები საქართველო;
  • დემოკტრატიის კვლევის ინსტიტუტი;
  • თანასწორობის მოძრაობა;
  • მწვანე ალტერნატივა ;
  • მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
  • ფონდი აურეს;
  • მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება;
  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი;
  • მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი  (CIPDD);
  • დემოკრატიის ინდექსი საქართველო;
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;
  • Girlz wave;
  • თბილისი პრაიდი;
  • პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის;
  • Youthidentoba;
  • მოძრაობა სირცხვილია;
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
  • მედიის ინსტიტუტი;
  • პლატფორმა სალამი;
  • ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
  • თანასწორობის მოძრაობა.

ახალი საკონკურსო კატეგორიები - კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2022"

„ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო" უკვე მეორედ ატარებს კონკურსს „მედია თანასწორობისთვის", რომლის მიზანიც გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობის დღის წესრიგში დაყენებაა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში.

წელს საკონკურსო კატეგორიებში სიახლე გვაქვს:

აქამდე არსებულ ოთხ კატეგორიას (საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი, საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი, საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი, საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში) ორი ახალი კატეგორია დაემატა. ესენია:

  • საუკეთესო ციფრული პლატფორმა - ქალთა და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული სოციალური მედიისა და ციფრული პლატფორმები.
    • მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს. ასევე, ნებისმიერ ციფრულ და სოციალური მედიის პლატფორმებს, რომლებიც არ ეკუთვნის რომელიმე მედია საშუალებას და ორიენტირებულია ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა გამოგზავნოს პლატფორმიდან ერთი ნამუშევარი (სტატია, ვიდეო, ფოტო და ა.შ.).
  • საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი - სტუდენტების მიერ მომზადებული მედია პროდუქტი: სატელევიზიო სიუჟეტი, სტატია, ვიდეო-სიუჟეტი, პოდკასტი, რადიო გადაცემა და ა.შ.
    • მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ჟურნალისტიკის ან სხვა რელევანტური (ფილოლოგიის, სოციალური მეცნიერებების, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის და ა.შ.) ფაკულტეტის სტუდენტებს. გამოგზავნილი ნამუშევარი უნდა იყოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტურანტურის სტუდენტების მიერ მომზადებული მედია პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნებულია ნებისმიერ სტუდენტურ ან სხვა მედია პლატფორმაზე.

გაითვალისწინეთ, რომ გამოგზავნილი მასალები აუცილებლად უნდა მოიცავდეს თემებს ქალთა გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობაზე.

  • კონკურსზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.wecf.ge/media-awards/
  • განაცხადის გამოგზავნის წესები და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: https://www.wecf.ge/how-to-apply/

 

კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2022″ ხორციელდება ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“  და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.


საკონკურსო კატეგორიები, სადაც არაჟურნალისტური ნამუშევრის გამოგზავნა შეგიძლიათ - კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2022"

ორგანიზაციამ - „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო” (WECF Georgia) - 2022 წლის 25 ივლისს გამოაცხადა კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2022", რომლის მიზანიც  გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობის დღის წესრიგში დაყენებაა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში.

ორგანიზაციას სჯერა, რომ ციფრულ მედიასა და სოციალურ ქსელში განთავსებული სხვადასხვა ტიპის, მათ შორის არაჟურნალისტური, პროდუქტი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საზოგადოების ცნობიერებასა და ქალთა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების რეპრეზენტაციაზე. სწორედ ამიტომ, კონკურსი მხარს დაუჭერს და წაახალისებს ისეთ 

  • გრაფიკულ და ვებ დიზაინერებს;
  • ქუჩის არტისტებს;
  • ფოტოგრაფებს;
  • ილუსტრატორებს;
  • ბლოგერებს;
  • ვლოგერებს;
  • სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებს;

რომლებიც თავიანთ უნარებს, ნიჭს, შესაძლებლობებსა და პლატფორმებს მოხალისეობრივად იყენებენ ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის იდეის გასავრცელებლად.

ასეთ ადამიანებს კონკურსის შემდეგი ორი კატეგორიიდან ერთ-ერთში შეუძლიათ განაცხადის შემოტანა:

  • საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი (კედლის მხატვრობა, ფოტოამბავი, ინსტალაცია და სხვ.) - ამ კატეგორიაში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ: მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს (ფოტოამბებით), მხატვრებსა და ქუჩის არტისტებს (კედლის მხატვრობით, გრაფიტით, ინსტალაციით), გრაფიკულ დიზაინერებსა და ილუსტრატორებს (პორტფოლიოებით/პროდუქტის ან ვებგვერდის დიზაინით) მთელი საქართველოს მასშტაბით. ნამუშევრები უნდა იყოს საჯაროდ გამოქვეყნებული, ციფრულ ან რეალურ სივრცეში.
  • საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში  (აპლიკანტი საკუთარ პლატფორმას უნდა იყენებდეს თანასწორობის იდეის გასავრცელებლად) - ამ კატეგორიაში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ:სოციალურ მედიაში (Instagram, TikTok, Facebook, YouTube, Snapchat, და სხვა პლატფორმებზე) კონტენტის შემქმენელებს, ბლოგერებსა და ვლოგერებს მთელი საქართველოდან. აპლიკანტი საკუთარ პლატფორმას უნდა იყენებდეს თანასწორობის იდეის გასავრცელებლად.

გახსოვდეთ, რომ გამოგზავნილი მასალები აუცილებლად უნდა მოიცავდეს თემებს ქალთა გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობაზე.

განაცხადის გამოგზავნის წესები და ფორმა იხილეთ ბმულზე: https://www.wecf.ge/how-to-apply/

შევსებული სააპლიკაციო ფორმა გამოგზავნეთ ელ-ფოსტით მისამართზე: media4equality@wecf.org

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2022 წელი.

 

 

კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2022″ ხორციელდება ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“  და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.


შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან

2022 წლის 2-3 აგვისტოს „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო" პარტნიორ ორგანიზაციებს შეხვდა, რომლებთანაც პროექტ „ქალების ძალა ინკლუზიისთვის" ფარგლებში ვთანამშრომლობთ.

პროექტი „ქალების ძალა - ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში" 2020 წლიდან საქართველოს 4 რეგიონში - გურიაში, კახეთში, იმერეთსა და რაჭაში ხორციელდება და აღნიშნული შეხვედრა პროექტის მიმდინარეობის შუალედურ შეფასებას ემსახურებოდა.

შუალედური შეფასების პერსპექტივით განვიხილეთ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მათი ეფექტურობა საბოლოო მიზნებთან მიმართებით. ასევე, მოვისმინეთ პარტნიორების რეკომენდაციები და მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე.  გარდა ამისა, ვისაუბრეთ ქვეყანასა და რეგიონში არსებულ შიდა და გარე გამოწვევებზე, რომლებმაც პროექტის აქტივობებსა და გეგმებზე მოახდინეს გავლენა.

პროექტის ფარგლებში „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო" შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს: „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი", „რაჭის სათემო ორგანიზაცია", „უხუცეს ქალთა საბჭო", „ქალი და რეალობა" და „ქალთა ფონდი საქართველოში".

 

პარტნიორთა შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“  და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.