ორგანიზაცია – „ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო” (WECF Georgia) – აცხადებს კონკურსს მედია თანასწორობისთვის 2022″, რათა დღის წესრიგში დააყენოს გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში.

კონკურსის „მედია თანასწორობისთვის” წესები ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და მხარს უჭერს ეთიკურობასა და გენდერულ მგრძნობელობას ქართულ მედიაში.

განაცხადის გამოგზავნისას გაითვალისწინეთ, რომ:

  1. ერთ აპლიკანტს ნამუშევრის გამოგზავნა შეუძლია მხოლოდ ერთ საპრიზო კატეგორიაში. ნამუშევრის წარდგენა შეუძლიათ თავად ავტორებს, გამომცემლებსა და რედაქტორებს.
  2. საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ სწორად და სრულყოფილად შევსებული აპლიკაციის ფორმა.
  3. ჯგუფური ნაშრომი მიიღება იმ შემთხვევაში, თუკი ჯგუფის ყველა წევრი მითითებულია აპლიკაციის ფორმაში და ჯგუფი შედგება არა უმეტეს სამი ადამიანისგან.
  4. მონაწილეები უნდა იყვნენ მინიმუმ 18 წლის და იყვნენ საქართველოს მოქალაქეები/მუდმივი მაცხოვრებლები.
  5. ნამუშევარი უნდა იყოს დაბეჭდილი, სატელევიზიო ეთერში გასული, გამოქვეყნებული და შესრულებული (ინსტალაციისა და ქუჩის მხატვრობის შემთხვევაში) 2021 წლის 11 ნოემბრიდან 2022 წლის 31 ოქტომბრამდე.
  6. კონკურსზე წარდგენილი ნამუშევრები უნდა იყოს გამოქვეყნებული საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ მედია საშუალებებში, გამოცემებში ან პლატფორმებზე (აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩათვლით). ასევე, ნამუშევრები შესაძლოა გამოქვეყნებული იყოს ეთნიკური უმცირესობების ენებზე, თუმცა საკონკურსოდ უნდა გამოიგზავნოს ამ ნამუშევრების ქართულად ნათარგმნი სრული ვერსიები ან ანოტაციები.
  7. გამოგზავნილი მასალა უნდა იყოს მომზადებული გენდერული თანასწორობის პერსპექტივიდან, რომელიც ეხმიანება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპს და ამასთანავე, ხაზს უსვამს ჟურნალისტურ უნარებს, კრეატიულობასა და ინოვაციურობას.
  8. გამოგზავნილმა ნამუშევრებმა ხაზი უნდა გაუსვას ქალების წინაშე არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ბარიერებს (მაგალითად, როგორებიცაა: აუნაზღაურებელი შრომა, ადრეული ქორწინება, ე.წ. „შუშის ჭერი”, შშმ და ლბტ ქალების სპეციფიკური გამოწვევები, ქალების რეალობა საომარი ვითარებისას და ომის გენდერული ასპექტები და სხვ.).
  9. ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2022 წელი. გაითვალისწინეთ, რომ დაგვიანებით მიღებული აპლიკაციები არ განიხილება.
  10. შევსებული აპლიკაცია გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: media4equality@wecf.org

 

გაფრთხილება: 

ორგანიზაცია – „ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო” (WECF – Georgia) ევროკავშირთან ერთად, იტოვებს უფლებას ნაწილობრივ ან მთლიანად გამოიყენოს საკონკურსო ნაშრომები პრეზენტაციისა და მედია მასალებისთვის, საავტორო უფლებების დაცვით. ნაშრომები შესაძლებელია იყოს კვლავწარმოებული ნებისმიერი ფორმით,  #მედიათანასწორობის დაჯილდოებისა და WECF Georgia-ს სხვა აქტივობების პოპულარიზაციისთვის, ავტორთან შეთანხმებით,

განცხადების გამოგზავნით, მონაწილე ეთანხმება იმას, რომ მან წაიკითხა და გაიგო კონკურსის წესები და პირობები.

ჟიურისა და WECF გუნდის წევრებს, ასევე პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრომლებს ეზღუდებათ უფლება მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ კონკურსში.