2023 წლიდან WECF საქართველოს თანამშრომლებს 4-თვიან დეკრეტულ ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შრომის უნარის შეზღუდვით განპირობებულ შვებულებას სრულად აუნაზღაურებს
დასაქმებულების ღირსეული დეკრეტული ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შრომის უნარის შეზღუდვით განპირობებული შვებულება ან არასაკმარისადაა უზრუნველყოფილი სახელმწიფო სერვისებით ან საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში.
საქართველოში დეკრეტულ და გრძელვადიან ავადმყოფობასთან დაკავშირებული შვებულებების თვალსაზრისით არსებული რეალობა ადამიანებს სიღარიბის, დაუცველობისა და განგრძობითი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების რისკის წინაშე აყენებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ, ასეთ შემთხვევებში, როცა სახელმწიფო არასათანადოდ და არასამართლიანად არეგულირებს დასაქმებულების შრომით უფლებებს, დამსაქმებლები, როგორც სამოქალაქო, ისე - კერძო სექტორიდან, იჩენდნენ კეთილ ნებას და ქმნიდნენ ღირსეულ სამუშაო პირობებს თავიანთი თანამშრომლებისთვის.
ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მუდმივად ვცდილობთ ხმამაღლა ვისაუბროთ და ავამაღლოთ ცნობიერება იმ გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ, რომლებიც შრომითი უფლებების თვალსაზრისით ორსულ, მშობიარე და მეძუძურ ქალებსა და ახალბედა მშობლებს აქვთ.
სწორედ ამ მიზნით, „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)“ საქართველოს ოფისმა, შეიმუშავა სოციალური უსაფრთხოების შიდა პოლიტიკა და მიიღო გადაწყვეტილება, შექმნას სარეზერვო ფონდი სოციალური უზრუნველყოფისთვის, რომელიც მოემსახურება ორგანიზაციის საქართველოს ოფისის თანამშრომლების შრომითი უფლებებისა და პირობების გაუმჯობესებას ზემოთ ჩამოთვლილ სიტუაციებში.
2023 წლიდან WECF საქართველოს თანამშრომლებს:
- შეუძლიათ ისარგებლონ 4-თვიანი (16 კვირა) სრულად ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით;
- სრულად აუნაზღაურდებათ ჯანმრთელობის პრობლემებით გამოწვეული შრომის უნარის შეზღუდვა 16 კვირის განმავლობაში.
როცა სახელმწიფო გულგრილია მოქალაქეების შრომითი უფლებების, საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებისა და ძლიერი მხარდამჭერი სისტემების შექმნის კუთხით, მნიშვნელოვანია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს გვესმოდეს ამ ყოველივეს მნიშვნელობა და ვიყენებდეთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა ამ გამოწვევებს ჩვენს სამუშაო გარემოში მაინც ვუპასუხოთ!
გენდერული თანასწორობის საზაფხულო სკოლა გურიაში, იმერეთში, კახეთსა და რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის
,,ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2020 წლიდან ახორციელებს პროექტს ,,ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში”, რომელიც მიზნად ისახავს ქალებისა და გოგოების მხარდაჭერას ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარად მონაწილეობისა და პატრიარქალური ცნობიერების, თუ სტერეოტიპების შეცვლისთვის.
ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2023 წლის 27-30 ივლისს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ხელმძღვანელობით, „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველომ”, „რაჭის სათემო ორგანიზაციამ” და „პანკისის უხუცეს ქალთა საბჭომ” გურიაში, იმერეთში, კახეთსა და რაჭაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გენდერული თანასწორობის საზაფხულო სკოლა დააორგანიზა.
4 დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები მოზარდებს უზიარებდნენ ცოდნასა და გამოცდილებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების ირგვლივ. თავად მოზარდებიც გვიყვებოდნენ თავიანთ გამოცდილებებსა და ხედვებზე და ეცნობოდნენ სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდებისთვის არსებულ სპეციფიკურ რეალობას.
სკოლის ფარგლებში გამართული საგანმანათლებლო სესიები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
- ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებები და გენდერული თანასწორობა („ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”);
- თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში (იდა ბახტურიძე, „WECF საქართველო“);
- აქტივიზმი ციფრულ სამყაროში: ფორმები და შესაძლებლობები (ვერო მელუა, „WECF საქართველო“);
- ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა, სახელმწიფო რეფერირების მექანიზმები და მსხვერპლთა მხარდაჭერის პროგრამები (ნათია გვრიტიშვილი, „საფარი“);
- გენდერი და შეზღუდული შესაძლებლობა (ანა ქათამაძე, „ქალი და რეალობა”);
- არაანაზაღაურებადი შრომა, შინ შრომა და დასაქმების შესაძლებლობები („ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”);
- ციფრული უსაფრთხოება, კიბერ ბულინგი და პრევენციის მეთოდები (ნინო გამისონია, ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი);
- სოფლის მაშენებელი ქალები (ლილი ფულარიანი, ქოფირაითერი და ციფრული ცოდნის გამავრცელებელი);
- სამოქალაქო აქტივიზმი და მოქალაქის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქსელური მუშაობის პრაქტიკები (თაზო ჯოჯუა, სათემო ფონდი „ერთიანობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“).
გარდა საგანმანათლებლო სესიებისა, საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება-განხილვა და პანელური დისკუსია, ახალგაზრდების მონაწილეობით, თემაზე „სამოქალაქო აქტივიზმი, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ახალგაზრდების როლი რეგიონალურ კონტექსტში”.
საზაფხულო სკოლის მიმდინარეობისას ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს ახალგაზრდული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა წარმატებული პრაქტიკები გურიაში, რაჭასა და კახეთში და პროექტის მონაწილე გურული ახალგაზრდების მიერ შექმნილი ფემინისტური სამაგიდო თამაშიც ითამაშეს.
საზაფხულო სკოლა ასევე დატვირთული იყო მრავალფეროვანი შემეცნებით-პრაქტიკული სავარჯიშოებით, სამუშაო სესიებითა და ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოებისა და უკეთ გაცნობის ხელშემწყობი აქტივობებით.
პროექტის ფარგლებში „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს: „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”, „რაჭის სათემო ორგანიზაცია”, „უხუცეს ქალთა საბჭო”, „ქალი და რეალობა” და „ქალთა ფონდი საქართველოში”.
საზაფხულო სკოლა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” ფარგლებში.
ახმეტის ინოვაციური ცენტრის ტექგოგოების ჯგუფს საჭიროებების განსაზღვრის ვორქშოფი ჩაუტარდათ
2023 წლის 20 ივნისს „ქალები საერთო მომავლისთვის" საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ახმეტის ინოვაციური ცენტრის ტექგოგოების ჯგუფისთვის საჭიროებების განსაზღვრის ვორქშოფი ჩაატარა.
პროექტის ფარგლებში, 2023 წლის სექტემბერში დაფუძნდება STEAM ლაბორატორია ახმეტის ინოვაციურ ცენტრში, და ჩატარებული ვორქშოფი სწორედ ამ თანამშრომლობის დაწყებას ისახავდა მიზნად.
ქალთა უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
ჩვენთვის, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის მიუღებელია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას.
მიგვაჩნია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ვერ იაზრებს პროფესიულ პასუხისმგებლობას, ბოროტად და არამართებულად იყენებს გენდერული თანასწორობის იდეას; ხოლო როცა თანასწორობის ღირებულებები წინააღმდეგობაში მოდის პარტიულ დღის წესრიგთან, ნინო წილოსანი პარტიულ ინტერესებს უპირატესობას ანიჭებს. აღნიშნული შეფასება ეყრდნობა ქვემოთ მოყვანილ რამოდენიმე ფაქტს ახლო წარსულიდან:
ნინო წილოსანმა საჯაროდ მხარი დაუჭირა შალვა რამიშვილს, რომელიც რამდენიმე ქალმა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების წარმოდგენით სექსუალურ ძალადობაში ამხილა. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე დაამტკიცა რამიშვილის მიერ სექსუალურ შევიწროების ჩადენა.
ნინო წილოსანი არის 78 დეპუტატთაგან ერთ-ერთი, რომელმაც დაჩქარებული წესით ხმა მისცა რუსული კანონის ანალოგს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომლის მთავარი მიზანიც არასამთავრობო სექტორის მარგინალიზაცია და დევნა იყო.
გასული წლის მიწურულს მან მხარი დაუჭირა და წარმატებულ ინიციატივად შეაფასა „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია", რომელიც გენდერულად არამგრძნობიარე და არაინკლუზიური დოკუმენტია, უკიდურესად ვიწროდ განიხილავს გენდერს და აიგივებს სქესთან.
ამა წლის 27 ივნისს კი ნინო წილოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან თანაპარტიელ კაცებს დეპუტატი ანი წითლიძის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდა, კერძოდ, მან განაცხადა: „ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს.” აქვე შეგახსენებთ ოდიშარიას ციტატას: „ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში”.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ჩვენ მივიჩნევთ, რომ არსებული თავმჯდომარის პირობებში გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ამოწურულია. შესაბამისად, ნინო წილოსანს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დატოვოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა.
ამასთან, მივიჩნევთ, რომ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის არსებითია მის ხელმძღვანელად დაინიშნოს ადამიანი, ვინც არა მხოლოდ დეკლარირებულად, არამედ საქმით ემსახურება თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის იდეებს.
განცხადებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები:
ქალთა მოძრაობა
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო
ქალების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის (ფემეა)
თბილისი პრაიდი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
თანასწორობის მოძრაობა
ქალთა ფონდი საქართველოში
ქალები საქართველოდან
საფარი
რაჭის სათემო ორგანიზაცია
ახალგაზრდა ფემინისტები
GrlzWave
ფემინა
ღია სივრცე კავკასია
ქალი და განვითარება
ფემინისტური ინიციატივების ფონდი
მწვანე ალტერნატივა
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
უფლებები საქართველო
ეკა ქევანიშვილი თანასწორობის იდეის მნიშვნელობაზე ჟურნალისტების საქმიანობაში
ეკა ქევანიშვილმა, ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" სპეციალური ჯილდო მიიღო.
მას რამდენიმე კითხვა დავუსვით კონკურსისა და მის საქმიანობაში თანასწორობის იდეის მნიშვნელობის შესახებ:
რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ქალთა და სხვა ჩაგრულ ჯგუფებთან დაკავშირებული საკითხების ეთიკურად გაშუქება?
- ალბათ, პირველ რიგში იმიტომ, რომ მეც ქალი ვარ. და იმიტომაც, რომ ჟურნალისტებს იმ ადამიანების ხმების საჭირო ადრესატებამდე მიტანა გვიწევს, ვისაც ეს თავად უჭირს ან არ შეუძლია. თუ ამ წესს დავარღვევთ, რასაც ეთიკური გაშუქება ჰქვია, ამ ადამიანებს ვატკენთ, ხოლო მიზანს, რომ მათი ცხოვრება ცოტათი მაინც შევცვალოთ, ვერ მივაღწევთ. მეორე მიზეზი მაგალითის ჩვენებაა - ჟურნალისტების ახალი თაობისთვის, რომ აი, ასე უნდა მოყვე ამ ადამიანებზე. ასე უნდა დაწერო თუ გადაიღო, რომ არ დააზიანო ისინი. კარგი მაგალითები ახალ კარგ მაგალითებს აჩენს და შანსიც მეტია, რომ ქართულ მედიაში მეტი თავისი საქმის ერთგული პროფესიონალი გამოჩნდეს. მე ჯერ კიდევ მჯერა ამის.
რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსები ეთიკური გაშუქების წასახალისებლად?
- არ ვიცი, რამდენად ცვლის სურათს უკეთესობისკენ ეს, ამას ალბათ რაღაც კვლევა სჭირდება, მე მხოლოდ შემიძლია ჩემი ემოცია გაგიზიაროთ - მთელი წელი მუშაობ, ცხადია, არა ასეთი კონკურსებისთვის, არამედ შენთვის და ადამიანებისთვის და მერე ჩნდება შანსი, რომ შენი ნამუშევარი ვინმემ შეაფასოს. თუ გამოგარჩევენ და ჩათვლიან, რომ საუკეთესო იყავი, ეს გახარებს და ძალით გავსებს. ფიქრობ, რომ დაღლა ღირდა და ისევ აგრძელებ. ჟურნალისტიკას საქართველოში ძალიან მალე ტოვებენ, ეს არ არის ადვილი საქმე.
როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება თუ უფრო მეტი ჟურნალისტი იმუშავებს ეთიკურად გენდერული თანასწორობის საკითხებზე?
- რაც დასაწყისშიც ვთქვი - მედია იქნება საზომი. მედია არ იქნება მხოლოდ კრიტიკის ობიექტი. მედია იქნება სანდო იმ ადამიანებისთვის,ვისაც დახმარება სჭირდება. მედიას მოუყვებიან მეტ ამბავს. ჩვენც, ვინც ძალიან ვცდილობთ ვიყოთ ეთიკურები, მეტი თანამოაზრე გვეყოლება. ბევრ ეთიკურ ჟურნალიტს კი ცვლილებების მოხდენა მართლა შეუძლია
კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2022″ ჩატარდა ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს და ევროპის მწვანეთა პარტიის წევრებს შეხვდნენ
2023 წლის 1 აპრილს, ქალთა და ლგბტქ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველოს“ თანადირექტორი, იდა ბახტურიძე, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონსა და ევროპის მწვანეთა პარტიის გენერალურ მდივან ბენედეტა დე მარტეს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი საგანი საქართველოში ლგბტქი ადამიანებისა და ქალების უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მთავარი გამოწვევები და კრიზისული სიტუაციის დაძლევის გზები იყო. ამასთან, შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების მოლოდინთან დაკავშირებით.
პარიზის შეთანხმების გენდერულად მგრძნობიარე განხორციელება
ფემინისტური (ან გენდერულად მგრძნობიარე) პოლიტიკის გატარების გარეშე კლიმატის ცვლილებებზე მუშაობა ვერ უზრუნველყოფს სამართლიან გარდაქმნას უკეთესობისკენ. ქალები და ბავშვები 14-ჯერ უფრო ხშირად იღუპებიან კლიმატის ცვლილების გამო, მაშინ როცა ისინი ნაკლებად არიან ჩართულები გარემოსდაცვითი და კლიმატის პოლიტიკის ირგვლივ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესებში. ეს მოცემულობა ძალაუფლების პატრიარქალური დინამიკის, კოლონიალური სტრუქტურებისა და სტერეოტიპული გენდერული როლების პირდაპირი შედეგია, შექმნილია საზოგადოების მიერ და კიდევ უფრო გამწვავდა კლიმატის ცვლილების ზემოქმედებით. კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად და მდგრადი განვითარების მისაღწევად, ეს სტრუქტურები უნდა დაიშალოს და შეიცვალოს. გერმანიის ახალი ფემინისტური საგარეო პოლიტიკა შექმნილია ამ ცვლილებების მისაღწევად და ამისთვის საჭირო ძალისხმევის განსახორციელებლად. საბაზისო ( ან ადგილობრივი) დონის კლიმატის ცვლილებების ანალიზს დაეფუძნება გერმანიის ფემინისტური პოლიტიკის განხორციელების სტრატეგია (ფემინისტური საგარეო პოლიტიკა და მომავალი ფემინისტური განვითარების პოლიტიკა), რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გენდერისა და კლიმატის პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულების მეტ თანმიმდევრულობას. პროექტი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტის ძირითადი სფეროები
პროექტის მიზანია კლიმატის საკითხებზე მომუშავე აქტივისტების და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება გენდერულად ტრანსფორმაციული დაგეგმვის, დაფინანსებისა და განხორციელების კუთხით. პროექტი აერთიანებს BMZ-ის ორ (გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო) პრიორიტეტულ საკითხს : ფემინისტური განვითარების პოლიტიკას და სამართლიან გარდაქმნას. ძირითადი თემები, რომლებითაც კლიმატის ცვლილების შესახებ მუშაობის პროცესში ვიხელმძღვანელებთ, მოიცავს: ჰოლისტიკურ, დეკოლონიურ, ინტერსექციულ, ძალაუფლების კრიტიკულ ანალიზს და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ პრინციპებს. კლიმატის ცვლილებების ადგილობრივი დონის ანალიზს დაეფუძნება გერმანიის ფემინისტური პოლიტიკის განხორციელების სტრატეგია (ფემინისტური საგარეო პოლიტიკა და მომავალი ფემინისტური განვითარების პოლიტიკა), რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გენდერისა და კლიმატის პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულების მეტ თანმიმდევრულობას. პროექტი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლებთ ქალთა და გენდერული თანასწორობაზე მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებთან. მათი ანალიზის საფუძველზე, მათ შორის ინტერვიუებით ფოკუსირებულ პირებთან და კარგი პრაქტიკის მიმოხილვით, გამოწვევები და შესაძლებლობები პოლიტიკის თანმიმდევრულობისთვის გენდერულად სამართლიანი ფინანსური მიდგომით იქნება გაგებული და განხორციელებული. სხვადასხვა ფემინისტური საგარეო პოლიტიკის შედარება ხელს შეუწყობს შემდგომი სტრუქტურული ბარიერების იდენტიფიცირებას თანაბარი უფლებებისა და კლიმატის დაფინანსების გადაწყვეტილების მიღების პროცესებში თანაბარი მონაწილეობისთვის. და ბოლოს, ტრენინგის და მენტორინგის პროგრამები დაეხმარება კლიმატის ადგილობრივ აქტივისტებს, ასევე წამყვან დონორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყონ და დააფინანსონ აქტივობები კლიმატის საკითხების მიმართულებით, რომლებიც ითვალისწინებენ გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებს.
პროექტი ხორციელდება საქართველოში, კოლუმბიასა და უგანდაში. პროექტს საქართველოში ახორციელებს „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - აქართველო”.
ქალთა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციების განცხადება
ქალბატონო ნინო,
ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, ათწლეულებია ვიბრძვით საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალებისთვის თანაბარი უფლებებისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისათვის. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მრავალ მნიშვნელოვან პროცესს ჩავუყარეთ საფუძველი, რომელმაც თვისობრივად გააუმჯობესა ქალების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.
ქალთა მოძრაობის დიდი ძალისხმევის და ადვოკატირების შედეგი იყო საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნაც. წლების განმავლობაში, ჩვენ ვაგრძელებდით საბჭოსთან შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. ჩვენი ერთობლივი მუშაობით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული საკანონმდებლო ჩარჩო და მრავალი მიმართულებით დაიხვეწა პოლიტიკა.
გაუმჯობესებულ საკანონმდებლო ჩარჩოს და პოლიტიკის განხორციელება რეალობაში სწორედ ჩვენი გავლით ხდება. ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, ვიდექით და ვდგავართ ადამიანების დაცვის სადარაჯოზე. ჩვენ ვმუშაობთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებთან, შშმ ქალებთან, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებთან, სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებთან და გოგოებთან, ბავშვობის ასაკში ქორწინების რისკის წინაშე მდგომ ოჯახებთან, ახალგაზრდებთან, ხანდაზმულებთან, ბავშვებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ გვეამაყება, რასაც ვაკეთებთ და გვჯერა, რომ სწორედ ეს არის გზა ჩვენი ქვეყნის უკეთესი, ევროპული მომავლისაკენ.
ყველა ეს მიღწევა და ყველა აგური, რომელიც დაიდო გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე, ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ინიცირებულ რუსულ კანონს.
ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ამ კანონის მიღება დააზიანებს არამხოლოდ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას და ძირს გამოუთხრის ჩვენს პროდასავლურ გეზს, არამედ პირდაპირ იმოქმედებს ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაზე და ბედზე, ვისაც ამდენი წელია ერთობლივად ვაძლიერებთ.
ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ადამიანი, რომელიც იმედად ესახება ბევრ ძალადობა გამოვლილ ქალს, და როგორც რიგითი მოქალაქე, ქალი, სრულიად იაზრებთ იმ საფრთხეს, რასაც აღნიშნული კანონები, მიღების შემთხვეაში, უქადის ჩვენ ქვეყანას.
შესაბამისად, მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მას და დაარწმუნოთ თქვენი კოლეგები, რომ ეს კანონი დააზიანებს და გაანადგურებს არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და ჩაახშობს თავისუფალ ეთიკურ მედიას, არამედ პირდაპირ იმოქმედებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, პირველ რიგში კი, ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე, როგორებიც არიან ქალები, გოგონები და ბავშვები.
ამას გარდა, ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო აქტის სათაურის ცვლილება ვერ გამოიწვევს მისი არსის გაუმჯობესებას. შესაბამისად, სამწუხაროდ, მსგავსი ინიციატივა არ გვესახება რეალურ გამოსავლად.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხარს დაუჭერთ რუსულ კანონს, თქვენ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებთ ყველა იმ მიღწევას, რითაც ასე ამაყობთ.
კანონის მიღების შემთხვევაში, წარმოუდგენლად გვესახება თქვენთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგზე ორიენტირებული ერთობლივი საქმიანობა.
ხელმომწერები:
ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო
ქალები საქართველოდან
ფემეა - ქალების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის
ქალთა ფონდი “სოხუმი”
იგი ქალთა ასოციაცია " თანხმობა"
Ასოციაცია “მერკური”
Ააიპ “საქართველოს შემეცნებითი ცენტრი”
“ქალები ქალებისთის” და “მოხალისეთა ჰაბი”
საორსა
ფონდი “ფემინა”
აიწონა დაიწონა
ღია სივრცე კავკასია (COS)
სამოქალაქო განათლების და რეაბილიტაციის ცენტრი (CERC)
გორის სათემო რადიო “მოზაიკა”, mozaikanews.ge
შშმ ქალთა ეროვნული ქსელი
ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო” და ქალთა სათემო რადიო, RadioWW
ქალთა ფონდი საქართველოში
ააიპ " დავიწყოთ ახლა".
ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის
პანკისის უხუცეს ქალთა საბჭო
მედიაპლატფორმა "კაქტუსი" cactus-media.ge
ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.
Ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC)
საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია / GABP/
ქალთა ხმები
Სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის
სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი (CARDC)
საფარი
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
ქალთა ასოციაცია "გვირილა"
ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“
სოციალური კვლევის ცენტრი
Ააიპ “ახალგაზრდები პანკისის განვითარებისათვის”
იორმუღანლოს სათემო ცენტრი
Ფონდი ტასო
თანასწორობის მოძრაობა
ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)
Პლატფორმა სალამ
Ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად” (WAAT)
Მოძრავი არქივები
სამეგრელოს გენდერული ქსელი
“Ახალგაზრდა ფემინისტები”
კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი
ა/ო “ქალები ქვეყნის მომავლისათვის”
Თემიდა
ააიპ მეგობრობის ხიდი ქართლოსი
ააიპ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი
ა(ა)იპ ‘’მირაბალდები’’
ა.(ა).ი.პ. Თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
ა (ა).ი.პ ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
ა (ა).ი.პ სათემო ფონდი ლელი
ა(ა)იპ “ქართული მედია ჯგუფი”
ა(ა)იპ ნეო ტვ
ა(ა)იპ კოდის სათემო განათლების ცენტრი.
ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
ა(ა)იპ ჩვენ ვიკვლევთ (WeResearch)
Რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი ,,თანაზიარი’’
ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი (WPRC)
კავკასიური ფემინისტური ინსტიტუტი (CFI)
Სამცხე-ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის
ა(ა)იპ “თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი”
ა(ა)იპ ასოციაცია HERA XXI
ა(ა)იპ ინიციატივების სახლი
ა(ა)იპ ნეოგენი
საინიციატივო ჯგუფი “დიმელი ქალები”
ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის ISFED-ის რეგიონალური ოფისი
Საქართველო - დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
Განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური
Სოციალური საწარმო “ჩირიგე”
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროვებთ.
რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით.
ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე.
ამ დროისთვის, განცხადებას ხელს აწერს 270-მდე არასამტავრობო და მედიაორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ორგანიზაციული ხელმოწერები გრძელდება:
1. ააიპ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის | ბათუმი |
2. ააიპ იურიდიული განათლების ფონდი | რეგიონები |
3. ააიპ “საათი” | ქუთაისი |
4. ააიპ რაჭის ტურისტული კლუბი | ამბროლაური |
5. ააიპ სტეფანწმინდა | ყაზბეგი |
6. აგროგარემო TV | საქართველოს რეგიონები |
7. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი | ფოთი |
8. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) | თბილისი, შიდა ქართლი და კახეთის რეგიონები |
9. ადამიანის უფლებების ადვოკატირების და დემოკრატიის ფონდი | თბილისი |
10. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო | ქუთაისი |
11. ათინათი | ზუგდიდი |
12. ალტერნატივა ჯორჯია | თბილისი |
13. არ გადადო | აჭარა |
14. არასამთავრობო ორგანიაზაცია “უფლებებისა და განათლებისათვის” | ქუთაისი, იმერეთი |
15. ასოციაცია ,,დეა” | ზუგდიდი, წალენჯიხა და ფოთი |
16. ასოციაცია “ათინათი” | ზუგდიდი |
17. ასოციაცია “ევროპის დროით” | თბილისი |
18. ასოციაცია “მერკური” | სამეგრელო-ზემო სვანეთი |
19. ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისთვის” | ქუთაისი |
20. აფხაზური ამბები | ზუგდიდი |
21. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) | თბილისი, თელავი (კახეთი), გორი (შიდა ქართლი), ქუთაისი (იმერეთი), ბათუმი (აჭარა), წალენჯიხა (სამეგრელო). |
22. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი | ოზურგეთი |
23. ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
24. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის / Youth for Democractic Changes | სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდა |
25. ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის | ზუგდიდი |
26. ახალგაზრდობის განვითარობის ცენტრი-XXI | საგარეჯო |
27. ახალგაზრდული ალტერნატივა | ეროვნული/თბილისი |
28. ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონალური ასოციაცია – აირა | რუსთავი |
29. ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის | ბათუმი |
30. ხალქალაქის ბიზნეს ცენტრი | ახალქალაქი |
31. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი | ახალციხე |
32. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი | ახალციხე |
33. ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა | თბილისი |
34. ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები | საქართველოს მასშტაბით |
35. ბათომი | აჭარა, ბათუმი |
36. ბათუმელები | ბათუმი |
37. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი’ | ბათუმი |
38. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი | ბათუმი |
39. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” | თბილისი |
40. განათლება და სამყარო | ქალაქი წუთაისი |
41. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი | ქუთაისი |
42. განვითარების კერა | ზუგდიდი |
43. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია” ეკო” | ოზურგეთი |
44. გეოპოლიტკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი | თბილისი |
45. გერგარტი | ყაზბეგი |
46. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი | გორის მუნიციპალიტეტი |
47. გორის საინფორმაციო ცენტრი | გორი |
48. გურია ნიუსი | ოზურგეთი |
49. გურიის მედიატორთა ასოციაცია | ოზურგეთი |
50. გურიის სამოქალაქო ცენტრი | ოზურგეთი |
51. დავიწყოთ ახლა | სამეგრელო.თბილისი |
52. დასაქმებისა და გადამზადების ცენტრი | ზუგდიდი |
53. დემოკრატ მესხთა კავშირი | სამვხე-ჯავახეთი |
54. დემოკრატიის ინდექსი – საქართველო | თბილისი |
55. დემოკრატიის ინსტიტუტი | ბათუმი |
56. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი | თბილისი |
57. დემოკრატიის მცველები | |
58. დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი | თბილისი |
59. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD) | თბილისი |
60. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი | ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, ქუთაისი |
61. დრანდა | წყალტუბო |
62. ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია | გორის მუნიციპალიტეტი |
63. ევროპის ფონდი | საქართველო |
64. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) | თბილისი / საქართველო |
65. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) | თბილისი |
66. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
67. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი | აჭარა |
68. თავისუფალი მედია სივრცე/გურიაTV | ოზურგეთი |
69. თანადგომა | ქუთაისი |
70. თანასწორობა 17 | თბილისი |
71. თბილისი პრაიდი | თბილისი |
72. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი | თბილისი |
73. თელავი ჩემი ქალაქია | თელავი |
74. თემის განვითრების ცენტრი “პროგრესი” | იმერეთი |
75. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი | საბურთალო |
76. იმერეთის განვითარების ცენტრი | ქუთაისი |
77. ინდიგო | თბილისი |
78. ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი | ოზურგეთი |
79. ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი | ოზურგეთი |
80. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) | თბილისი |
81. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) | თბილისი |
82. ინფორმაციული დეველოპერული ჰაბი | ქუთაისი |
83. კავკასიური დიალოგი | თბილისი, საქართველო |
84. კავშირი “ქალი და რეალობა” | თბილისი |
85. კანონის უზენაესობის ცენტრი | თბილისი |
86. კომლი | კასპი |
87. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი | თბილისი |
88. კულტურულ-ისტორიული, სამოგზაურო პლატფორმა “მოგზაური” | თბილისი |
89. ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა | ლანჩხუთი |
90. ლომეკი | ყაზბეგი |
91. მედია კლუბი | თბილისი |
92. მედია სახლი “სამხრეთის კარიბჭე” | ახალციხე |
93. მედია სახლი–სამხრეთის კარიბჭე | ახალციხე |
94. მედია ფონდი – ლაივპრესი | ზუგდიდი |
95. მედია ცენტრი კახეთი | კახეთის რეგიონი, თელავი. |
96. მედიაომბუდსმენი | თბილისი |
97. მედიაჩეკერი | თბილისი |
98. მედიის ინსტიტუტი | ქართლი |
99. მეწარმე ქალთა ფონდი | ქუთაისი |
100. მთავარი არხი | თბილისი |
101. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია | ბათუმი |
102. მიშგოვ ლარდა | მესტია |
103. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი | თბილისი |
104. მომხმარებელთა უფლებების ცენტრი | თბილისი, ქუთაისი |
105. მსახიობთა “გილდია” | თბილისი |
106. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) | თბილისი |
107. მშობელთა კავშირი “ჩვენი შვილები” | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
108. მშობლები განათლებისთვის | თბილისი |
109. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი | მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლი |
110. მწვანე ალტერნატივა | თბილისი |
111. მწვანე სექტორი | ბათუმი |
112. ნაბიჯი მომავლისაკენ | გორი |
113. ნაბიჯი წარმატებისკენ | აჭარა |
114. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC) | თბილისი |
115. ნეო ტვ | გორი, კასპი, ქარელი, ხაშური |
116. ნეოგენი | სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონ |
117. ნეტგაზეთი | თბილისი |
118. ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი | გურიის სამივე რეგიონი(ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) |
119. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი | ოზურგეთი |
120. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის | საქართველო |
121. პედაგოგთა კავშირი განათლება და სამყარო | ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
122. პირველი ნაბიჯი საქართველო | თბილისი |
123. პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის | თბილისი |
124. პლატფორმა სალამ | ქვემო ქართლი |
125. პრევენცია პროგრესისთვის | თბილისი |
126. პროექტი 64 | თბილისი |
127. პუბლიკა | თბილისი |
128. ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის | მთლიანი საქართველო |
129. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი | საქართველოს რეგიონები |
130. რადიო “ძველი ქალაქი” | ქუთაისი, იმერეთი |
131. რადიო თავისუფლება | თბილისი |
132. რადიო მარნეული | მარნეული |
133. რაჭის სათემო ორგანიზაცია | ამბროლაური,ონი |
134. რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი ,,თანაზიარი” | ზუგდიდი |
135. რეგიონული გაძლიერება დემკრატიისთვის | ქუთაისი |
136. რეგიონული ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალი” | ქუთაისი |
137. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო | თბილისი |
138. საზოგადოება ბილიკი | გორი |
139. სათემო განვითარების ცენტრი | თბილისი, თელავი |
140. სათემო ფონდი ლელი | ლაგოდეხი |
141. საინიციატივო ჯგუფი “როდემდე” | ქუთაისი |
142. საინიციატივო ჯგუფი “ჩვენი სივრცე” | ქუთაისი |
143. საინფორმაციო რესურსების ქსელი | თბილისი |
144. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა | თბილისი |
145. საკვალიფიკაციო ცენტრი | თბილისი |
146. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება | თბილისი |
147. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი | გურჯაანი |
148. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი | ზუგდიდი |
149. სამოქალაქო იდეა | თბილისი |
150. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი | თბილისი |
151. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი | თბილისი |
152. სამოქალაქო მოძრაობა ,,სამეგრელოს ხმა” | ზუგდიდი/სამეგრელო |
153. სამოქალაქო მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ | ქუთაისი |
154. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის | ოზურგეთი |
155. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი | თბილისი |
156. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC) | მარნეული |
157. სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი “აისი” | თბილისი, გლდანის რაიონი |
158. სატელევიზიო ქსელი | თბილისი |
159. საუნჯე | ზუგდიდი |
160. საფარი | თბილისი, რეგიონები |
161. საქართველოს EMDR საზოგადოება | თბილისი |
162. საქართველოს ატლანტიკური საბჭო | თბილისი |
163. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია | თბილისი, რეგიონები |
164. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია | თბილისი |
165. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) | თბილისი |
166. საქართველოს ევროკლუბები | ოზურგეთი |
167. საქართველოს ინვალიდთა ფედერაცია ” აღორზინება 2002 ” | ქალაქი ქუთაისი |
168. საქართველოს მედია-კლუბი | თბილისი |
169. საქართველოს მომავლის აკადემია | ქვეყნის მასშტაბით |
170. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) | თბილისი |
171. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია | თბილისი და რეგიონები |
172. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი | ყველა რეგიონი |
173. საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო | საქართველო |
174. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია | ლაგოდეხი |
175. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG) | ქვემო ქართლის რეგიონი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
176. საქართველოს სასამართლოს გუშაგი | თბილისი |
177. საქართველოს სასოფლო დარბაზი | ლანჩხუათი |
178. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლვევის ფონდი | თბილისი |
179. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი | საქმიანობს მთელი ქვეყნის მასშტაბით |
180. საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია | თბილისი |
181. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია | თბილისი |
182. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა | თბილისი |
183. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება | თბილისი |
184. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი | თბილისი |
185. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი” (CHCA) | ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, თელავი, თბილისი, გალი |
186. სექტორი 3 – ჰაბი განვითარებისთვის | საქართველო, თბილისი |
187. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია | ქ. რუსთავი, ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაცია |
188. სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი თემი ქედელი | სიღნაღი |
189. სოლიდარობის თემი | აჭარის რეგიონი |
190. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი | თბილისი |
191. სოციალური სამართლიანობის ცენტრი | თბილისი |
192. სოციალური საწარმო “გუმბათი” | წალკა |
193. სსმ | თბილისი |
194. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო | ოზურგეთი |
195. სტუდია მონიტორი | თბილისი |
196. სტუდია რეკ | ბათუმი |
197. სწავლებისა და კვლევების ცენტრი | ზუგდიდი |
198. ტელეკომპანია კავკასია | თბილისი |
199. ტვ პირველი | გორი |
200. ტყიბულის რაიონის განვიტარების ფონდი | ტყიბული |
201. უფლებები საქართველო | თბილისი |
202. ფემინა | თბილისი |
203. ფერადი სივრცე | სამეგრელო ზემო-სვანეთი |
204. ფონდი აფხაზინტერკონტი | ქუთაისი |
205. ფონდი “ინტერნიუსი-საქართველო” | თბილისი, საქართველო |
206. ფონდი აფხაზინტერკონტი | ქუთაისი |
207. ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში | თბილისი |
208. ფორმულა | თბილისი |
209. ფრანკლინის კლუბი | თბილისი |
210. ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია | თბილისი |
211. ფუსფუსი – Puspussy – შენი უსაფრთხო სივრცე | თბილისი |
212. ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად” | იმერეთეი. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. |
213. ქალთა ასოციაცია გვირილა | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
214. ქალთა ასოციაცია თანხმობა | თბილისი |
215. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) | თბილისი |
216. ქალთა ფონდი საქართველოში | თბილისი |
217. ქალთა ფონდი სოხუმი | ქუთაისი |
218. ქალი და განვითარება | გორი |
219. ქართული მედია ჯგუფი” | გორი |
220. ქვემო ქართლის მედია | რუსთავი |
221. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო” | ქვემო ქართლი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
222. ქვიარ ასოციაცია – თემიდა | თბილისი |
223. ქვიარი | თბილისი და რეგიონები |
224. ქუთაისიპოსტი | ქუთაისი |
225. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი | ქუთაისი |
226. ღია საზღვრები | ახალქალაქი |
227. ღია სივრცე კავკასია (COS – Caucasus Open Space) | თბილისი |
228. ღონე ქვეყნისა | ქუთაისი |
229. შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – საქართველო | თბილისი |
230. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი “‘ სიფა 2002 “” | ქალაქი ქუთაისი |
231. შიდა ქართლის ახალგაზრდული ცენტრი „ახალი თაობა“ | გორი |
232. შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი” | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
233. შშმ პირთა უფლებების დაცვის ცენტრი ალიანსი | ზუგდიდი |
234. შშმ ქალთა ალიანსი | ბათუმი |
235. ჩართულობის და განვითარების ცენტრი | თბილისი |
236. ჩემი ქალაქი მკლავს | თბილისი |
237. ცოდნის კაფე | სიღნაღი |
238. წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი | თბილისი |
239. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ქუთაისი | იმერეთი |
240. წყალტუბო ლაიონს კლუბი | წყალტუბო |
241. ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის | იმერეთი, მცხეთა–მთიანეთი, სამეგრელო |
242. Association HERA XXI | Tbilisi |
243. CDC | საქართველო |
244. CDD – განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი | საქართველო |
245. dev.ge | თბილისი |
246. EECMD | თბილისი |
247. IBDIPC | ბათუმი |
248. JA Georgia | თბილისი, საქართველოს ყველა მუნიციპლიტეტი |
249. JAMnews | თბილისი |
250. OC Media | რეგიონალური (ჩრდილო-სამხრეთ კავკასია) |
251. On.ge | თბილისი |
252. Penal Reform International | თბილისი |
253. Qartli.ge | გორი |
254. Radio WW | ბოლნისი |
255. SOVA NEWS | თბილისი |
256. TOK TV | სამცხე ჯავახეთი, ქვემო ქართლი |
257. tv12 | ბათუმი |
258. ufleba.ge | თბილისი |
259. Women for Health | თბილისი |
260. World Vision საქართველო | ქუთაისი |
„ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” პარტნიორ ორგანიზაციებს შეხვდა
2022 წლის 14 დეკემბერს „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” პარტნიორ ორგანიზაციებს შეხვდა, რომლებთანაც პროექტის, „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში”, ფარგლებში ვთანამშრომლობთ.
პროექტის მთავარი მიზანია, გააძლიეროს თანამშრომლობა გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და მედიებს შორის, კავკასიის რეგიონსა და გერმანიაში, რათა ერთობლივად დაუპირისპირდნენ ანტიგენდერულ დეზინფორმაციას და მოძებნონ მათი თავიდან აცილების გზები, მით უფრო რეგიონში მზარდი საინფორმაციო ომებისა და ამჟამინდელი სოციალურ-პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით.
შეხვედრაზე წლიური შეფასების პერსპექტივით განვიხილეთ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მათი ეფექტურობა საბოლოო მიზნებთან მიმართებით. ასევე, მოვისმინეთ პარტნიორების რეკომენდაციები და მოსაზრებები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ქვეყანასა და რეგიონში არსებულ შიდა და გარე გამოწვევებზე, რომლებმაც პროექტის აქტივობებსა და გეგმებზე მოახდინეს გავლენა.
პროექტი „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში” ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.