კლიმატის ცვლილებასა და ჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გენდერული პერსპექტივით მუშაობა WECF-ის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენი მიზანი გარემოს დაცვასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მუშაობისას, ფემინისტური დისკურსის შემოტანა და გენდერულად მგრძნობიარე გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის შემუშავებაა. ორგანიზაცია ასევე მუშაობს ცნობიერების ამაღლებაზე, თუ როგორ მოქმედებს ბუნებრივი რესურსების არამიზნობრივად გამოყენება, გარემოს დაბინძურება ან კლიმატის ცვლილება ქალებზე და რამდენად უფრო მოწყვლადები არიან ქალები თუ სხვა მარგინალიზებული ჯგუფები ამ რეალობის წინაშე.

WECF საქართველოს ოფისს ამ კუთხით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, როგორც საქართველოში, ისე – სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომლებზეც ინფორმაციასაც შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

პროექტები

ჰაერის დაბინძურება

WECF საქართველოს და NCDC– ის მიერ საბავშვო ბაღებში მცირე ნაწილაკების დონის შესახებ კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები და მათი აღმზრდელები არიან ნაწილაკების მომატებულ დონის (PM) ზემოქმედების ქვეშ. საქართველოს აქვს ერთ -ერთი ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა…

Read More

ენერგეტიკული კოოპერაციული საზოგადოებები

მეორე სემინარის შემდეგ ოფიციალურად დარეგისტრირდა ოთხი კოოპერაციული საზოგადოება: ჩართე მზე – რომელიც მხარდაჭერილია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” მიერ და მდებარეობს სოფელ ივანდიდში, რომელიც ხონის და მარტვილის რაიონებს ფარავს.  მწვანე ენერგია,…

Read More

ენერგია და კლიმატი

გაერთიანების სახის ოთხმა ჯგუფმა წამოიწყო გენდერულად მგრძნობიარე ენერგეტიკული კოოპერაციული საზოგადოების ჩამოყალიბება, იმისათვის რომ საქართველოს ნაკლებად განვითარებულ მხარეებს მზის ენერგიით მომუშავე გამათბობლები დაემონტაჟებინათ.  ჯგუფები დაფუძნებულია…

Read More