ანნა სამველ

თანადირექტორი

ანნას განათლება მიღებული აქვს ჰოლანდიაში, მდგრადი განვითარებისა (MsC) და ბიოლოგიის (BsC) მიმართულებით. ის 2007 წლიდან მუშაობს WECF-ისთვის აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო 2015 წელს ოფიციალურად შემოუერთდა WECF საქართველოს გუნდს. ანნას ინტერესის სფეროებია: გენდერული საკითხები კლიმატის პოლიტიკასა და ქმედებებში, პრობლემის გადაჭრის მდგრადი ენერგეტიკული მიდგომები, სუფთა წყლისა და სანიტარიის პრობლემები.

იდა ბახტურიძე

თანადირექტორი

იდა 2013 წლიდან თანამშრომლობს WECF-თან, ხოლო 2015 წლიდან ოფიციალურად არის WECF-ის საქართველოს ოფისის გენდერული პროგრამების კოორდინატორი. იდა პროფესიით სოციოლოგიის მაგისტრია, გენდერული კვლევების მიმართულებით. გარდა პროფესიული საქმიანობისა, ის აქტიურად არის ჩართული თანამედროვე ფემინისტურ აქტივიზმში 2011 წლიდან და არის არაფორმალური გაერთიანების ,,ქალთა მოძრაობა" ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასევე, პლატფორმის ,,ქალები საქართველოდან" ერთ-ერთი ავტორი. იდას ინტერესის სფეროებია: ქალების ზეპირი ისტორიები, ფემიციდი და გენდერული ძალადობა, მიგრაციის ფემინიზაცია, თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმი საქართველოში, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და გენდერული კვოტები, ქალთა შრომითი უფლებები და ეკონომიკური გაძლიერება.

მელანო ცხვარაძე

პროექტების კოორდინატორი

მელანო ცხვარაძე ორგანიზაციას 2021 წლიდან შემოუერთდა, როგორც პროექტის ასისტენტი. 2023 წლიდან კი პროექტების კოორდინატორის პოზიცია დაიკავა. ის გენდერის მკვლევარია და მაგისტრის ხარისხი გენდერის, თანასწორობისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მიღებული აქვს საფრანგეთში.

მისი კვლევის სფეროებია: ქალთა შრომა, გენდერი და მიგრაცია, მიგრაციის პოლიტიკა, გენდერი და საჯარო პოლიტიკა, ინტერსექციონალიზმი. მისი საქმიანობა ასევე მოიცავს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რომლებიც ქალთა გაძლიერებასა და მათი პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე წარმომადგენლობის გაზრდაზე მუშაობენ.

ვერო მელუა

ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი

ვერო მელუა ორგანიზაციას 2022 წლიდან ციფრული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე შემოუერთდა. თუმცა მანამდე WECF-ის პროექტის „ქალების ძალა ინკლუზიისთვის" ფარგლებში გაიარა ტრენერთა ტრენინგი და ქალების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისკენ მიმართული ტრენინგების ერთ-ერთი ტრენერი გახდა. ვერომ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში. ის ასევე აქტიურადაა ჩართული აქტივიზმში და მუშაობს ქალების ინფომაციულ გაძლიერებაზე.

მისი ინტერესის სფეროებია: ქალთა სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, ქალების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ქალთა შრომა და მათი ჩაგვრის გენდერული მიზეზები როგორც შრომით ბაზარზე ისე შინ და ზრუნვითი შრომის თვალსაზრისით.

ნესტან ცაგარეიშვილი

ფინანსური მენეჯერი

ნესტანი WECF საქართველოს გუნდს 2015 წლიდან შემოუერთდა. მას აქვს მაგისტრის ხარისხი და მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსების მიმართულებით. გამოცდილება ძირითადად დაგროვილი აქვს საერთაშორისო დონორებისგან დაფინანსებული პროექტების მართვისას. ნესტანი სხვადასხვა დროს ფინანსურად მართავდა მსოფლიო ბანკის, შვედეთის განვითარების სააგენტოს, USAID, ევროკომისიის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, GIZ, პრო ნატურა-დედამიწის მეგობრები-შვეიცარია და სხვა დონორების მიერ დაფინანსებული არაერთ პროექტს.

ანა მურადაშვილი

პროექტის კოორდინატორი და მკვლევარი

ანა მურადაშვილი ორგანიზაციას 2022 წელს შემოურთდა, როგორც მკვლევარ-ასისტენტი. 2023 წლიდან კი პროექტის კოორდინატორი და მკვლევარი გახდა. მან გენდერის მკვლევრის მაგისტრის ხარისხი ამერიკაში მოიპოვა. ანას ასევე მაგისტრის ხარისხი აქვს ადამიანის უფლებების მიმართულებით, რომელიც სასექსის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში მიიღო.

მისი ინტერესის სფეროებია: გენდერი და პოლიტიკა, ქალის უფლებები, განსაკუთრებული ფოკუსით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების უფლებები.

ელენა გროსმან

ფონდების მოძიებისა და კვლევითი გუნდის წევრი

ელენა WECF საქართველოს ფონდების მოძიებისა და კვლევით გუნდს სექტემბერში შემოუერთდა. კონფლიქტებისა და მშვიდობის დარგში მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ ის ახლა გენდერული კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია შვედეთში. 

მისი ინტერესის სფეროებია: ქალები, ლგბტქ+ ადამიანები და სხვა უმცირესობები კონფლიქტურ  ზონაში, გენდერული ნიშნით ძალადობა და ქვიარ პოლიტიკა. ის წლების განმავლობაში ქალთა და ქვიარ ორგანიზაციებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობდა და ახლა ამ გზას საქართველოში აგრძელებს.