მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში გენდერულად სამართლიანი ეკოლოგიური ინიციატივებისთვის!

ორგანიზაცია “ქალები საერთო მომავლისთვის” საერთაშორისო ოფისი Women and Gender Constituency (WGC)-სთან ერთად, აცხადებს აპლიკაციების მიღებას გენდერულად სამართლიანი ეკოლოგიური ინიციატივებისთვის ყოველწლიური პრიზის მოსაპოვებლად! 

(აპლიკაციის შევსება შეგიძლიათ ფრანგულ, ინგლისურ, ესპანურ ან არაბულ ენებზე, აღნისნული გვერდის ბოლოში მოცემულ ბმულზე) 

 პრიზი გენდერულად სამართლიანი ეკოლოგიური ინიციატივებისთვის ყოველწლიურად ენიჭება მოძრაობებს, სათემო ჯგუფებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ გარემოსდაცვით საკითხებზე და ამავდროულად, ხელს უწყობენ მიდგომების ინტეგრირებას კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის პროცესში. მსგავსი ინიციატივები გავლენას ახდენენ საზოგადოებივ აზრზე და გარემოსდაცვით სფეროში სისტემურ მიდგომებზე, რასაც შედეგად მოაქვს სოციალური და გარემოს გაუმჯობესება. ამგვარი ინიციატივების წახალისება ხელს უწყობს 2030 წლამდე გლობალური დათბობის 1,5 გრადუსიანი ნიშნულის მიზანს, რომელიც გაეროს მიერ არის განსაზღვრული. 

გამარჯვებული ინიციატივები წარმოდგენილია სამი სხვადასხვა პროექტის კატეგორიაში: 

  • ტექნიკური – გენდერული პასუხისმგებლობის მქონე გარემოსდაცვითი ინიციატივები, რომლებიც ორიენტირებულია ტექნოლოგიებზე, მაგალითად, წყალზე, რეგენერაციაზე, საკვების წარმოებაზე ან ტრანსფორმაციაზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ნარჩენების შემცირებაზე და ა.შ. 
  • არატექნიკური - გენდერული პასუხისმგებლობის მქონე გარემოსდაცვითი ინიციატივები, რომლებიც ორიენტირებულია ქცევის ცვლილებაზე, ურთიერთგანათლებაზე, უნარების გაზიარებაზე, შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ა.შ. 
  • ტრანსფორმაციული – გენდერული პასუხისმგებლობის მქონე გარემოსდაცვითი ინიციატივები, რომლებიც ორიენტირებულია მმართველობის, ინსტიტუციური/საზოგადოებრივი ცვლილებებზე და ა.შ. 

 თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 5,000 ევროს ოდენობით და შესაძლებლობას დაესწროს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას (COP29), რომელიც ჩატარდება ბაქოში, აზერბაიჯანში. პრიზი სრულად დაფარავს მოგზაურობას და ასევე, გამარჯვებული ჩაერთვება WECF-ის გრძელვადიან სწავლების პროგრამაში, რომელიც მხარს უჭერს წამყვან ინიციატივებს გაძლიერებასა და ზრდაში. 20-მდე ნომინანტის პროექტი წარმოდგენილი იქნება პრიზის პუბლიკაციაში, ჩვენს ონლაინ პლატფორმებზე და დაჯილდოების ცერემონიაზე COP-ზე. ჯილდოს მიზანია აჩვენოს და წაახალისოს ინიციატივები სამართლიანი, თანასწორუფლებიანი და ჯანსაღი გარემოსთვის. 

თუ თქვენი სამუშაო უკავშირდება გარემოსდაცვით და გენდერულ სამართლიანობას, გამოაგზავნეთ აპლიკაცია! 

 ჩვენ მხარს ვუჭერთ სახალხო მოძრაობებს, ორგანიზაციებს ქალთა ხელმძღვანელობით და ლგბტქი+ ორგანიზაციებს გლობალური სამხრეთიდან და გლობალური აღმოსავლეთიდან კონკურსში მონაწილეობისთვის. 

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 21 ივლისი, 23:59 (CEST - ცენტრალური ევროპის დრო). 

 განაცხადის გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა. განაცხადის პროცესთან დაკავშირებით არსებული კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: valeria.pelaez@wecf.org 

ასევე, ნებისმიერი კითხვისა თუ დახმარების შემთხვევაში (მათ შორის, ენის ბარიერთან დაკავშირებით), გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: georgia@wecf.org 

კონკურსი ტარდება CTCN-თან პარტნიორობით და მხარს უჭერს: 

 


WECF საქართველოს განცხადება მიმდინარე მოვლენებზე

*FOR ENGLISH SCROLL DOWN*

14 მაისს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღეს, ხოლო 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ კანონს ვეტო დაადო. 

სრულად ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია და ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად კანონი გაწვეულ უნდა იქნას. კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ ჯერ კიდევ მის მიღებამდე გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინების ბერკეტად, რისი მოწმეებიც ვართ უკანასკნელი კვირების განმავლობაში.

სხვა არაერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან ერთად, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომლითაც უარს ვამბობთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე; სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობაზე და საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე, სანამ აღნიშნული არაკონსტიტუციური კანონი არ იქნება გაწვეული. ასევე, უარს ვაცხადებთ დავრეგისტრირდეთ ღირსების შემლახავ რეესტრში, რომელსაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს.

ბოლო კვირების განმავლობაში ევროკავშირის არაერთმა ლიდერმა ღიად ისაუბრა რუსული კანონის შეუსაბამობაზე ევროპულ ღირებულებებთან და საქართველოს ევროინტეგრაციის გეზთან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას არ წავიდეს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, რაც იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ქვეყნის სტაბილურობისა და მისი ევროპული მომავლისთვის.

-

On May 14, the majority of the Parliament of Georgia adopted a Russian law that contradicts the national interests and the constitution of Georgia with the third reading. On May 18, the President of Georgia, Salome Zurabishvili, vetoed this law.

We fully support the position of the President of Georgia that this law is beyond improvement and agree with the European Commission's statement that the law should be withdrawn. This law has ceased to be merely a legal text; even before its adoption, it became a tool for government violence and intimidation against the people, as we have witnessed in recent weeks.

Along with many other civil society organizations, we reiterate our stance: we refuse to participate in meetings with government representatives, work in working groups and advisory councils, or coordinate with the government in international or other formats until this unconstitutional law is repealed. Additionally, we refuse to register in the regrading registry mandated by this law.

In recent weeks, numerous EU leaders have openly criticized the law's incompatibility with European values and Georgia's path to European integration. We call on the Georgian government to respect the will of the Georgian people and uphold the president's veto. This is the only correct decision for the stability of the country and its European future.




WECF-ის საერთაშორისო ოფისი "რუსული კანონის" მიღებას ეხმიანება

"ქალები საერთო მომავლისთვის" საერთაშორისო ოფისი ეხმიანება საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის მიღებას. გიზიარებთ სრულ ტექსტს ქართულ ენაზე:

WECF-ის საერთაშორისო ოფისი სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს საქართველოში - მათ შორის, ჩვენს მამაც კოლეგებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს.

გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც შემაშფოთებელად ჰგავს თავისი შინაარსით რუსეთის კანონის უცხოური აგენტების შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ მოვლენების ამგვარი განვითარებით.

„ჩვენ უშუალოდ დავინახეთ ასეთი კანონების დამანგრეველი გავლენა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოშლისას. ჩვენ თავშესაფარი და მხარდაჭერა გავუწიეთ ჩვენს ეკოფემინისტ პარტნიორებს რუსეთიდან, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშ საფრთხს საქართველოში გაექცნენ", ამბობს WECF საქართველოს დირექტორი ანა სამველი.

 ფოტო: ვახო ქარელი / მედია "აპრილი"

ანა მურადაშვილი WECF საქართველოდან მიმდინარე აქციებში მონაწილეობს და გვიზიარებს: „ეს არ არის სამოქალაქო ორგანიზაციების ბრძოლა. ეს არის საქართველოს ბრძოლა ევროპული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. ჩვენ აქციებზე ყველა ადამიანის უფლებების დასაცავად, მათ შორის ქალების, ქვიარ ადამიანების, ეთნიკური უმცირესობების, შშმ პირების, მიგრანტების, ახალგაზრდების, მოხუცების სახელით. ეს არის ბრძოლა ყველასთვის და ყველასთან ერთად. ”

"ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ თავისუფლების იდეეის ერთგული ქართველი ხალხის, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორი ორგანიზაციებისა და ჩვენი საქართველოს ოფისის მომავლით, ამ ბარბაროსული კანონის დამტკიცების პირობებში", საშა გაბიზონი, WECF საერთაშორისო ოფისის აღმასრულებელი დირექტორი.

                                  ფოტო: რადიო თავისუფლება

კანონი ავალდებულებს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და „თავისუფალ მედია ორგანიზაციებს“ დარეგისტრირდნენ „უცხო ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად”, რაც მათ მძიმე რეპრესიების საფრთხის წინაშე აყენებს.

მთავრობამ უკვე დაიწყო დაშინების, აქტივისტებზე თავდასხმისა და მშვიდობიანი მომიტინგეებზე ძალადობის კამპანია.

ეს კანონი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიას.

"ქალები საერთო მომავლისთვის" საერთაშორისო ოფისი მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს მდგრადი, თანასწორი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვაში.

იხილეთ განცხადების ორიგინალი ტექსტი.


პროექტ SENSE-ის კონსორციუმის განცხადება "რუსულ კანონთან" დაკავშირებით

*FOR ENGLISH SCROLL DOWN*


გასულ კვირას ჩვენი ორგანიზაციის წევრები რუმინეთში, ბუქარესტში პროექტ SENSE-ის შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო თემა და მომავალო გეგმები. საუბარი ასევე შეეხო ე.წ. “რუსული კანონის” მიღებას საქართველოში. 

გთავაზობთ SENSE-ის კონსორციუმის წერილს ქართულ ენაზე უცვლელად:

“პროექტ SENSE-ის კონსორციუმი სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც უკვე მეორე კვირაა უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავს. ამოქმედების შემთხვევაში, აღნიშნული კანონი სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება ამ უაღრესად საკამათო კანონის მიღების შესახებ, რომელიც რუსული კანონმდებლობის ანალოგს წარმოადგენს, ღრმად შემაშფოთებელია. მოთხოვნა, რომელის მიხედვითაც მედიისა და არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც დამიფნანსების 20%-ზე მეტს იღებენ სხვა ქვეყნიდან, მოეთხოვებათ დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ ძალებად, არა მხოლოდ ცდილობს დამოუკიდებელი ხმების გაჩუმებას, არამედ ძირს უთხრის საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

მეტიც, ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის განათლებისა და ინოვაციების მომავალს საქართველოში. როგორც კონსორციუმი, რომელიც პროექტ SENSE-ის მეშვეობით ცდილობს STEAM განათლების განვითარებას, ჩვენ ვაღიარებთ გადამწყვეტ როლს, რომელსაც გამოხატვის თავისუფლება და აკადემიური დამოუკიდებლობა ინოვაციებისა და პროგრესის ხელშეწყობაში თამაშობს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენი კონსორციუმის წევრი ორგანიზაცია “ქალების საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო” უშუალოდ დაზარალდება და შეფერხდება აკადემიური თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლის პროცესი, რაც პირდაპირ ხელს შეუშლის ჩვენი საერთო მიზნების განხორციელებას.

საქართველოს ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, პროექტ SENSE-ის კონსორციუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს დემოკრატიის, თავისუფლებისა და განათლების მნიშვნელობას ძლიერი და პროგრესული საზოგადოების შესაქმნელად”.


-

Last week, members of our organization attended the SENSE project meeting in Bucharest, Romania. Several intriguing topics related to the project and future plans were discussed during the meeting. The conversation also addressed the adoption of so-called "Russian law" in Georgia. 

 

See the statement of SENSE consortium here.




Yes – To Europe, No – To Russian Law!

 

We, the Georgian media and non-governmental organizations, vehemently oppose the Russian law reintroduced by the authorities. “Georgian Dream” breaking its own word and deceiving people is directed not only against Georgian media and Georgian non-governmental organizations but also against every citizen and the European future of Georgia.

Georgian non-governmental organizations help people. Passing this Russian law will leave children and women victims of violence vulnerable; persons with disabilities, scientists, workers, and young people; It will stop helping vulnerable families, farmers, displaced, homeless persons, and brave people fighting for their rights. The government wants to not cover the voice of people living in the regions, who inform the public about their plight through local, independent media.

These and the hostile laws introduced this week aim to divide the population, damage the country’s European future, and abolish freedom of speech. This is the government’s response to the hundreds of facts of violence, corruption, illegality, and discrimination that Georgian non-governmental organizations and independent media expose and publicize.

The European Union, the United Nations, NATO, the OSCE, the USA, and other international partners have declared the authoritarian character of the Russian law and its incompatibility with democracy, and after the recall of the law last year, they openly congratulated the Georgian people on their great victory.

This law is a Russian authoritarian tool to suppress freedom of speech. Its adoption will make it impossible to open negotiations with the EU at the end of the year. Instead of fulfilling the 9 steps defined by the European Union, the government, with this law, separates us from the European Union and immeasurably harms the democratic and secure future of Georgia.

Accepting the Russian law would be an attack on the main Georgian values – a sense of dignity, independence, and civil solidarity. This law, in accordance with the will of the Georgian people, should be withdrawn from the parliament. Russian law is not Georgia’s choice!

Signators:

  1. ააიპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“
  2. ააიპ რაჭის ტურისტული კლუბი
  3. ააიპ სასოფლო-საკონსულტაციო სამსახური
  4. ააიპ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის
  5. ააიპ ღია საზღვრები
  6. ააიპ შეხვედრის ადგილი დმანისი
  7. ააიპ ” დავიწყოთ ახლა”
  8. ააიპ ” საქართველოს ბავშვები”
  9. ააიპ არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი”
  10. ააიპ დრანდა
  11. ააიპ ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი
  12. ააიპ იმერეთის განვითარების ცენტრი
  13. ააიპ ნიკოს ეზო
  14. ააიპ პირველი მაისის ახალგაზრდული ცენტრი
  15. ააიპ რაჭის სათემო ორგანიზაცია
  16. ააიპ საზოგადოებრუვი და შემოქმედებითი გაერთიანება ,,ეროვნული იმპერატივი”
  17. ააიპ ტოლერანტობის სამყარო
  18. ააიპ ფორსეტი
  19. ააიპ ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე”
  20. ააიპ. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი
  21. აგვისტოს ომის მუზეუმი, ერგნეთი
  22. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  23. ადამიანის უფლებების ადვოკატირების და დემოკრატიის ფონდი
  24. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი
  25. აინ რენდის ცენტრი საქართველო
  26. აიპ მართლმსაჯულების სახლი
  27. ალგეთის სათემო ცენტრი
  28. ალტერნატივა ჯორჯია
  29. არასამთავრებო ორგანიზაცია ,,Neogeni”
  30. არასამთავრობო ორგანიზაცია “დაეხმარე და გაახარე”
  31. ასოციაცია “ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისთვის”
  32. ასოციაცია “სოციალური ქოლგა”
  33. ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის”
  34. ასოციაცია დეა
  35. ასოციაცია მერკური
  36. ასოციაცია უდი
  37. აფხაზური ამბები
  38. აღმამედლოს სათემო ცენტრი
  39. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
  40. აცალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
  41. აჭარის რეგიონული თემი
  42. ახალგაზრდა ფემინისტები
  43. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
  44. ახალგაზრდების და ზრდასრულთა განვითარების ასოციაცია
  45. ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი – XXI
  46. ახალგაზრდობის და განათლების ცენტრი
  47. ახალგაზრდული CCG
  48. ახალგაზრდული ჰაბი
  49. ახალი აზროვნების ინსტიტუტი
  50. ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი
  51. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
  52. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
  53. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  54. ახმეტის ახალგაზრდული ალიანსი
  55. ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა
  56. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
  57. ბავშვის თეატრი “ბიზ”
  58. “ბათუმელები”
  59. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  60. ბათუმის ველომოყვარულთა ქსელი
  61. ბოლნისის ენის სახლი
  62. ბოძაურის საინიციატივო ჯგუფი
  63. გაზეთი “იენი იოლი”
  64. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  65. განათლება და სამყარო
  66. განათლების კოალიცია
  67. განათლებისა და განვითარების სივრცე
  68. განვითარების, განათლებისა და სოციალური ჩართულობის ასოციცია (ADESI)
  69. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
  70. განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა
  71. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი
  72. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ” ეკო”.
  73. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
  74. გერგარტი
  75. გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
  76. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
  77. გორის სათემო რადიო მოზაიკა
  78. გრენა – საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია
  79. გუთურის საჯარო სკოლა
  80. გუნდელიკ
  81. გურიის სამოქალაქო ცენტრი
  82. დასაქმების და გადამზადების ცენტრი
  83. დედების სივრცე’
  84. დემოკრატ მესხთა კავშირი
  85. დემოკრატიის ინსტიტუტი
  86. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  87. დემოკრატიის ლაბორატორია
  88. დემოკრატიის მცველები
  89. დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი
  90. დემოკრატიული უსაფრთხოების ინსტიტუტი
  91. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  92. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ბათუმის ოფისი
  93. დიმელი ქალები
  94. დიღმის ჭალები
  95. დოკუმენტური კინოს ასოციაცია
  96. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  97. ევროპა შინ
  98. ევროპის ფონდი
  99. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  100. ეზოტოპია
  101. ეკო ცენტრი
  102. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  103. ვი2თექ ჯორჯია
  104. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი.LAG-Upper svaneti
  105. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
  106. ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  107. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  108. თავისუფალი ასოციაცია
  109. თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი EPC
  110. თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის
  111. თანასწორობის მოძრაობა
  112. თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
  113. თბილისი პრაიდი
  114. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
  115. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
  116. თელავის გენდერის მედიაცენტრი
  117. თელავის დემოკრატიის სკოლა
  118. თემი ქედელი
  119. იგპ ქალთა ასოციაცია თანხმობა
  120. ილიას სამართლის სახლი (ილიასი)
  121. ინდიგო
  122. ინერ ჯორჯია
  123. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის
  124. ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი
  125. ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი
  126. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  127. იორმუღანლოს სათემო ცენტრი
  128. იპოდრომი-უბეტონო მხარე
  129. ირის ჯგუფი- მრავალფეროვნების მართვა
  130. იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
  131. კავკასიის ეკომეწარმეთა ასოციაცია (CEA)
  132. კავკასიის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების ქსელი – მდგრადი კავკასია
  133. კავკასიური დიალოგი
  134. კავშირი ფრეია
  135. კანონის უზენაესობის ცენტრი
  136. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
  137. კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise
  138. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის
  139. კომლი
  140. კომლის თემი
  141. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
  142. კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
  143. კოშკის სათემო განვითარების ცენტრი
  144. კრეატიული განვითარების ცენტრი
  145. ლამპარი
  146. ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
  147. ლომეკი
  148. მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში
  149. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
  150. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  151. მედია აპრილი
  152. მედია კლუბი
  153. მედია ომბუდსმენი
  154. მედია ცენტრი კახეთი MCK
  155. მედიაორგანიზაცია „პუბლიკა“
  156. მედიაჯგუფი “კონფლიქტის ზონა”
  157. მედიის განვითარების ფონდი
  158. მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი “მედიახმა”
  159. მედიის ინსტიტუტი
  160. მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
  161. მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა
  162. მთის თემი
  163. მთისა
  164. მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
  165. მოძრაობა ”სირცხვილია” / Shame movement
  166. მოძრაობა-ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის
  167. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
  168. მუხრანის საინიციატივო ჯგუფი
  169. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი
  170. მშობლები განათლებისთვის
  171. მცხეთა-მთიანეთია რეგიონული ჰაბი
  172. მწვანე ალტერნატივა
  173. მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
  174. ნაამბობი
  175. ნაბიჯი ხარაგაული
  176. ნაზარლოს სათემო ცენტრი
  177. ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრი
  178. ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  179. ოპიოდოკი
  180. ორბელიანი საქართველო
  181. ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი (COSDP)
  182. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
  183. პარტნიორები-საქართველო
  184. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  185. პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის – პსკ
  186. პირველი ევროპელი
  187. პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის/PNO
  188. პლატფორმა სალამ
  189. პრევენცია პროგრესისთვის
  190. პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია
  191. პროგრესის ცენტრი
  192. პროდემოსი / Endowment “ProDemos”
  193. პროიუზ საქართველო
  194. პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
  195. ჟურნალისტთა კავშირი “ხალხის ხმა”
  196. ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის
  197. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი
  198. რეალური ხალხი, რეალური ხედვა
  199. რეგიონის განვითარების ცენტრი
  200. რეგიონული ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალი”
  201. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
  202. რეგისტრირებული კავშირი „საქართველოს ბავშვები”
  203. რეპროდუქციული განათლების ჰაბი
  204. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
  205. რუსეთის კვლევის ცენტრი
  206. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  207. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  208. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო
  209. საზოგადოება ბილიკი
  210. საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი
  211. საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”
  212. საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
  213. სათემო განვითარების პლატფორმა
  214. სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი
  215. სათემო ფონდი ლელი
  216. საინიციატივო ჯგუფი – აქტიური მოქალაქეობის აკადემია
  217. საინიციატივო ჯგუფი “როდემდე”
  218. საინფორმაციო სააგენტო speqtri.ge
  219. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
  220. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  221. სამეგრელოს ხმა
  222. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”
  223. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  224. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
  225. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი
  226. სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია
  227. სამოქალაქო განათლებისა და განვითარების ცენტრი
  228. სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა
  229. სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი
  230. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
  231. სამოქალაქო მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში”
  232. სამოქალაქო მოძრაობა “შენმოქმედი”
  233. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  234. სამოქალაქო მოძრაობა ტალღა
  235. სამოქალაქო პლატფორმა – ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის
  236. სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის
  237. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  238. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  239. სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი
  240. სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
  241. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  242. სამცხე-ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის
  243. სამხრეთის კარიბჭე
  244. საორსა
  245. სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
  246. საფარი
  247. საქართველო – დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
  248. საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია
  249. საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდობის კავშირი
  250. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  251. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  252. საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია
  253. საქართველოს ბავშვები
  254. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  255. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
  256. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  257. საქართველოს ევროპული ორბიტა
  258. საქართველოს ეროვნული ფონდი
  259. საქართველოს ეს ო ეს ბავშვთა სოფელი
  260. საქართველოს კარიტასი
  261. საქართველოს კინოინსტიტუტი
  262. საქართველოს მედია-კლუბი
  263. საქართველოს მომავლის აკადემია
  264. საქართველოს პენცენტრი
  265. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  266. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  267. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  268. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია
  269. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  270. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
  271. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW)
  272. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი
  273. საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია GABP
  274. საქართველოს უდიები
  275. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
  276. საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი
  277. საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფედერაცია ” აღორძინება 2002 “
  278. საქართველოს შეფასების საზოგადოება
  279. სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ნაკრესი
  280. სდექ მცხეთა_მთიანეთის კომიტეტი
  281. სენტირე
  282. სექტორი 3
  283. სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი
  284. სოლიდარობის თემი
  285. სოლიდარობის ცენტრი
  286. სოფელ კახათის სათემო განათლების და გაძლიერების ცენტრი
  287. სოფლის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი – ლილიფარი
  288. სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის
  289. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS)
  290. სოციალურ საწარმოთა ალიანსი
  291. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი
  292. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  293. სოციალური საწარმო გუმბათი
  294. სოციალური საწარმო თავისუფალი სივრცე
  295. სტუდენტურ- ახალგაზრდული სათათბირო
  296. სტუდია მონიტორი
  297. სწავლებისა და კვლევების ცენტრი
  298. ტოლერანტი
  299. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  300. ტრანსგენდერი კაცების საინიციატივო ჯგუფი “ჩვენი კლუბი”
  301. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
  302. უნივერსალთა ლიგა
  303. ურბანული განვითარების ინსტიტუტი
  304. უფლებები საქართველო
  305. ფემეა
  306. ფემინა
  307. ფემინსტური ინიციატივების ფონდი
  308. ფონდი აფხაზინტერკონტი
  309. ფონდი ტასო
  310. ფრანკლინის კლუბი
  311. ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი
  312. ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი
  313. ფუსფუსი – შენი უსაფრთხო სივრცე
  314. ქალები თავისუფლებისთვის
  315. ქალები რეგიონიდან საზოგადოების განვითარებისთვის
  316. ქალები რეგიონის განვითარებისათვის
  317. ქალები საქართველოდან
  318. ქალები საერთო მომავლისთვის (WCF) - საქართველო
  319. ქალები ცვლილებებისათვის
  320. ქალთა ასოციაცია “ვაკეთოთ ერთად”
  321. ქალთა ასოციაცია გვირილა
  322. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  323. ქალთა ლიგა
  324. ქალთა ორგანიზაცია-კავშირი “პაროს”
  325. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
  326. ქალთა სათემო რადიო WW
  327. ქალთა სოლიდარობის ცენტრი
  328. ქალთა ფონდი “სოხუმი”
  329. ქალთა ფონდი საქართველოში
  330. ქალი და განვითარება
  331. ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი
  332. ქართული მედია ჯგუფი
  333. ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge
  334. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
  335. ქვიარ ასოციაცია – თემიდა
  336. ქუთაისი პოსტი
  337. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
  338. ქურთულ-ქართული სოციო-კულტურული პლატფორმა
  339. ღია სახლი
  340. ღია სივრცე კავკასია (COS)
  341. ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრი
  342. ყვარლის ევროკლუბი
  343. შავი ზღვის აკადემია
  344. შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი
  345. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი
  346. შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი”
  347. შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი”
  348. შშმ ქალთა ალიანსი
  349. ჩართულობის და განვითარების ცენტრი
  350. ჩემი იმერეთი
  351. ჩემი ქალაქი მკლავს
  352. ჩემი ხარაგაული
  353. ჩვენ განათლებისთვის
  354. ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  355. ციფრული ტექნოლოგიების სააგენტო Neo Tv
  356. ციხის საერთაშორისო რეფორმა
  357. ცოდნის კაფე
  358. ცოდნის ძალა
  359. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
  360. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT
  361. წერტილი
  362. წითელი ხიდი
  363. ჭავჭავაძის ცენტრი
  364. ჯანსაღი მომავალისათვის
  365. ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD)
  366. ჰეპა პლიუსი
  367. ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი
  368. Ad Hoc რეაგირების ცენტრი
  369. ALEKSIDZE CENTRE
  370. Animal Project (პროექტი ცხოველებისთვის)
  371. Breath Georgia
  372. Caucasus Principium
  373. CENN
  374. Centre Empathy
  375. Child Welfare League
  376. Civic Integration Foundation
  377. Community Foundation Together for Telavi
  378. Democracy Research Institute
  379. Divine Child Foundation OF Georgia
  380. DW Akademie
  381. EECMD
  382. Emdr Georgia
  383. EveryWay
  384. ge/ფაქტ-მეტრი
  385. FirstNews ge
  386. Georgian Students for Liberty
  387. Georgian Women’s Action Group Toronto
  388. GIPA
  389. GRC
  390. GrlzWave
  391. Gundelik
  392. IBDIPC
  393. Ifact
  394. Innovation and Civic Development Center – progress house
  395. JAMnews
  396. Kunsthalle Tbilisi
  397. LibMod
  398. LiMPoPo
  399. Mindworks
  400. On.ge
  401. Netgazeti.ge
  402. PDI
  403. Pen Georgia
  404. Promote Georgia
  405. Public Policy Teaching Center (PPTC)
  406. Save the Children International
  407. TV მონიტორინგი
  408. WeResearch
  409. Women for Freedom
  410. Zaxis

"ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველოს" განცხადება

*SEE THE TEXT IN ENGLISH BELOW*

ორგანიზაცია “ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო” ეხმიანება ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირაში განვითარებული მოლენებს, რომლებიც მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, თანასწორობისა და თანაბარი ჩართულობის პრინციპებს და მიზანმიმართული საბოტაჟია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

2024 წლის 22 მარტს, პოლიტიკური პარტია “გირჩის” ინციატივითა და მმართველი პარტიის მხარდაჭერით, პარლამენტმა 4 აპრილს დაჩქარებული წესით, კონსულტაციებისა და განხილვების გარეშე, გააუქმა სავალდებულო გენდერული კვოტები, რაც 2032 წლამდე უზრუნველყოფდა ქალთა სრულ და ეფექტური მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა სახელმწიფოს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობა, თანასწორობის, მშვიდობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გარანტიაა. აღნიშნული კანონპროექტის განხილვას პარლამენტარების - ვახტაგ მეგრელიშვილის, ბექა ოდიშარიასა და ირაკლი ზარქუას - მხრიდან მიზოგინური და სექსისტური კომენტარები ერთვოდა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა ის მტრული და ზიზღით სავსე გარემო, რაც ქალებს გადაწყვეტილების მიმღებ პროცესებში ჩართულობისას ხვდებათ. 

ქალთა სათანადო წარმომადგენლობა პოლიტიკაში და მათი მონაწილეობა სახელმწიფოს უმაღლეს არჩევით ორგანოებში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, პარლამენტში მათი ეფექტური მუშაობისა და ქალთა ჯგუფების საჭიროებებთან შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების აუცილებელი წინაპირობაა. გენდერული თანასწორობა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის  განსაზღვრულ 12 პირობათაგან ერთ-ერთი იყო. აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს განსაკუთრებული ზომები კაცების და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმებასთან ერთად, ბოლო დღეებში პარლამენტში კიდევ ორი კანონპროექტი - “ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა” და ე.წ. “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” შესახებ - დაინიცირდა. 

ლგბტქ+ თემი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია საქართველოში და ხშირად ხდება სხვადასხვა თავდასხმებისა და პოლიტიკური ინსტუმენტალიზაციის საგანი სხვადასხვა მართული რადიკალური ჯგუფებისა თუ პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ამგვარ ვითარებაში, ხელისუფლება ნაცვლად მათი დაცვის და თანასწორობის უზრუნველყოფისა, აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებით, პირდაპირი გზით უზღუდავს მათ სიტყვის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ახალისებს ქვიარ თემის ჩაგვრას და საფრთხის ქვეშ აყენებს მათი წევრების უსაფრთხოებას და სამოქალაქო უფლებებს. მსგავსი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და ანტი-დისკრიმინაციულ კანონს. აღსანიშნავია, რომ ამ კანონის ანალოგს ვხვდებით რუსეთში, სადაც ლგბტქ+ თემს ბოლო წლების განმავლობაში სრულად აქვს შეზღუდული თავისი სამოქალაქო უფლებები და ყოველდღიურ ფიზიკურ საფრთხესთან უწევთ გამკლავება.

უდიდეს საფრთხეს და ქვეყნისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” კანონპროექის ხელახალი ინიცირება. 2023 წლის მარტში აღნიშნული კანონპროექტის განხილვებს მოჰყვა ფართომასშტაბიანი აქციები, რომლებიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლებამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია საზოგადოების ორგანიზებასა და კონსესუსს და კანონპროექტი უკან გაიწვია, იმ დათქმით, რომ მისი განხილვა აღარ განიხილებოდა. თუმცა, მათ პირობა დაარღვიეს და მმართველმა პარტიამ კვლავ დააინიცირა იგივე კანონი. აღსანიშნავია, რომ ამ კანონს არც შარშან და არც წელს, საქართველოს არცერთი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა მხარს არ უჭერს. აღსანიშნავია, რომ შარშან, რუსული კანონის ავტორიტარულ ხასიათსა და დემოკრატიასთან შეუსაბამობაზე  განაცხადეს ევროკავშირის, გაეროს, ნატოს, ეუთოს, აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა და კანონის გაწვევის შემდეგ კი, ღიად მიულოცეს ქართველ ხალხს ეს გამარჯვება. 

აღნიშნული კანონპროექტი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოში მომუშავე თავისუფალ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ ქვეყნის თანასწორუფლებიანი, ინკლუზიური და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის და ყველა იმ ადამიანს, რომელიც სარგებლობს იმ სერვისებით, რომლებიც სწორედ ამ ორგანიზაციების მუშაობის შედეგად არის უზრუნველყოფილი.

მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები მიმართულია საზოგადოების გახლეჩის, პოლარიზების, მოწყვლადი თემების მარგინალიზაციისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები და დაიცვას კონსტიტუცია, უზრუნველყოს თანასწორობა და ხელი შეშალოს საზოგადოების პოლარიზებას განსაკუთრებით მომავალი არჩევნების ფონზე.

 

-

The Organization “Women Engage for a Common Future (WECF) - Georgia” responds to the events concerning the deterioration of civil rights that took place in Georgia over the past few weeks. These events, in the organization’s view, stand in contradiction to the Constitution of Georgia, the fundamental principles of equality and equal participation, and represent an effort to disrupt the country’s trajectory towards European integration.

On March 22, 2024, at the behest of the political party “Girchi'' and with the endorsement of the ruling party, the Parliament abolished mandatory gender quotas on April 4 in an accelerated manner, foregoing any consultations and discussions. This action, adopted in 2018? as a result of tireless advocacy by the women movement, previously ensuring women’s full and effective participation in political processes until 2032, undermines a fundamental tenet of sustainable state development and ensures the principles of equality, peace, and the fortification of democratic institutions. The hearing of the bill was marred by misogynistic and sexist remarks made by parliamentarians, namely Vakhtang Megrelishvili, Beka Odisharia, and Irakli Zarkua underscoring once again the hostile and contemptuous environment in which women are confronted when engaging in decision-making processes.  

The adequate representation of women in politics and their involvement in the highest elected bodies of the state, both centrally and locally, constitute essential prerequisites for their effective engagement in parliamentary affairs and the establishing of policies tailored to the requirements of women’s groups. Gender equality stands as one of the twelve conditions outlined by the European Commision for Georgia. The aforementioned decision contravenes the amendments instituted in the Constitution of Georgia in 2017, which emphasize the state’s affirmative duty to implement specific measures ensuring the fundamental equality of men and women and the eradication of inequality. 

Along with the abolition of mandatory gender quotas, in the past few days two more draft laws have been introduced that we are deeply concerned about: the “Anti-LGBT Propaganda Law” and the so-called “Law on Agents of Foreign Influence”.

The LGBTQ+ community in Georgia stands as one of the most vulnerable groups, frequently targeted by various extremist, radical groups or political parties for political manipulation. In this precarious climate, rather than ensuring their protection and equal treatment, the government's introduction of the aforementioned law directly curtails their freedom of speech, assembly, and expression. This perpetuates oppression against the queer community and jeopardizes the safety and civil rights of its members. Such actions starkly oppose the tenets of the country’s constitution and anti-discrimination legislation. It is noteworthy that a similar law exists in Russia, where LGBTQ+ community has seen a complete erosion of their civil rights in recent years, enduring daily physical threats as well.

The reintroduction of the so-called “Law on Agents of Foreign Influence” poses the most significant threat and represents a regressive step for the country. In March 2023, discussions surrounding this draft law were met with widespread protests, subsequently quelled by the “Georgian Dream” government through the use of force. Despite several assurances, the government yielded to public demand and withdrew the law, pledging not to reconsider it. However, this promise has been violated as the ruling party has once again initiated the same legislation. It is important to highlight that none of Georgia’s allies or partner countries supported this law either last year or during its reintroduction this year. Notably, representatives from the EU, UN, NATO, OSCE, USA and other international partners denounced the authoritarian nature of the so-called “Russian Law” and its incompatibility with democratic principles. Following the withdrawal of the law, they openly commended the Georgian people on this achievement.  

The aforementioned law poses a threat to the freedom of the media and non-governmental organizations operating in Georgia. Those have dedicated years to fostering an egalitarian, inclusive and democratic society in the country, benefiting countless individuals who rely on their services. 

We are concerned that the aforementioned laws are aimed at fostering societal division, polarization, and the marginalization of vulnerable communities, thereby impeding the country’s democratic progress. We urge the Government of Georgia to fulfill its obligations by safeguarding the Constitution, promoting equality, and preventing societal polarization, particularly in anticipation of the forthcoming elections. 

 


„ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)" საქართველოს ოფისში ბუღალტრის ვაკანსიაა

"ქალები საერთო მომავლისთვის" (WECF) საქართველოს ოფისი ეძებს ბუღალტერს.

თუ ხარ ეკოფემინისტი და გსურს შენი წვლილი შეიტანო გენდერული თანასწორობის მიღწევაში, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა! შესაძლებლობა გაქვს, შემოუერთდე ეთიკურ და ურთიერთპატივისცემაზე ორიენტირებულ გუნდს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა;
** საბანკო ოპერაციების განხორციელება (ხელფასის, დაზღვევის, საპენსიო და საშემოსავლო შენატანის გადარიცხვა)
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება ბუღალტრულ პროგრამა "ორისში" ფინანსური ანგარიშების მომზადება სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისთვის;
** ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარებების მომზადებაში თანამონაწილეობა;
** მონაწილეობის მიღება მიმდინარე და სამომავლო შემოსავლის შიდა ხარჯთაღრიცხვებში სხვადასხვა პროექტის მიხედვით; ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის შესახებ გუნდის ინფორმირება;
** ორგანიზაციის ხარჯების დაგეგმარებისა და პროექტების ბიუჯეტირებაში თანამონაწილეობა;
** ყოველთვიურად შემოსავლების სამსახურში თვის განაცემების/საშემოსავლო დეკლარაციების წარდგენა;
** პროექტებში დასაქმებულ პირთა საპენსიო შენატანების დეკლარირება სსიპ საპენსიო სააგენტოში/საპენსიო ფონდში;
** ყოველკვარტალურად საქ.სტატსთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები და კომპეტენცია

** სავალდებულოა მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება არასამთავრობო სექტორში ბუღალტრისა ან ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე, მინიმუმ 100. 000 ევროს მართვის გამოცდილებით;
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** RS.GE-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** საქართველოს და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების და წესების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის საშუალო დონე (ვერბალური და წერილობითი);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** ეკოფემინისტური ღირებულებების გაზიარება და პატივისცემა;

სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული
სამუშაო დრო: 16 საათი კვირაში
ანაზღაურება: 640 ევროს ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით)
100%-იანი ჯანმრთელობის დაზღვევა

მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: wecfgeorgia@gmail.com. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 3 აპრილი, 2024 წელი
მუშაობის დაწყების თარიღი: 1 მაისი

გისურვებთ წარმატებას!

ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) არის საერთაშორისო ფემინისტური ორგანიზაცია, რომელიც 150-ზე მეტ ქალთა უფლებებზე, ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციას აერთიანებს 50 ქვეყანაში. WECF-ის საქართველოს ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მუშაობს და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს გენდერულ თანასწორობასთან, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს. ორგანიზაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდებზე: https://www.wecf.org და https://www.wecf.ge/


პროექტის "ქალთა ძალა" შემაჯამებელი ღონისძიება

*FOR ENGLISH SCROLL DOWN*

15 დეკემბერს პროექტის "ქალთა ძალა ინკლუზიისთვის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტს 2021 წლიდან ახორციელებდა "ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. პროექტის ფარგლებში:

  • გაიცა 60-მდე გრანტი ახალგაზრდული ინიციატივების დასაფინანსებლად;
  • განხორციელდა 30 სათემო ინიციატივა;
  • ჩატარდა ტრენინგები გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებზე;

 

პროექტი, რომელსაც 2021 წლიდან ახორციელებს „ქალები საერთო მომავლისათვის საქართველო (WECF)“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - ქალთა ფონდი საქართველოში, ქალი და რეალობა, უხუცეს ქალთა საბჭო, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი და რაჭის სათემო ორგანიზაცია, ითვალისწინებდა კახეთში, გურიაში, იმერეთსა და რაჭაში ქალების გაძლიერებას, მათ პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის ხელშეწყობისთვის მეტად ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობას.
***
On December 15th, the final event of the "Women's Power for Inclusion" project took place. This initiative was launched in 2021 by "Women for a Common Future (WECF) - Georgia," in collaboration with partner organizations. The project encompassed the following achievements:
  • Over 60 grants were allocated to fund young initiatives;
  • 30 community initiatives implemented;
  • Training sessions on gender roles and stereotypes conducted.

 

These are some of the achievements of the EU-funded project implemented by WECF at its closing event. The project, which has been implemented since 2021 by "Women for a Common Future Georgia (WECF)" together with partner organizations - Women's Fund in Georgia, Women and Reality, Elder Women’s Council, Young Pedagogues' Union and Racha Community Organization - has been working diligently in Kakheti, Guria, Imereti, and Racha to empower women and promote political and economic participation for a more inclusive Georgian society.

„საქართველოში შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა“ - კვლევის პრეზენტაცია

*FOR ENGLISH SCROLL DOWN*
22 ნოემბერს, 10:30 საათზე, სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ (შოთა რუსთაველი გამზ. 29, თბილისი), გაიმართება ახალი კვლევის წარდგენა: „საქართველოში შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა“.
კვლევა განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
კვლევის ავტორები: მარიამ (მეკო) ჩაჩავა, ნინო ზუბაშვილი
კვლევაში განხილულია მრავალმხრივი გამოწვევები, რომლებსაც შრომითი მიგრანტი ქალები საქართველოში დაბრუნებისას აწყდებიან, შესწავლილია ამ გამოწვევების საფუძვლები, აღწერილია შრომითი მიგრანტი ქალების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მხრივ არსებული ბარიერები და მოყვანილია შესაბამისი რეკომენდაციები სხვადასხვა უწყების მიმართ.
კვლევის წარდგენა გაიმართება 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
-
On 22 November, 10:30, at The Biltmore Tbilisi Hotel (29 Shota Rustaveli Ave. Tbilisi), UNDP Georgia and “Women Engage for a Common Future (WECF) – Georgia”, with support from Sweden and the European Union in Georgia, will unveil a comprehensive study shedding light on the challenges encountered by labour migrant women upon their return to Georgia.
This eye-opening research aims to address the pressing social and economic needs of labour migrant women and dismantle barriers hindering their return and successful reintegration.
Authors: Meko Chachava, Nino Zubashvili
The research will be presented as part of this year’s 16 Days of Activism against Gender-Based Violence, showing a shared commitment to addressing and preventing all forms of gender-based discrimination.

პოდკასტის "ჩემი ხმა ისმის?" ახალი სერია!

ჩვენი ხმა ისმის?
კლიმატის ცვლილების გამო, 1980-იანი წლებიდან მზარდია მოსახლეობის მიგრაცია საქართველოს მაღალმთიანეთიდან, განსაკუთრებით აჭარასა და სვანეთიდან. ამ რაიონებში მომხდარმა სტიქიურმა მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინა მაცხოვრებელთა ცხოვრებაზე და აისახა მათ საარსებო პირობებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში სახლების დატოვება 10 000-ზე მეტ მაცხოვრებელს მოუწია, ეკომიგრანტების, განსაკუთრებით კი, ეკომიგრანტი ქალების საჭიროებები და პრობლემები ძირითადად იგნორირებულია.
ჩვენი პოდკასტის შემდეგი, მესამე სერია სწორედ ეკომიგრანტ ქალებს და ამ თემის მკვლევრებს დაეთმობათ. თვალყური გვადევნეთ და გაიგეთ მეტი ეკომიგრაციაზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე და რაც მთავარია, მოუსმინეთ იმ ქალთა ხმას, რომლებიც ამ გამოწვევის წინაშე დადგნენ.
შეგახსენებთ, ჩვენი მოსმენა შეგიძლიათ ყველა პოპულარულ პლატფორმაზე. მოუსმინეთ აქ.