ფემინისტური პოდკასტების სერია – WECF საქართველოს ახალი პროექტი
საერთაშორისო ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” იწყებს ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ფემინისტური პოდკასტების სერიის შექმნას. პროექტი ხელს შეუწყობს ფემინიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების სფეროში საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების შემცირებას. ასევე, შექმნის პლატფორმას ადგილობრივი აქტივისტებისა და ახალგაზრდა ფემინისტებისთვის, რათა ფემინისტური ღირებულებების შესახებ ფართო აუდიტორიას ხმა მიაწვდინონ.
პროექტი ხორციელდება თბილისსა და საქართველოს ორ რეგიონში – გურიაში და კახეთში. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს 7 ადგილობრივი აქტივისტის დატრეინინგებას პოდკასტების შექმნის ტექნიკებზე. ვორქშოფს ჩაატარებს კონსტან ლეონი – რადიო ჟურნალისტი და საფრანგეთის ეროვნული რადიოს „საფრანგეთის საერთაშორისო რადიო (RFI)“ კორესპონდენტი სომხეთში. ასევე, ის არის Jouïr პოდკასტის თანაავტორი.
ვორქშოფის მონაწილეები, ინტენსიური პრაქტიკული სემინარის განმავლობაში, მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პოდკასტების შექმნის შესახებ ტრენინგის გავლის შემდგე, მათ საშუალება მიეცემათ მოამზადონ 5-30 წუთიანი პოდკასტი, ისეთ მრავალფეროვან თემებზე, როგორიცაა:
- ქალის სექსუალობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები;
- ქალთა შრომითი უფლებები, გენდერი და მიგრაცია;
- გენდერი და კლიმატი;
- ფემინიზმის ისტორია საქართველოში;
- გენდერული საკითხების ეთიკური გაშუქების სტანდარტები;
- შშმ ქალები და გენდერი;
- პოლიტიკური ჩართულობა და ამომრჩეველ ქალთა საარჩევნო ძალა;
- რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები და ფემინიზმი;
- ომის გენდერული ასპექტები.
საკითხის ექსპერტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტრენინგს და მოამზადებენ პოდკასტებს, შესაძლებლობა მიეცემათ პროექტში მონაწილეობა მენტორის სტატუსით გააგრძელონ. შერჩეული მენტორები ჩაუტარებენ ტრენინგს 20 ახალგაზრდას კახეთისა და გურიის რეგიონებში (10 ახალგაზრდა თითოეულ რეგიონში), ასწავლიან მათ პოდკასტების შექმნის ტექნიკას და დაეხმარებიან საკუთარი პოდკასტების მომზადებაში.
პროექტის განმავლობაში შეიქმნება 27 პოდკასტი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის იქნება გამიზნული და გამოქვეყნდება შემდეგ პლატფორმებზე: Spotify, iTunes, YouTube და Soundcloud. ასევე, გაზიარდება ორგანიზაციის ვებგვერდის wecf.ge და სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით. პოდკასტები იქნება მოკლე და ადვილად მოსასმენი და შეეხება ისეთ თემებს, რომლებიც საინტერესო და რელევანტურია ახალგაზრდებისა და საზოგადოების სხვა წევრებისთვის. პოდკასტები შეიქმნება ქართულ ენაზე.
პროექტის ხანგრძლივობა: ოქტომებრი, 2022 – ივნისი, 2023
პროექტი ხორციელდება „ქალები საერთო მომვალისთვის (WECF)” საერთაშორისო ოფისის მხარდაჭერით.