ჩვენ შესახებ

,,ქალები საერთო მომავლისთვის” არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც თანამშრომლობს გენდერული თანასწორობისა და დედამიწის გაჯანსაღების მიმართულებებით. Ჩვენი საერთაშორისო ქსელი შედგება 150-ზე მეტი ქალისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისგან, რომლებიც მსოფლიოს 50 ქვეყანაში ახორციელებენ პროექტებს. Ჩვენ გვჯერა, რომ მდგრად მომავალსა და გარემოს სჭირდებათ პრობლემის გადაჭრის ჰოლისტური მიდგომები, რომლებსაც გავლენა ექნებათ ადგილობრივი ადამიანების სიცოცხლის გაუმჯობესებაზე. Ჩვენ გვჯერა პრობლემის მოგვარების ფემინისტური მიდგომების, ჩვენი პარტნიორების ხედვასა და საჭიროებებზე დაყრდნობით. Სწორედ ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ტრანსფორმაციულ გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებს გაძლიერებაზე, რომლებიც დაკაშირებულია კლიმატის ცვლილებასთან, მდგრად გამომუშავებულ ენერგიასა და ქიმიკატებთან, ტოქსიკური ნარჩენების შემცირებასთან, უსაფრთხო წყლითა და სანიტარული უზრუნველყოფით ყველასათვის. Ჩვენი ორგანიზაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა 1994 წელს ნიდერლანდების სამეფოში ,,ქალები ევროპაში საერთო მომავლისთვის” სახელით. 1992 წლის, რიო დე ჟენეიროში, ბრაზილიაში ,,დედამიწის სამიტის” დროს, ქალები ევროპული რეგიონებიდან გაერთიანდნენ რომ შეექმნათ ,,ქალები საერთო მომავლისთვის” ქსელი,  რადგან მათ გააცნობიერეს ქალთა შეუცვლელი როლი მდგრად განვითარებაში, როგორც ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ჩვენი საერთო მომავლის” ანგარიშში იყო განსაზღვრული.

Ჩვენი ფილოსოფია ყოველთვის იყო და არის იმის უზრუნველყოფა, რომ ქალთა და მარგინალიზებულ ჯგუფთა ხმები ყოველთვის იყოს გაგონილი გადაწყვეტილების მიღების მაგიდებთან და მათ გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა და უპირატესობები. Მსგავსმა მიდგომამ, რომელსაც ორმაგი მოქმედება-ადვოკატირების მიდგომა ჰქვია დაგვანახა, რომ ის წარმატებული აღმოჩნდა და გახდა ჩვენი ქსელის ფუნქციონირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. Დღესდღეობით ჩვენ ვმუშაობთ 150-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციასთან და ჩვენი ქსელი ფარავს 50 ქვეყანას. Იმისათვის, რომ უფრო ზუსტად ავსახოთ ჩვენი გლობალური მასშტაბები, 2016 წლიდან ჩვენ გვქვია ,,ქალები საერთო მომავლისთვის”.

,,ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირდა 2015 წლის დასაწყისში და ფუნქციონირებს როგორც ,,ქალები საერთო მომავლისთვის” საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალად. Ორგანიზაცია მუშაობს თბილისიდან და პროექტებს ახორციელებს როგორც სამხრეთ კავკასიის  რეგიონის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ასევე საერთაშორისო ოფისებთან ნიდერლანდების სამეფოში, გერმანიასა და საფრანგეთში.