ცვლილებები ორგანიზაციის მენეჯმენტში

„ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” ოფისის მენეჯმენტში ცვლილებები გვაქვს.

ამიერიდან ორგანიზაციას ანნა სამველთან ერთად იდა ბახტურიძეც უხელმძღვანელებს. ისინი ორგანიზაციის თანადირექტორები იქნებიან.

იდა ბახტურიძე ორგანიზაციასთან 2013 წლიდან თანამშრომლობს და 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ოფისის გენდერული პროგრამების კოორდინატორი იყო.