ქალთა გაძლიერების პროცესში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პოლიტიკის შემუშავების პროცესში თანასწორობის კომპონენტის უგულებელყოფა რჩება. ამას კი ხანგრძლივი უარყოფითი გავლენა აქვს ქალებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების კეთილდღეობაზე. ქალებს, კაცებთან შედარებით, შეზღუდული წვდომა და კონტროლი აქვთ საჭირო რესურსებზე, ეს შეზღუდვა კი არის ერთდროულად სისტემურიც და კულტურულიც.

სწორედ ამიტომ, ჩვენი, როგორც ფემინისტური ორგანიზაციის, საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობაა. ჩვენი მიზანია ქალების და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების ეკონომიკური, სოციალური და ინფორმაციული გაძლიერება როგორც საქართველოში, ისე – სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ორგანიზაცია ასევე მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და ამით გენდერული თანასწორობის იდეის ხელშეწყობას.

ამ მიმართულებით WECF-ის საქართველოს ოფისს არაერთი დასრულებული და მიმდინარე პროექტი აქვს, რომელთა შესახებაც დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ქვემოთ გაეცნოთ.

პროექტები

ინკლუზიური მომავალი: ქალების, ახალგაზრდების და უმცირესობების გაძლიერება ცვლილებებისთვის

პროექტის „ინკლუზიური მომავალი: ქალების, ახალგაზრდების და უმცირესობების გაძლიერება ცვლილებისთვის“, რომელსაც ორგანიზაცია  “ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო”, ადგილობრივ აქტივისტებთან და სათემო ლიდერებთან ერთად ახორციელებს, მთავარი…

Read More

პროექტი EWA

WECF მხარს უჭერს EWA– ს პარტნიორებს 5000 კაცისა და ქალის (70%) ეკონომიკური თავდაჯერებულობის და პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას დაბალშემოსავლიან სოფლად და ქალაქგარე რეგიონში მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის უნარების გაძლიერების გზით, საერთაშორისო…

Read More

ქალების ძალა ინკლუზიისთვის

,,ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო" 2020 წლიდან ახორციელებს პროექტს ,,ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” (შემოკლებული ვერსიით „ქალების ძალა ინკლუზიისთვის“), რომელიც მიზნად…

Read More