ეთიკური მედია გაშუქების შესახებ ტრენინგების სერია დასრულდა

ეთიკური მედია გაშუქებისა და ციფრული უსაფრთხოების შესახებ ტრენინგების სერია, რომელიც 2022 წლის 24 ოქტომბერს დაიწყო, დასრულებულია. სერიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვ.) 100-მდე სტუდენტს ტრენინგები ჩაუტარდათ ისეთ თემებზე, როგორიცაა:

  • ფემიციდი და მისი ეთიკური გაშუქების სტანდარტი;
  • ლგბტქ თემის რეპრეზენტაცია მედიაში;
  • ბავშვთა საკითხების გაშუქების სტანდარტი;
  • ძალადობის მსხვერპლთა რეპრეზენტაცია მედიაში და ამასთან დაკავშირებული გამოწვევები;
  • შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები და ამ თემების ეთიკური გაშუქების სტანდარტი.

აღნიშნულ საკითხებზე  სტუდენტებს ტრენერები და მედია ექსპერტები, გამოცემა „ქვიარის" მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე,და მედია ჰოლდინგ "კომერსანტის" დირექტორი, თეონა ცხომელიძე, ესაუბრნენ. ხოლო ციფრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ტრენინგი კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტმა, ნინო გამისონიამ ჩაატარა.

 

ტრენინგები ჩატარდა ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“  და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.

 

 

 


საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ეთიკურ მედია გაშუქებაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

2022 წლის 15 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტში სხვადასხვა აკადემიური საფეხურის სტუდენტებისთვის „ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველომ” ჩაატარა ტრენინგი გენდერული საკითხების ეთიკურ გაშუქებასთან დაკავშირებით.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

1. ფემიციდი და მისი ეთიკური გაშუქების სტანდარტი;
2. ლგბტქ თემის რეპრეზენტაცია მედიაში;
3. ბავშვთა საკითხების გაშუქების სტანდარტი;
4. ძალადობის მსხვერპლთა რეპრეზენტაცია მედიაში და ამასთან დაკავშირებული გამოწვევები;
5. შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები და ამ თემების ეთიკური გაშუქების სტანდარტი.

აღნიშნულ საკითხებზე სტუდენტებს ტრენერი და მედია ექსპერტი თეონა ცხომელიძე ესაუბრა.

ამავე ტიპის ტრენინგი ჩაუტარდებათ „ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის” სტუდენტებს.

სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ ონლაინ ტრენინგების ორდღიან სერიაში. დასწრების მსურველმა სტუდენტებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ მოცემულ ბმულზე

ტრენინგების სერიის განმავლობაში მომხსენებლები იქნებიან:

ხატია ღოღობერიძე – ტრენერი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, queer.ge-ს მთავარი რედაქტორი
თეონა ცხომელიძე – ტრენერი, მედია ექსპერტი
ნინო გამისონია – ტრენერი კიბერ უსაფრთხოების საკითხებში

ტრენინგები ტარდება ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.


გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს ეთიკურ მედია გაშუქებაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

2022 წლის 8 ნოემბერს გორში სხვადასხვა აკადემიური საფეხურის სტუდენტებისთვის „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველომ" ჩაატარა ტრენინგი გენდერული საკითხების ეთიკურ გაშუქებასთან დაკავშირებით. 

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • ფემიციდი და მისი ეთიკური გაშუქების სტანდარტი;
  • ლგბტქ თემის რეპრეზენტაცია მედიაში;
  • ბავშვთა საკითხების გაშუქების სტანდარტი;
  • ძალადობის მსხვერპლთა რეპრეზენტაცია მედიაში და ამასთან დაკავშირებული გამოწვევები;
  • შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები და ამ თემების ეთიკური გაშუქების სტანდარტი.

აღნიშნულ საკითხებზე  სტუდენტებს ტრენერი და მედია ექსპერტი თეონა ცხომელიძე ესაუბრა.

ამავე ტიპის ტრენინგი ჩაუტარდებათ „საქართველოს უნივერსიტეტის" და „ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის" სტუდენტებს.

სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ ონლაინ ტრენინგების ორდღიან სერიაში. დასწრების მსურველმა სტუდენტებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ  მოცემულ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=416271&fbclid=IwAR3KHtBLPux-5wvPN0IdzB1eNb31cjWmmfk1fNks5-xwiOXPTJqGU-ae9ok

ტრენინგების სერიის განმავლობაში მომხსენებლები იქნებიან:

  • ხატია ღოღობერიძე - ტრენერი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, queer.ge-ს მთავარი რედაქტორი
  • თეონა ცხომელიძე - ტრენერი, მედია ექსპერტი
  • ნინო გამისონია - ტრენერი კიბერ უსაფრთხოების საკითხებში

ტრენინგები ტარდება ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“  და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.

 


პროექტი SENSE

ევროპას  სჭირდება უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს მეცნიერებასთან დაკავშირებულ სექტორებში. ევროპული უნარების დღის წესრიგის მიხედვით, მხოლოდყოველი მეხუთე ახალგაზრდა იღებს უმაღლეს განათლებას STEAM-ის დარგში“, სადაც ქალების რაოდენობა მამაკაცების რაოდენობაზე 50% ნაკლებიაევროპას, ასევე, სჭირდება მეცნიერების მცოდნე საზოგადოება და გამოცდილი მუშახელი, რათა წარმატებით გაუმკლავდეს გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს, ისწავლოს ციფრული ტექნოლოგიების ინფორმირებული გამოყენება და წინააღმდეგობა გაუწიოს დეზინფორმაციას და ყალბი ამბების კამპანიებს.

SENSE. პროექტი მიზნად ისახავს გაზარდოს საზოგადოების ინტერესი მეცნიერებისადმი, ხელოვნებისა და ესთეტიკის კომბინირების გზით STEAM განათლებაში, შეცვალოს თუ როგორ ისწავლება STEAM საგნები ევროპაში. Horizon Europe-ის მიერ დაფინანსებული ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის, 17 წევრისგან შემდგარი კონსორციუმი აერთიანებს ევროპის 14 ქვეყანას. კონსორციუმი შედგება ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან, კვლევითი ცენტრებისგან, ბიზნესებისგან, პოლიტიკის შემქმნელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან; წევრების ექპერტიზა ფართოა და მოიცავს მდგრადობას, გენდერულ მგრძნობელობას, ციფრულ ტექნოლოგიებს, ჯანმრთელობას, სამუშაო მზადყოფნას, ხელოვნებასა და დიზაინს.

პროექტი მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო საგზაო რუკის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერებისა და სამეცნიერო განათლების მქონე მოქალაქეებისა და პროფესიონალების ჩამოყალიბებას. ასევე, ხაზს უსვამს მიმდინარე სამეცნიერო განათლების მოძველებულ აღქმებს თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს მეცნიერება, წარმოაჩენს დარგთან დაკავშირებულ გენდერულ სტერეოტიპებს, და მიზნად ისახავს ხელოვნების, სოციალური ინკლუზიისა და სივრცითი დიზაინის, როგორც მისი ძირითადი კომპონენტების ინტეგრირებას.  SENSE. დააარსებს 13 "STEAM ლაბორატორიასმთელ ევროპაში, რათა განავითაროს და შეაფასოს 'SENSE.-ის მიდგომა'  STEAM საგნებისადმი და ასევე, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, მასწავლებლებთან, ბიზნესთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.

პროექტს საქართველოში ახორციელებს WECF საქართველო.  საქართველოში გოგონები და ქალები აწყდებიან ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის მათ კარიერულ განვითარებას STEM-ს დარგში. ეს ბარიერები გამოწვეულია საზოგადოებაში არსებული კულტურული და გენდერული სტერეოტიპებით, განყენებული ცნებებითა და კაცის მიერ სამუშაო გარემოს დომინირებით. ამგვარად, ეს პროექტი საქართველოს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას განავითაროს ახალი მეთოდები STEAM განათლების ხელშეწყობისთვის სკოლებსა და საზოგადოებაში, სივრცეებისა და კავშირების შექმნით და 13-დან ერთ-ერთი „STEAM ლაბორატორიის" განხორციელებით. ეროვნული დიალოგი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს საქართველოში „STEAM განათლების ახალი ევროპული რუკა“ 2023 წლის ბოლოდან შევა აქტიურ ფაზაში. ევროპის მასშტაბით, WECF საქართველო პასუხისმგებელია  პროექტის ყველა ასპექტში გენდერული კომპონენტის ინტეგრირებაზე. 

„STEAM Education-ის ახალი ევროპული საგზაო რუკა“ არის STEAM-ის სწავლების ახალი მეთოდი მომავალი განმანათლებლებისა და მოსწავლეების მხარდასაჭერად - იქნება ეს კლასში, მუზეუმში თუ საბურღ მოწყობილობაზე. შეიქმნება ციფრული ცენტრი, სადაც ყველა ასაკისა და წარმომავლობის პრაქტიკოსებს ევროპის მასშტაბით წვდომა ექნებათ აპრობირებულ საგანმანათლებლო პრაქტიკაზე, რათა გაზარდონ მათი ჩართულობა STEAM განათლებაში. 

პროექტი 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და ის სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.


ევროპულმა მულტიდისციპლინურმა კონსორციუმმა STEAM განათლების საგზაო რუკის შემუშავებისთვის ევროკავშირის დაფინანსება მიიღო

ევროპული უნარების დღის წესრიგის მიხედვით, მხოლოდყოველი მეხუთე ახალგაზრდა იღებს უმაღლეს განათლებას STEM-ის დარგში, სადაც ქალების რაოდენობა კაცებისაზე 50%-ით ნაკლებია

SENSE. პროექტი მიზნად ისახავს გაზარდოს საზოგადოების ინტერესი მეცნიერებისადმი, ხელოვნებისა და ესთეტიკის კომბინირების გზით STEAM განათლებაში, ასევე, შეცვალოს  STEAM საგნების სწავლების მეთოდები ევროპაში. Horizon Europe-ის მიერ დაფინანსებული ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის 17 წევრისგან შემდგარი კონსორციუმი აერთიანებს ევროპის 14 ქვეყანას. კონსორციუმი შედგება ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან, კვლევითი ცენტრებისგან, ბიზნესებისგან, პოლიტიკის შემქმნელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან; წევრების ექპერტიზა ფართოა და მოიცავს მდგრადობას, გენდერულ მგრძნობელობას, ციფრულ ტექნოლოგიებს, ჯანმრთელობას, სამუშაო მზადყოფნას, ხელოვნებასა და დიზაინს.

პროექტს საქართველოში ახორციელებს „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო“.  საქართველოში გოგოები და ქალები აწყდებიან ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის მათ კარიერულ განვითარებას STEAM-ის დარგში. ეს ბარიერები გამოწვეულია საზოგადოებაში არსებული კულტურული და გენდერული სტერეოტიპებით, განყენებული ცნებებითა და სამუშაო გარემოში კაცების დომინირებით. ამგვარად, ეს პროექტი საქართველოს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, განავითაროს ახალი მეთოდები STEAM განათლების ხელშეწყობისთვის სკოლებსა და საზოგადოებაში, სივრცეებისა და კავშირების შექმნით და 13-დან ერთ-ერთი „STEAM ლაბორატორიის" განხორციელებით. ეროვნული დიალოგი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს საქართველოში „STEAM განათლების ახალი ევროპული რუკა“ 2023 წლის ბოლოდან შევა აქტიურ ფაზაში. ევროპის მასშტაბით, WECF საქართველო პასუხისმგებელია  პროექტის ყველა ასპექტში გენდერული კომპონენტის ინტეგრირებაზე. 

პროექტი 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და ის სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება Horizon Europe-ის ფინანსური მხარდაჭერით.


პროექტი „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში”

„ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო” მედიის განვითარების ფონდთან (საქართველო) და კვლევით - საკონსულტაციო ორგანიზაციასთან - „სოციოსკოპი” (სომხეთი) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს - „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, „სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა. 

პროექტი მიზანად ისახავს, მხარი დაუჭიროს კავკასიის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლას პლურალიზმისთვის , რაც მდგარდი განვითარების მე-5 და მე-16 პუნქტების ხელშეწყობას ითვალისწინებს. კავკასიის რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მჭიდრო თანამშრომლობის განსაკუთრებული საჭიროებაა მედიასთან, გენდერულ ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოებებთან. პროექტის მთავარი მიზანია გააძლიეროს თანამშრომლობა გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და მედიებს შორის, კავკასიის რეგიონსა და გერმანიაში, რომ ერთობლივად დაუპირისპირდნენ ანტიგენდერულ დეზინფორმაციას და მოძებნონ მათი თავიდან აცილების გზები.

კავკასიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში მზარდი საინფორმაციო ომებისა და ამჟამინდელი სოციალურ-პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით,  აღნიშნული პროექტიის  მიზანია გავაზიაროთ საინფორმაციო ინსტრუმენტები, ეთიკური მედიაგაშუქების პრაქტიკები და შევიმუშავოთ სტრატეგიები ყალბი ამბების, ანტიგენდერული კამპანიებისა და მოწყვლადი ჯგუფებისადმი მიზანმიმართული ონლაინ თავდასხმების წინააღმდეგ.

პროექტის ფარგლებში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები და მედიის წარმომადგენლები გაივლიან ტრენინგს ეთიკური, ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე მედია გაშუქების, ფაქტების შემოწმებისა და წყაროს გადამოწმების მნიშვნელობაზე. (მომავალი) ჟურნალისტებისთვის შეიქმნება ეთიკური გაშუქების გზამკვლევი, რომელიც აღწერს თუ როგორ გააშუქონ ქალების, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების საკითხები. გარდა ამისა, ჟურნალისტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის მომზადდება საინფორმაციო ვიდეორგოლები, რომლებიც გაიზიარებენ ეთიკური გაშუქების ძირითად სტანდარტებს.

პარტნიორები, „სოციოსკოპი" და „მედიის განვითარების ფონდი", განახორციელებენ კვლევასა და მედია მონიტორინგს ეთიკური გაშუქების შესახებ საქართველოსა და სომხეთში. შედეგები იქნება წარმოდგენილი და გაანალიზებული რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც უმასპინძლებს რეგიონული მედიის მენეჯერებს, ადგილობრივ და რეგიონულ ორგანიზაციებს, რათა გაცვალონ სტრატეგიები და ხედვები პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სხვადასხვა მედია პლატფორმებისა და ორგანიზაციების წახალისება, ასევე მათი ეთიკური და გენდერულად მგრძნობიარე მედია პროდუქტების მხარდაჭერა. ამიტომ, „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო", უკვე მეორედ მოაწყობს მედია დაჯილდოებას #მედიათანასწორობისთვის 2022, რათა ხელი შეუწყოს და წაახალისოს გენდერულად მგრძნობიარე, ინკლუზიური და ეთიკური მედია გაშუქება ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, ბლოგერებს, მედია პლატფორმებს, სოციალური მედიის კონტენტის შემქმნელებსა და მომავალ ჟურნალისტებს შორის.

 

პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი - დეკემბერი 2022

პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.


ფემინისტური პოდკასტების სერია - WECF საქართველოს ახალი პროექტი

საერთაშორისო ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო" იწყებს ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ფემინისტური პოდკასტების სერიის შექმნას. პროექტი ხელს შეუწყობს ფემინიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების სფეროში საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების შემცირებას. ასევე, შექმნის პლატფორმას ადგილობრივი აქტივისტებისა და ახალგაზრდა ფემინისტებისთვის, რათა ფემინისტური ღირებულებების შესახებ ფართო აუდიტორიას ხმა მიაწვდინონ.

პროექტი ხორციელდება თბილისსა და საქართველოს ორ რეგიონში - გურიაში და კახეთში. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს 7 ადგილობრივი აქტივისტის დატრეინინგებას პოდკასტების შექმნის ტექნიკებზე. ვორქშოფს ჩაატარებს კონსტან ლეონი - რადიო ჟურნალისტი და საფრანგეთის ეროვნული რადიოს „საფრანგეთის საერთაშორისო რადიო (RFI)“ კორესპონდენტი სომხეთში. ასევე, ის არის Jouïr პოდკასტის თანაავტორი.

ვორქშოფის მონაწილეები, ინტენსიური პრაქტიკული სემინარის განმავლობაში,  მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პოდკასტების შექმნის შესახებ   ტრენინგის გავლის შემდგე, მათ საშუალება მიეცემათ მოამზადონ 5-30 წუთიანი პოდკასტი, ისეთ მრავალფეროვან თემებზე, როგორიცაა: 

  • ქალის სექსუალობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები;
  • ქალთა შრომითი უფლებები, გენდერი და მიგრაცია;
  • გენდერი და კლიმატი;
  • ფემინიზმის ისტორია საქართველოში;
  • გენდერული საკითხების ეთიკური გაშუქების სტანდარტები; 
  • შშმ ქალები და გენდერი;
  • პოლიტიკური ჩართულობა და ამომრჩეველ ქალთა საარჩევნო ძალა; 
  • რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები და ფემინიზმი;
  • ომის გენდერული ასპექტები.

საკითხის ექსპერტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტრენინგს და მოამზადებენ პოდკასტებს,  შესაძლებლობა მიეცემათ პროექტში მონაწილეობა მენტორის სტატუსით გააგრძელონ. შერჩეული მენტორები ჩაუტარებენ ტრენინგს 20 ახალგაზრდას კახეთისა და გურიის რეგიონებში (10 ახალგაზრდა თითოეულ რეგიონში), ასწავლიან მათ პოდკასტების შექმნის ტექნიკას და დაეხმარებიან საკუთარი პოდკასტების მომზადებაში. 

პროექტის განმავლობაში შეიქმნება 27 პოდკასტი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის იქნება გამიზნული და გამოქვეყნდება შემდეგ პლატფორმებზე: Spotify, iTunes, YouTube და Soundcloud. ასევე, გაზიარდება ორგანიზაციის ვებგვერდის wecf.ge და სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით. პოდკასტები იქნება მოკლე და ადვილად მოსასმენი და შეეხება ისეთ თემებს, რომლებიც საინტერესო და რელევანტურია ახალგაზრდებისა და საზოგადოების სხვა წევრებისთვის. პოდკასტები შეიქმნება ქართულ ენაზე.

პროექტის ხანგრძლივობა: ოქტომებრი, 2022 - ივნისი, 2023

პროექტი ხორციელდება „ქალები საერთო მომვალისთვის (WECF)” საერთაშორისო ოფისის  მხარდაჭერით.


არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეარჩიეს სახალხო დამცველობის კანდიდატები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ

საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, გაეროს პარიზის პრინციპების, ვენეციის პრინციპებისა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (CM/Rec(2021)1) მოთხოვნების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევა მოხდეს ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები.

ასევე, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს, პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

ტრადიციულად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყოველთვის მონაწილეობდნენ იმ დისკუსიებსა თუ განხილვებში, რომელსაც სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ითვალისწინებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფართო, წარმომადგენლობითი და დემოკრატიული პროცესისა და კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად შევიმუშავეთ ომბუდსმენობის კანდიდატობის ნომინირების წესი და ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი სახალხო დამცველი.

სამოქალაქო ორგანიზაციები სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს ვუჭერთ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ როგორც კომპეტენტურობის, ისე პიროვნული მახასიათებლების შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:

  • აქვს კომპეტენცია დაიცვას ყველა ადამიანის უფლება და ამ სფეროში მუშაობის, სულ მცირე, 5 წლის გამოცდილება;
  • აკმაყოფილებს დამოუკიდებელობისა და მიუკერძოებელობის პრინციპებს;
  • შეესაბამება უფლებადამცველის საერთაშორისოდ აღირებული განმარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
  • სულ მცირე ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და არ ეკავა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა;
  •  ხასიათდება მაღალი მორალით, რეპუტაციითა და კეთილსინდისიერებით;
  • აქვს მართვისა და თანამშრომლობის უნარები და გამოცდილება, რომელიც ეფუძნება არადისკრიმინაციულ მიდგომასა და თანასწორობის პრინციპს.

სწორედ აღნიშნულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველის პოსტზე მხარს ვუჭერთ ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს და მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ წარუდგინონ ისინი საქართველოს პარლამენტს.

ჩვენ უზრუნველვყოფთ საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს, რათა ფართო საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება გაიცნოს სახალხო დამცველობის კანდიდატები და მოისმინოს მათი ხედვები. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათ მოახდინონ აღნიშნული კანდიდატების ნომინირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევხვდეთ ყველა საპარლამენტო პარტიას.

ტრადიციულად, საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური და პარტიებთან არააფილირებული სახალხო დამცველები და უკიდურესად მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა მომავალშიც.

 

სახალხო დამცველობის კანდიდატების კრიტერიუმების შემუშავებისა და მათი შერჩევის პროცესში ჩართულნი იყვნენ შემდეგი ორგანიზციები:

  • კავშირი “საფარი”;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)’
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  • დემოკრატიის მცველები;
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  •  ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური  და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT);
  • ქალთა მოძრაობა;
  • სოლიდარობის მუზეუმი;
  • გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკო";
  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი;
  • კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL);
  • საქართველოს ღია საზოგადოება ფონდი (OSGF);
  • სოლიდარობის თემი;
  • ასოციაცია “ანიკა”;
  •  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების  ინსტიტუტი (IDFI);
  • ლიბერალური აკადემია;
  • “ტოლერანტი” - სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია;
  •  ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო;
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  •  უფლებები საქართველო;
  • ემოკტრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
  • მწვანე ალტერნატივა;
  •  მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
  • ფონდი აურეს;
  • მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება;
  • მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი  (CIPDD);
  • დემოკრატიის ინდექსი საქართველო;
  •  ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
  • Grlz wave;
  • თბილისი პრაიდი;
  •  პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის;
  • Youthidentoba;
  • მოძრაობა “სირცხვილია”;
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
  • მედიის ინსტიტუტი;
  • პლატფორმა “სალამი”;
  • ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
  • თანასწორობის მოძრაობა;
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch);
  • კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი;
  • დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი (DGC);
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი;
  • ქალთა ფონდი საქართველოში;
  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი.

ცვლილებები ორგანიზაციის მენეჯმენტში

„ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს" ოფისის მენეჯმენტში ცვლილებები გვაქვს.

ამიერიდან ორგანიზაციას ანნა სამველთან ერთად იდა ბახტურიძეც უხელმძღვანელებს. ისინი ორგანიზაციის თანადირექტორები იქნებიან.

იდა ბახტურიძე ორგანიზაციასთან 2013 წლიდან თანამშრომლობს და 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ოფისის გენდერული პროგრამების კოორდინატორი იყო.


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ KutaisiToday.ge-ის მიერ მე-7 პრინციპის დარღვევა დაადგინა

2022 წლის 23 ივლისს და 2022 წლის 2 აგვისტოს KutaisiToday.ge-მ გამოაქვეყნა პოსტები, რომელთა შესახებაც „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველომ" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. WECF მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებამ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული პოსტებით ხელი შეუწყო მიზოგინიის და გენდერულად სტერეოტიპული აზროვნების ტირაჟირებას. დისკრიმინაციული კონტენტის დამაზიანებელ ეფექტზე პოსტებზე დაწერილი კომენტარებიც მეტყველებდა. შესაბამისად, მედიასაშუალების საქმიანობა სრულად ეწინააღდეგება თანასწორობის პრინციპებს, უხეშად ლახავს ადამიანის უფლებებს და არ იცავს ეთიკური გაშუქების სტანდარტებს.

ქარტიამ მიმართვის საფუძველზე მე-7 პრინციპის დარღვევა დაადგინა, რაც გულისხმობს: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

დეტალურ ინფორმაციას გადაწყვეტილების შესახებ გაეცანით ბმულზე.

 


Privacy Preference Center