ევროპულმა მულტიდისციპლინურმა კონსორციუმმა STEAM განათლების საგზაო რუკის შემუშავებისთვის ევროკავშირის დაფინანსება მიიღო

ევროპული უნარების დღის წესრიგის მიხედვით, მხოლოდყოველი მეხუთე ახალგაზრდა იღებს უმაღლეს განათლებას STEM-ის დარგში, სადაც ქალების რაოდენობა კაცებისაზე 50%-ით ნაკლებია

SENSE. პროექტი მიზნად ისახავს გაზარდოს საზოგადოების ინტერესი მეცნიერებისადმი, ხელოვნებისა და ესთეტიკის კომბინირების გზით STEAM განათლებაში, ასევე, შეცვალოს  STEAM საგნების სწავლების მეთოდები ევროპაში. Horizon Europe-ის მიერ დაფინანსებული ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის 17 წევრისგან შემდგარი კონსორციუმი აერთიანებს ევროპის 14 ქვეყანას. კონსორციუმი შედგება ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან, კვლევითი ცენტრებისგან, ბიზნესებისგან, პოლიტიკის შემქმნელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან; წევრების ექპერტიზა ფართოა და მოიცავს მდგრადობას, გენდერულ მგრძნობელობას, ციფრულ ტექნოლოგიებს, ჯანმრთელობას, სამუშაო მზადყოფნას, ხელოვნებასა და დიზაინს.

პროექტს საქართველოში ახორციელებს „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო“.  საქართველოში გოგოები და ქალები აწყდებიან ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის მათ კარიერულ განვითარებას STEAM-ის დარგში. ეს ბარიერები გამოწვეულია საზოგადოებაში არსებული კულტურული და გენდერული სტერეოტიპებით, განყენებული ცნებებითა და სამუშაო გარემოში კაცების დომინირებით. ამგვარად, ეს პროექტი საქართველოს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, განავითაროს ახალი მეთოდები STEAM განათლების ხელშეწყობისთვის სკოლებსა და საზოგადოებაში, სივრცეებისა და კავშირების შექმნით და 13-დან ერთ-ერთი „STEAM ლაბორატორიის” განხორციელებით. ეროვნული დიალოგი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს საქართველოში „STEAM განათლების ახალი ევროპული რუკა“ 2023 წლის ბოლოდან შევა აქტიურ ფაზაში. ევროპის მასშტაბით, WECF საქართველო პასუხისმგებელია  პროექტის ყველა ასპექტში გენდერული კომპონენტის ინტეგრირებაზე. 

პროექტი 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და ის სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება Horizon Europe-ის ფინანსური მხარდაჭერით.