პროექტი SENSE
ევროპას სჭირდება უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს მეცნიერებასთან დაკავშირებულ სექტორებში. ევროპული უნარების დღის წესრიგის მიხედვით, მხოლოდ „ყოველი მეხუთე ახალგაზრდა იღებს უმაღლეს განათლებას STEAM-ის დარგში“, სადაც ქალების რაოდენობა მამაკაცების რაოდენობაზე 50% ნაკლებია. ევროპას, ასევე, სჭირდება მეცნიერების მცოდნე საზოგადოება და გამოცდილი მუშახელი, რათა წარმატებით გაუმკლავდეს გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს, ისწავლოს ციფრული ტექნოლოგიების ინფორმირებული გამოყენება და წინააღმდეგობა გაუწიოს დეზინფორმაციას და ყალბი ამბების კამპანიებს.
SENSE. პროექტი მიზნად ისახავს გაზარდოს საზოგადოების ინტერესი მეცნიერებისადმი, ხელოვნებისა და ესთეტიკის კომბინირების გზით STEAM განათლებაში, შეცვალოს თუ როგორ ისწავლება STEAM საგნები ევროპაში. Horizon Europe-ის მიერ დაფინანსებული ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის, 17 წევრისგან შემდგარი კონსორციუმი აერთიანებს ევროპის 14 ქვეყანას. კონსორციუმი შედგება ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან, კვლევითი ცენტრებისგან, ბიზნესებისგან, პოლიტიკის შემქმნელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან; წევრების ექპერტიზა ფართოა და მოიცავს მდგრადობას, გენდერულ მგრძნობელობას, ციფრულ ტექნოლოგიებს, ჯანმრთელობას, სამუშაო მზადყოფნას, ხელოვნებასა და დიზაინს.
პროექტი მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო საგზაო რუკის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერებისა და სამეცნიერო განათლების მქონე მოქალაქეებისა და პროფესიონალების ჩამოყალიბებას. ასევე, ხაზს უსვამს მიმდინარე სამეცნიერო განათლების მოძველებულ აღქმებს თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს მეცნიერება, წარმოაჩენს დარგთან დაკავშირებულ გენდერულ სტერეოტიპებს, და მიზნად ისახავს ხელოვნების, სოციალური ინკლუზიისა და სივრცითი დიზაინის, როგორც მისი ძირითადი კომპონენტების ინტეგრირებას. SENSE. დააარსებს 13 “STEAM ლაბორატორიას” მთელ ევროპაში, რათა განავითაროს და შეაფასოს ‘SENSE.-ის მიდგომა‘ STEAM საგნებისადმი და ასევე, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, მასწავლებლებთან, ბიზნესთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.
პროექტს საქართველოში ახორციელებს WECF საქართველო. საქართველოში გოგონები და ქალები აწყდებიან ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის მათ კარიერულ განვითარებას STEM-ს დარგში. ეს ბარიერები გამოწვეულია საზოგადოებაში არსებული კულტურული და გენდერული სტერეოტიპებით, განყენებული ცნებებითა და კაცის მიერ სამუშაო გარემოს დომინირებით. ამგვარად, ეს პროექტი საქართველოს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას განავითაროს ახალი მეთოდები STEAM განათლების ხელშეწყობისთვის სკოლებსა და საზოგადოებაში, სივრცეებისა და კავშირების შექმნით და 13-დან ერთ-ერთი „STEAM ლაბორატორიის” განხორციელებით. ეროვნული დიალოგი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს საქართველოში „STEAM განათლების ახალი ევროპული რუკა“ 2023 წლის ბოლოდან შევა აქტიურ ფაზაში. ევროპის მასშტაბით, WECF საქართველო პასუხისმგებელია პროექტის ყველა ასპექტში გენდერული კომპონენტის ინტეგრირებაზე.
„STEAM Education-ის ახალი ევროპული საგზაო რუკა“ არის STEAM-ის სწავლების ახალი მეთოდი მომავალი განმანათლებლებისა და მოსწავლეების მხარდასაჭერად – იქნება ეს კლასში, მუზეუმში თუ საბურღ მოწყობილობაზე. შეიქმნება ციფრული ცენტრი, სადაც ყველა ასაკისა და წარმომავლობის პრაქტიკოსებს ევროპის მასშტაბით წვდომა ექნებათ აპრობირებულ საგანმანათლებლო პრაქტიკაზე, რათა გაზარდონ მათი ჩართულობა STEAM განათლებაში.
პროექტი 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და ის სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.