ეს სახელმძღვანელო გთავაზობთ ყოვლისმომცველ გზამკვლევს კლიმატის სამართლიანობას, გენდერულ თანასწორობასა და კლიმატის დაფინანსებას შორის კომპლექსური კავშირების გასაგებად. იგი იწყება პროექტის „გენდერი და კლიმატი – პარიზის კლიმატის შეთანხმების გენდერულად მგრძნობიარე განხორციელების ხელშეწყობა“ კონტექსტის და წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზნებისა და მეთოდოლოგიის მიმოხილვით. ამის შემდეგ, სახელმძღვანელო დეტალურად მიმოიხილავს კლიმატის სამართლიანობის კონცეფციას, წარმოადგენს კლიმატის ცვლილების ძირითად ფაქტებსა და რიცხვებს, მიმოიხილავს კლიმატის საერთაშორისო ვალდებულებებსა და პოლიტიკას. მესამე ნაწილი განიხილავს გენდერისა და კლიმატის ურთიერთკავშირს, გენდერულ სამართლიანობას, სტრუქტურული უთანასწორობების გენდერულ სხვაობებს და კლიმატის ცვლილების ზეგავლენის სხვაობას ქალებსა და კაცებზე.

კლიმატის დაფინანსებისადმი მიძღვნილ მეოთხე ნაწილში განხილულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ხარჯები, კლიმატის დაფინანსების საფუძვლები და კლიმატის დაფინანსების საერთაშორისო ლანდშაფტი, მათ შორის სახელმწიფო დაფინანსება. თითოეული თავი მოიცავს კოლუმბიის, საქართველოსა და უგანდის კონკრეტული სიტუაციების ანალიზს, სადაც წარმოდგენილია ქვეყნისთვის დამახასიათებელი კონტექსტები შესაბამისი თავების თემატიკასთან. და ბოლოს, მოცემულია პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც უზრუნველყოფს პრაქტიკულ მიდგომას ამ თემების ვორქშოფებსა და ტრენინგებში ინტეგრირებისათვის.

Loader Loading...
EAD Logo Taking too long?

Reload Reload document
| Open Open in new tab

Download [5.52 MB]

KL

Privacy Preference Center