#5 (50) – ცოდნა, როგორც ძალა

იმ ბრძოლის გასაზიარებლად, გასაძლიერებლად და შემოსანახად, რომელიც მთელს საქართველოში 100 დღეზე მეტია გრძელდება, Ჩვენი ეკოფემინისტური პოდკასტის ახალი სერია პლატფორმას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წინააღმდეგობაში მყოფ ქალებს უთმობს. ისინი გვიყვებიან თავიანთ ბრძოლაზე – ჩაგვრის, პოლიციური ტერორის, ოლიგარქიული რეჟიმის, სიღარიბის და უსამართლობის წინააღმდეგ, ბრძოლაზე ეკოლოგიური სამართლიანობისთვის, შრომითი უფლებებისთვის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და უსაფრთხო საზოგადოებისთვის.

პოდკასტის ახალი სერიის მეხუთე და ბოლო ეპიზოდში ქეთი მოლაშვილმა და ნანა ბაგალიშვილიმა, წნორში სოციალური საწარმოს “ცოდნის კაფეს” დამფუძნებლება ისაუბრეს რეგიონებში ცოდნის გავრცელების, საზოგადოებრივი კერების, ურთიერთგაზიარების მნიშვნელობაზე არსებულ წინააღმდეგობაში, თავიანთ გამოცდილებაზე დაყრდნობით.  „ცოდნის კაფეს“ არის სივრცე, სადაც შესაძლებელია კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების გამართვა როგორც ახალგაზრდების, ისე ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვისა და ზრდასრულებისთვის. თავისი საქმიანობით „ცოდნის კაფე“ ხელს უწყობს ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდას. „ცოდნის კაფე“ აერთიანებს შემდეგ სივრცეებს – კაფეს, არაფორმალური განათლების ცენტრს, მულტიმედია ბიბლიოთეკას, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინგლისურენოვან ბიბლიოთეკას, სამუშაო სივრცეს, რეზიდენციასა და წიგნის მაღაზიას.

სოლიდარობა წნორს!

მოუსმინეთ ეპიზოდს სრულად:

Privacy Preference Center