„ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)” საქართველოს ოფისში ბუღალტრის ვაკანსიაა

“ქალები საერთო მომავლისთვის” (WECF) საქართველოს ოფისი ეძებს ბუღალტერს.

თუ ხარ ეკოფემინისტი და გსურს შენი წვლილი შეიტანო გენდერული თანასწორობის მიღწევაში, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა! შესაძლებლობა გაქვს, შემოუერთდე ეთიკურ და ურთიერთპატივისცემაზე ორიენტირებულ გუნდს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა;
** საბანკო ოპერაციების განხორციელება (ხელფასის, დაზღვევის, საპენსიო და საშემოსავლო შენატანის გადარიცხვა)
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება ბუღალტრულ პროგრამა “ორისში” ფინანსური ანგარიშების მომზადება სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისთვის;
** ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარებების მომზადებაში თანამონაწილეობა;
** მონაწილეობის მიღება მიმდინარე და სამომავლო შემოსავლის შიდა ხარჯთაღრიცხვებში სხვადასხვა პროექტის მიხედვით; ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის შესახებ გუნდის ინფორმირება;
** ორგანიზაციის ხარჯების დაგეგმარებისა და პროექტების ბიუჯეტირებაში თანამონაწილეობა;
** ყოველთვიურად შემოსავლების სამსახურში თვის განაცემების/საშემოსავლო დეკლარაციების წარდგენა;
** პროექტებში დასაქმებულ პირთა საპენსიო შენატანების დეკლარირება სსიპ საპენსიო სააგენტოში/საპენსიო ფონდში;
** ყოველკვარტალურად საქ.სტატსთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები და კომპეტენცია

** სავალდებულოა მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება არასამთავრობო სექტორში ბუღალტრისა ან ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე, მინიმუმ 100. 000 ევროს მართვის გამოცდილებით;
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** RS.GE-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** საქართველოს და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების და წესების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის საშუალო დონე (ვერბალური და წერილობითი);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** ეკოფემინისტური ღირებულებების გაზიარება და პატივისცემა;

სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული
სამუშაო დრო: 16 საათი კვირაში
ანაზღაურება: 640 ევროს ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით)
100%-იანი ჯანმრთელობის დაზღვევა

მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: wecfgeorgia@gmail.com. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 3 აპრილი, 2024 წელი
მუშაობის დაწყების თარიღი: 1 მაისი

გისურვებთ წარმატებას!

ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) არის საერთაშორისო ფემინისტური ორგანიზაცია, რომელიც 150-ზე მეტ ქალთა უფლებებზე, ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციას აერთიანებს 50 ქვეყანაში. WECF-ის საქართველოს ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მუშაობს და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს გენდერულ თანასწორობასთან, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს. ორგანიზაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდებზე: https://www.wecf.org და https://www.wecf.ge/