„საქართველოში შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა“ – კვლევის პრეზენტაცია

*FOR ENGLISH SCROLL DOWN*
22 ნოემბერს, 10:30 საათზე, სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ (შოთა რუსთაველი გამზ. 29, თბილისი), გაიმართება ახალი კვლევის წარდგენა: „საქართველოში შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა“.
კვლევა განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
კვლევის ავტორები: მარიამ (მეკო) ჩაჩავა, ნინო ზუბაშვილი
კვლევაში განხილულია მრავალმხრივი გამოწვევები, რომლებსაც შრომითი მიგრანტი ქალები საქართველოში დაბრუნებისას აწყდებიან, შესწავლილია ამ გამოწვევების საფუძვლები, აღწერილია შრომითი მიგრანტი ქალების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მხრივ არსებული ბარიერები და მოყვანილია შესაბამისი რეკომენდაციები სხვადასხვა უწყების მიმართ.
კვლევის წარდგენა გაიმართება 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
On 22 November, 10:30, at The Biltmore Tbilisi Hotel (29 Shota Rustaveli Ave. Tbilisi), UNDP Georgia and “Women Engage for a Common Future (WECF) – Georgia”, with support from Sweden and the European Union in Georgia, will unveil a comprehensive study shedding light on the challenges encountered by labour migrant women upon their return to Georgia.
This eye-opening research aims to address the pressing social and economic needs of labour migrant women and dismantle barriers hindering their return and successful reintegration.
Authors: Meko Chachava, Nino Zubashvili
The research will be presented as part of this year’s 16 Days of Activism against Gender-Based Violence, showing a shared commitment to addressing and preventing all forms of gender-based discrimination.