საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი
I ადგილი - ნინო თარხნიშვილი
ნინო თარხნიშვილი რადიო თავისუფლების ჟურნალისტია, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2023" კატეგორიაში „საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი" ნამუშევრისთვის „როგორ დააღწია ქალმა თავი მოძალადე მამინაცვალს - დუმილის 25 წელი“.
ნინოს ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
II ადგილი - მიხეილ გვაძაბია
მიხეილ გვაძაბია ნეტგაზეთის ჟურნალისტია, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2023" კატეგორიაში „საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი" ნამუშევრისთვის „გეი კაცის ისტორია ჰომოფობიაზე, ქამინგ აუთსა და იმედზე“.
მიხეილის ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
III ადგილი - ნანა გობეჯიშვილი
ნანა გობეჯიშვილი მედია „აპრილის“ ჟურნალისტია, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2023" კატეგორიაში „საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი" ნამუშევრისთვის „მუშაობა გადარჩენისთვის, საფრთხის მიუხედავად — დისკრიმინაცია სოგის ნიშნით“.
ნანას ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი
I ადგილი - გიორგი გირკელიძე
გიორგი გირკელიძე გურია ნიუსის ჟურნალისტია, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2023" კატეგორიაში „საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი" ნამუშევრისთვის „ქალებს ემიგრაციაში მძიმე მდგომარეობაში უხდებათ მუშაობა“ - რა პრობლემებს უქმნის დედების გარეშე ცხოვრება ბავშვებს“.
გიორგის ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
II ადგილი - ია ფრანგიშვილი
ია ფრანგიშვილი ბათუმელების ჟურნალისტია, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2023" კატეგორიაში „საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი" ნამუშევრისთვის „მუდმივი მალვა, ძალადობა და სიღარიბე – სექსმუშაკი ქალები საქართველოში“.
იას ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
III ადგილი - მაკა ხაზიური
მაკა ხაზიური კახეთის ხმის ჟურნალისტია, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2023" კატეგორიაში „საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი" ნამუშევრისთვის „ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიები კახეთიდან“.
მაკას ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
საუკეთესო ციფრული პლატფორმა
I ადგილი - ფემეა
„ფემეა“ ონლაინ პლატფორმაა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2023" კატეგორიაში „საუკეთესო ციფრული პლატფორმა“.
ფემეას საქმიანობასა და მის ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
II ადგილი - ნაამბობი
„ნაამბობი“ ფეისბუქ პლატფორმაა, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2023" კატეგორიაში „საუკეთესო ციფრული პლატფორმა“.
გვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
III ადგილი - stereo.tipebi
„stereo.tipebi“ ინსტაგრამ პლატფორმაა, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2023" კატეგორიაში „საუკეთესო ციფრული პლატფორმა“.
გვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი
I ადგილი - Chaikhana
Chaikhana მულტიმედია პლატფორმაა, რომლის ნამუშევრებმაც პირველი ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2023" კატეგორიაში „საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი“.
ჩაიხანას საქმიანობასა და მის ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
III ადგილი - ნათია ნათენაძე
ნათია ნათენაძე დამოუკიდებელი კონტენტის შემქმნელი და პლატფორმის „ცხოვრება ენდომეტრიოზით“ შემქმნელია, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2023" კატეგორიაში „საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი“ ნამუშევრისთვის „როგორია ცხოვრება ენდომეტრიოზით“.
ნათიას ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი
I ადგილი - გიორგი კუბლაშვილი
გიორგი კუბლაშვილი ბოლონიის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტია, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2023" კატეგორიაში „საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი“ ნამუშევრისთვის „ემიგრაციაში ნაპოვნი ოჯახი“.
გიორგის ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
II ადგილი - გვანცა გორდელაძე
გვანცა გორდელაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტია, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2023" კატეგორიაში „საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი“ ნამუშევრისთვის „მიგრანტი ქალების საჭიროებები და გამოწვევები“.
გვანცას ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
III ადგილი - სალომე ჯავახიშვილი
სალომე ჯავახიშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტია, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2023" კატეგორიაში „საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი“ ნამუშევრისთვის „Rainbow in Black and White“.
სალომეს ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
სპეციალური პრიზი ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
ნეტგაზეთი / ბათუმელები
„გაზეთი ბათუმელები“ ქართულ მედიაში 2001 წლიდან მოღვაწეობს, ხოლო „ნეტგაზეთი“ 2010 წელს დაარსდა. 20-ზე მეტი წლის განმავლობაში, ორივე გამოცემა გამოირჩევა ეთიკური, გენდერულად მგრძნობიარე და ჩაგრული ჯგუფების მხარდამჭერაზე ორიენტირებული გაშუქებით. სწორედ ამიტომ ჟიურისა და WECF საქართველოს გადაწყვეტილებით, კონკურსში „მედია თანასწორობისთვის 2023" გამოცემამ მიიღო სპეციალური პრიზი ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ჟიურის წევრები
ნინო ზაუტაშვილი
ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოებრივ-სოციალური პროექტის „რეალური სივრცე“ (თოქშოუ და ყოველდღიური გადაცემა) ავტორი და წამყვანია. იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „სამოთხის ვაშლები“-ს წამყვანი, ტელეკომპანია იმედის, შემეცნებითი და გასართობი გადაცემების მთავარი პროდიუსერი და წამყვანი, პირველ არხზე „გაერთიანება საღამო მშვიდობისას“ სხვადასხვა გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი, სატელევიზიო ფესტივალი „მანა“-ს ერთ-ერთი ორგანიზატორი და წამყვანი, რადიო „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, რადიოგადაცემა „პიკის საათის“ ჟურნალისტი და წამყვანი. მიღებული აქვს ჯოშუა ფრიდმანის და GIPA-ს პრიზი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრისთვის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და იუნისეფის პრიზი ბავშვთა საკითხების სიღრმისეული გაშუქებისთვის.
ეკა ქევანიშვილი
ეკა ქევანიშვილი რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ეთიკური, გენდერულად მგრძნობიარე და ჩაგრული ჯგუფების მხარდამჭერაზე ორიენტირებული გაშუქებით. სწორედ ამიტომ, 2022 წელს კონკურსში „მედია თანასწორობისთვის" გახდა WECF საქართველოს სპეციალური პრიზის მფლობელი ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
სალომე აფხაზიშვილი
სალომე აფხაზიშვილი ჟურნალისტი და მედია ექსპერტია. სხვადასხვა წლებში იყო რადიო „შოკოლადის“ გადაცემების („წიგნები“, „ღვინის გზამკვლევი“) პროდიუსერი, რადიო GIPA-ს ყოველდღიური შოუს „იმპულსის“ ავტორი და წამყვანი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო პროექტების რეპორტიორი. 2020 წელს სალომემ „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაამთავრა სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტი კომუნიკაციის ხელოვნების მაგისტრატურის მიმართულებით. ამჟამად ისევ „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში სწავლობს და ასწავლის ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ათინა ბრეგვაძე
ათინა ბრეგვაძე აქტივისტი, ციფრული პლატფორმა GrlzWave-ის თანადამფუძნებელია. 2022 წელს კონკურსში „მედია თანასწორობისთვის" GrlzWave-მა მესამე ადგილი დაიკავა ნომინაციაში „საუკეთესო ციფრული პლატფორმა“.