საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი
I ადგილი - თორნიკე მანდარია
თორნიკე მანდარია რადიო თავისუფლების ჟურნალისტია, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი" ნამუშევრისთვის „თოზუ თანასწორობისთვის".
თორნიკეს ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
III ადგილი - ნინო ბიძინაშვილი
ნინო ბიძინაშვილი ნეტგაზეთის ჟურნალისტია, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი" ნამუშევრისთვის „მენსტრუაციის ხარჯები ქალების უხილავი პრობლემა".
ნინოს ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ, შემდეგ ბმულზე
საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი
I ადგილი - ლელა დუმბაძე
ლელა დუმბაძე ჟურნალისტი და გამოცემა „ბათუმელების" რეპორტიორია. მან პირველი ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი", მასალით „ხშირად, ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ ვაღწევ“ – რატომ არ მიუწვდებათ შშმ ქალებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელი".
ლელას ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
II ადგილი - მანანა ქველიაშვილი
მანანა ქველიაშვილი ჟურნალისტი და გამოცემა „ბათუმელების" მულტიმედიური რეპორტიორია. მან მეორე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი", ემიგრანტ ქალებზე მომზადებული დოკუმენტური ფილმით „ცხოვრება სხვაგან, სხვებისთვის“.
მანანას ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
III ადგილი - თეა დავაძე
თეა დავაძე სათემო რადიო „მარნეულის" ჟურნალისტია. მან მესამე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი" სიუჟეტით „თაობების გზავნილი ქალებს".
თეას ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
საუკეთესო ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში
I ადგილი - ნათია გულისაშვილი
ნათია გულისაშვილი დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტ კრეატორია, რომელიც პლატფორმა ტიკტოკზე მოხალისეობრივად საუბრობს ქალთა და სხვა ჩაგრული ჯგუფების გამოწვევებსა და პრობლემებზე, აქტიურად ეხმიანება გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და იყენებს თავის ათობით ათასი გამომწერის მქონე პლატფორმას ქალებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დღის წესრიგში დაყენებისთვის.
ნათიამ კონკურსში „მედია თაანსწორობისთვის 2022" პირველი ადგილი დაიკავა კატეგორიაში „საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში", ვიდეოების სერიით „მოდით, ვისაუბროთ."
ნამუშევრების სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.
II ადგილი - ელენე ასათიანი
ელენე ასათიანი დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტ კრეატორია, რომელმაც სხვადასხვა სოციალურ ქსელში შექმნა პლატფორმა Asymptote Journey, სადაც ის კეთილდღეობაზე, ქალთა საკითხებზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე, საკუთარ თავზე ზრუნვასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სხვასდასხვა ტიპის კონტენტს ავრცელებს.
ელენემ მეორე ადგილი დაიკავა კონკურსში „მედია თანასწორობისთვის 2022", კატეგორიაში „საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში", ვიდეო ნამუშევრით, „დედაჩემი ყველაზე ძლიერია".
ნამუშევრის სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.
III ადგილი - მარიამ ნანობაშვილი
მარიამ ნანობაშვილი დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტ კრეატორია, რომელიც იუთუბ არხზე Mariam Blanc Nanobashvili, სადაც ის სიმსივნის დამარცხებაზე, სექსუალურ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ქმნის და ავრცელებს კონტენტს.
მარიამმა მესამე ადგილი დაიკავა კონკურსში „მედია თანასწორობისთვის 2022", კატეგორიაში „საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში", ვიდეო ნამუშევრით, „ქალების საჭიროებები | რეპროდუქციული ჯანმრთელობა".
ნამუშევრის სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.
საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი
I ადგილი - ანიკი გელაშვილი
ანიკი გელაშვილი ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი", პლატფორმა femea.ge-სთვის შექმნილი ილუსტრაციების სერიით „რას ნიშნავს, იყო ქალი საქართველოში?"
ანიკის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
III ადგილი - სოფო აფციაური
სოფო აფციაური ფიტოგრაფი და ვიდეოგრაფერია, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი", სოციალური სამართლიანობის ცენტრისთვის შექმნილი ვიდეოსთვის „ტაბაწყური - ზღვის დონიდან 2000 მეტრზე".
სოფოს ნამუშევარი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
საუკეთესო ციფრული პლატფორმა
I ადგილი - Queer • ქვიარი
ონლაინ გამოცემა “ქვიარი” აერთიანებს ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანებს. ადამიანის უფლებების უგულებელყოფამ არაერთი ბარბაროსული აქტი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გამოიწვია. გამოცემაში სჯერათ, რომ თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა ხელს უწყობს სოციალურ პროგრესსა და საყოველთაო კეთილდღეობას, ხოლო გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების გარეშე შეუძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც ადამიანები თავისუფლები იქნებიან შიშისგან, სიღარიბისა და ჩაგვრისგან. ქვიარი მუშაობს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ჩაგრული სოციალური ჯგუფის – ქვიარ თემის უფლებებისთვის და ასევე, სოლიდარულია ყველა სხვა სოციალური ჯგუფებისა თუ ადამიანის მიმართ, ვისი უფლებებიც ირღვევა.
პლატფორმას შეგიძლიათ გაეცნოთ, ბმულზე.
II ადგილი - საფარი
კავშირი „საფარი“ 2001 წელს დაარსდა, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი. „საფარი” იყო პირველი ორგანიაზაცია, რომელმაც გახსნა პირველი თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის. თავშესაფარში მსხვერპლებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ სამედიცინო და ფსიქოსოციალური დახმარება. ანალოგიურ დახმარებას სთავაზობდა „საფარი“ ნებისმიერ მის კლიენტს. „საფარის“ საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, პოლიციელების და სოციალური მუშაკების გადამზადებასა და გენდერული თანასწორობისა და ძალადობის აღმოფხვრის კუთხით ქართული კანონმდებლობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას.
2013 წლიდან, „საფარმა“ გააფართოვა საქმიანობის მანდატი და ის მუშაობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქალთა უფლებებს უკავშირდება. „საფარი“ აქტიურად ჩაერთო საკანონმდებლო, ადვოკატირების და ლობირების საქმიანობაშიც. ამჟამად, „საფარი“ ოჯახში და ზოგადად ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მუშაობის გარდა, ორიენტირებულია დისკრიმინაციასთან ბრძოლაზე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდაზე და ქალთა მოძრაობის გაძლიერებაზე.
„საფარის“ მისიაა თანასწორი, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი გარემოს შექმნა.
პლატფორმას შეგიძლიათ გაეცნოთ, ბმულზე.
III ადგილი - GrlzWave
GrlzWave არის ფემინისტური მულტიმედიური პლატფორმა თბილისიდან, რომელიც ძირითადად აქტიურია სოციალურ მედიაში, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. თავისი კონტენტის მეშვეობით, პლატფორმა იბრძვის სტერეოტიპების, დოგმებისა და უთანასწორობის წინააღმდეგ, რომლებიც პატრიარქალურ საზოგადოებაშია ჩადებული.
პლატფორმის მისიაა, მიაწოდოს ადამიანებს ინფორმაცია სოციალური საკითხების, სექსუალობის, ჰომო/ტრანსფობიის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, სექსიზმის და ა.შ. შესახებ და შევქმნათ უსაფრთხო სივრცე, სადაც ყველას შეუძლია თავისუფლად ისაუბროს, გაუზიაროს ისტორიები/გამოცდილები და მოუსმინოს ერთმანეთს სიძულვილის ენის გარეშე.
პლატფორმას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი
I ადგილი - მარიამ კვარაცხელია
მარიამ კვარაცხელია სტუდენტი და „ალფა-სიხშირის" ჟურნალისტია. მან პირველი ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი", ნამუშევრით „ფრონტს მიღმა დარჩენილი გმირები".
მარიამის ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ, ბმულზე.
II ადგილი - ნინო (ევა) ართმელაძე
ნინო (ევა) ართმელაძე სტუდენტი და გამოცემა „ბათუმელების" რეპორტიორია. მან მეორე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი", ნამუშევრით „როგორია მემთეური ქალის შრომა და ცხოვრება ხულოს იალაღზე“.
ნინოს ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ, ბმულზე.
III ადგილი - თამთა შერმაზანაშვილი
თამთა შერმაზანაშვილი სტუდენტია, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022" კატეგორიაში „საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი", ნამუშევრით „შევიწროება სამსახურში".
თამთას ნამუშევარს შეგიძლიათ გაეცნოთ, .
სპეციალური პრიზი ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
ეკა ქევანიშვილი
ეკა ქევანიშვილი ჟურნალისტია, რომელიც უკვე 22 წელზე მეტია მედიაში მუშაობს და წლებია გამოირჩევა ეთიკური, გენდერულად მგრძნობიარე და ჩაგრული ჯგუფების მხარდამჭერაზე ორიენტირებული გაშუქებით. სწორედ ამიტომ მან კონკურსში „მედია თანასწორობისთვის 2022" მიიღო WECF საქართველოს სპეციალური პრიზი ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.