
კონკურსი „მედია თანასწორობისთვის"
ორგანიზაცია – „ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო” (WECF Georgia) – აცხადებს კონკურსს „მედია თანასწორობისთვის 2022″, რათა დღის წესრიგში დააყენოს გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში.
კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით
- საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი
ამ კატეგორიაში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ:
ცენტრალურ მედიაში მომუშავე რედაქტორებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს, რადიო რეპორტიორებს. ასევე, ბლოგების და რელევანტური აუდიო-ვიზუალური მასალების ავტორებს (პოდკასტების ჩათვლით), რომელიც მოწოდებული იქნება თბილისიდან მაუწყებელი მედია საშუალებების მიერ.
გაითვალისწინეთ, რომ გამოგზავნილი მასალები აუცილებლად უნდა მოიცავდეს თემებს ქალთა გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობაზე.
- საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი
ამ კატეგორიაში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ:
რედაქტორებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს რეგიონიდან მაუწყებელი მედია საშუალებებიდან. რეგიონულ რადიო რეპორტიორებს, აუდიო-ვიზუალური ნამუშევრების ავტორებს (პოდკასტების ჩათვლით). ნამუშევრები შექმნილი უნდა იყოს საქართველოს რეგიონებიდან მაუწყებელი მედია საშუალებების მიერ.
გაითვალისწინეთ, რომ გამოგზავნილი მასალები აუცილებლად უნდა მოიცავდეს თემებს ქალთა გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობაზე.
- საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი
ამ კატეგორიაში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ:
მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს (ფოტოამბებით), მხატვრებსა და ქუჩის არტისტებს (კედლის მხატვრობით, გრაფიტით, ინსტალაციით), გრაფიკულ დიზაინერებსა და ილუსტრატორებს (პორტფოლიოებით/პროდუქტის ან ვებგვერდის დიზაინით) მთელი საქართველოს მასშტაბით. ნამუშევრები უნდა იყოს საჯაროდ გამოქვეყნებული, ციფრულ ან რეალურ სივრცეში.
გაითვალისწინეთ, რომ გამოგზავნილი მასალები აუცილებლად უნდა მოიცავდეს თემებს ქალთა გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობაზე.
- საუკეთესო ციფრული პლატფორმა
ამ კატეგორიაში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ:
არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს. ასევე, ნებისმიერ ციფრულ და სოციალური მედიის პლატფორმებს, რომლებიც არ ეკუთვნის რომელიმე მედია საშუალებას და ორიენტირებულია ქალთა გაძლიერების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა გამოგზავნოს პლატფორმიდან ერთი ნამუშევარი (სტატია, ვიდეო, ფოტო და ა.შ.).
გაითვალისწინეთ, რომ გამოგზავნილი მასალები აუცილებლად უნდა მოიცავდეს თემებს ქალთა გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობაზე.
- საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში
ამ კატეგორიაში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ:
სოციალურ მედიაში (Instagram, TikTok, Facebook, YouTube, Snapchat, და სხვა პლატფორმებზე) კონტენტის შემქმენელებს, ბლოგერებსა და ვლოგერებს მთელი საქართველოდან. აპლიკანტი საკუთარ პლატფორმას უნდა იყენებდეს თანასწორობის იდეის გასავრცელებლად.
გაითვალისწინეთ, რომ გამოგზავნილი მასალები აუცილებლად უნდა მოიცავდეს თემებს ქალთა გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობაზე.
- საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი
ამ კატეგორიაში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ:
ჟურნალისტიკის ან სხვა რელევანტური (ფილოლოგიის, სოციალური მეცნიერებების, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის და ა.შ.) ფაკულტეტის სტუდენტებს. გამოგზავნილი ნამუშევარი უნდა იყოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტურანტურის სტუდენტების მიერ მომზადებული მედია პროდუქტი: სატელევიზიო სიუჟეტი, სტატია, ვიდეო-სიუჟეტი, პოდკასტი, რადიო მასალა რომელიც გამოქვეყნებულია ნებისმიერ სტუდენტურ ან სხვა მედია პლატფორმაზე.
გაითვალისწინეთ, რომ გამოგზავნილი მასალები აუცილებლად უნდა მოიცავდეს თემებს ქალთა გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობაზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: media4equality@wecf.org