#3 (48) – სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის ოზურგეთში

 

იმ ბრძოლის გასაზიარებლად, გასაძლიერებლად და შემოსანახად, რომელიც მთელს საქართველოში 100 დღეზე მეტია გრძელდება, Ჩვენი ეკოფემინისტური პოდკასტის ახალი სერია პლატფორმას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წინააღმდეგობაში მყოფ ქალებს უთმობს. ისინი გვიყვებიან თავიანთ ბრძოლაზე – ჩაგვრის, პოლიციური ტერორის, ოლიგარქიული რეჟიმის, სიღარიბის და უსამართლობის წინააღმდეგ, ბრძოლაზე ეკოლოგიური სამართლიანობისთვის, შრომითი უფლებებისთვის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და უსაფრთხო საზოგადოებისთვის.

პოდკასტის ახალი სერიის მესამე ეპიზოდში თამარ მიქაძე გვესაუბრება სამოქალაქო მოძრაობაზე თავისუფლებისთვის ოზურგეთში და იხსენებს დიდთოვლობის დროს გამოჩენილ სოლიდარობასა და გვერდში დგომას საზოგადოების მხრიდან. თამარ მიქაძე სამოქალაქო აქტივისტია გურიიდან, პროფესიით საზოგადოებრივი გეოგრაფია, თუმცა მისი სამუშაო გამოცდილება არასამთავრობო სექტორს უკავშირდება. აქვს გამოცდილება კარიერულ კონსულტაციასა და ტრენერობაში, გენდერული თემებისა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით. არის მოძრაობა „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თანადამფუძნებელი – ერთადერთი აქტივისტური ჯგუფის გურიაში, რომელიც იბრძვის პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. თამარი ყოველდღიურად, მთელი რესურსითა და რწმენით, უკეთესი საქართველოსთვის იბრძვის.
სოლიდარობა ოზურგეთს!

მოუსმინეთ ეპიზოდს სრულად:

„ჩემი ხმა ისმის?“ ფემინისტური პოდკასტების პლატფორმაა ყველასთვის, ვინც იზიარებს თანასწორობის იდეას, აქვს სათქმელი, ან მზადაა, სხვებს მოუსმინოს. პლატფორმა შექმნილია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF Georgia) საქართველოს“ მიერ, საერთაშორისო ოფისის მხარდაჭერით.

Privacy Preference Center