#1 (46) – სახალხო პროტესტი ქუთაისში
იმ ბრძოლის გასაზიარებლად, გასაძლიერებლად და შემოსანახად, რომელიც მთელს საქართველოში 100 დღეზე მეტია გრძელდება, Ჩვენი ეკოფემინისტური პოდკასტის ახალი სერია პლატფორმას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წინააღმდეგობაში მყოფ ქალებს უთმობს. ისინი გვიყვებიან თავიანთ ბრძოლაზე – ჩაგვრის, პოლიციური ტერორის, ოლიგარქიული რეჟიმის, სიღარიბის და უსამართლობის წინააღმდეგ, ბრძოლაზე ეკოლოგიური სამართლიანობისთვის, შრომითი უფლებებისთვის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და უსაფრთხო საზოგადოებისთვის.
პოდკასტის ახალი სერიის პირველ ეპიზოდში სოფიო ბასილაძე ქუთაისიდან გვესაუბრება ქვიარ ადამიანების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციაზე, მჩაგვრელ ძალაუფლებლივ სტრუქტურებზე, რომლებსაც ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგ იყენებს და ბრძოლის, ერთმანეთთან სალაპარაკო, გამაერთიანებელი საკითხების პოვნის მნიშვნელობაზე. სოფიო ერთ-ერთია იმათგან, ვინც უკვე 125 დღეა ქუთაისში, მერიის წინ აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.
სოლიდარობა ქუთაისს!
მოუსმინეთ ეპიზოდს სრულად:
- Youtube-ზე: https://youtu.be/ECJCy9oCPsQ
- Soundcloud-ზე: https://shorturl.at/jIdMr
- Spotify-ზე: https://shorturl.at/YUzfN
„ჩემი ხმა ისმის?“ ფემინისტური პოდკასტების პლატფორმაა ყველასთვის, ვინც იზიარებს თანასწორობის იდეას, აქვს სათქმელი, ან მზადაა, სხვებს მოუსმინოს. პლატფორმა შექმნილია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF Georgia) საქართველოს“ მიერ, საერთაშორისო ოფისის მხარდაჭერით.