#2 (47) – ახალგაზრდა ფემინისტების წინააღმდეგობა გორში

 

იმ ბრძოლის გასაზიარებლად, გასაძლიერებლად და შემოსანახად, რომელიც მთელს საქართველოში 100 დღეზე მეტია გრძელდება, Ჩვენი ეკოფემინისტური პოდკასტის ახალი სერია პლატფორმას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წინააღმდეგობაში მყოფ ქალებს უთმობს. ისინი გვიყვებიან თავიანთ ბრძოლაზე – ჩაგვრის, პოლიციური ტერორის, ოლიგარქიული რეჟიმის, სიღარიბის და უსამართლობის წინააღმდეგ, ბრძოლაზე ეკოლოგიური სამართლიანობისთვის, შრომითი უფლებებისთვის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და უსაფრთხო საზოგადოებისთვის.

პოდკასტის ახალი სერიის მეორე ეპიზოდში მარიამ თოფჩიშვილი გვესაუბრება გორში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ თუ აქტივიზმში არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებზე. მარიამ თოფჩიშვილი ფემინისტი აქტივისტი და გენდერის მკვლევარია. მარიამი სათემო არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალგაზრდა ფემინისტების” ერთ-ერთი დამფუძნებელია. „ახალგაზრდა ფემინისტების“ გუნდთან ერთად, მარიამი 2018 წლიდან მუშაობს გოგონებისა და კონფლიქტით დაზარალებული ქალების გაძლიერებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამებზე.
სოლიდარობა გორს!

მოუსმინეთ ეპიზოდს სრულად:

„ჩემი ხმა ისმის?“ ფემინისტური პოდკასტების პლატფორმაა ყველასთვის, ვინც იზიარებს თანასწორობის იდეას, აქვს სათქმელი, ან მზადაა, სხვებს მოუსმინოს. პლატფორმა შექმნილია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF Georgia) საქართველოს“ მიერ, საერთაშორისო ოფისის მხარდაჭერით.

Privacy Preference Center