მარიამ დევიძის კვლევა მიმოიხილავს საქართველოში კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული კატასტროფების პრევენციასთან და მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რაც ეკომიგრაციის პროცესს აძლიერებს. მეორე მხრივ, კვლევა აფასებს სახელმწიფოს მზაობას, მართოს ეკომიგრაციის პროცესი და გაატაროს გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა.
კვლევა ჩატარდა “ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” მიერ, საერთაშორისო ოფისის ეკოფემინისტური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები უკუთვნის ავტორს/”ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” და შესაძლოა, არ წარმოადგენდეს ორგანიზაცია “ქალები საერთო მომავლისთვის” საერთაშორისო ოფისის ოფიციალურ პოზიციას.