#4 (49) – წინააღმდეგობა ბათუმში
იმ ბრძოლის გასაზიარებლად, გასაძლიერებლად და შემოსანახად, რომელიც მთელს საქართველოში 100 დღეზე მეტია გრძელდება, Ჩვენი ეკოფემინისტური პოდკასტის ახალი სერია პლატფორმას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წინააღმდეგობაში მყოფ ქალებს უთმობს. ისინი გვიყვებიან თავიანთ ბრძოლაზე – ჩაგვრის, პოლიციური ტერორის, ოლიგარქიული რეჟიმის, სიღარიბის და უსამართლობის წინააღმდეგ, ბრძოლაზე ეკოლოგიური სამართლიანობისთვის, შრომითი უფლებებისთვის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და უსაფრთხო საზოგადოებისთვის.
პოდკასტის ახალი სერიის მეოთხე ეპიზოდში მარიამ ქაჯაია გვესაუბრება წინააღმდეგობაზე, მისი განვითარების ეტაპებსა და პოტენციალზე ბათუმში, ქალაქში, სადაც პირველი პოლიტპატიმარი, მზია ამაღლობელი, დააკავეს. მარიამ ქაჯაია ფემინისტი აქტივისტია. 2014 წლიდან არის ჩართული ფორმალურ აქტივიზმში ჩაგვრის ყველა გამოვლინების აღმოსაფხვრელად. მიიჩნევს რომ არაფორმალურად წინააღმდეგობაში სიცოცხლის პირველი წლებიდან ჩაერთო. მარიამი “პერიფერიის” კოლექტივთან ერთად შრომობს ქალთა გარიყული ჯგუფების, ქვიარების, აივ რისკ ჯგუფების მხარდასაჭერად, ურთიერთსოლიდარობის პრაქტიკების ხელშესაწყობად და საერთო პოლიტიკური ხედვის ჩამოსაყალიბებლად.
სოლიდარობა ბათუმს!
მოუსმინეთ ეპიზოდს სრულად:
- Youtube-ზე: https://youtu.be/4BXwyMNEXZc
- Soundcloud-ზე: https://shorturl.at/cwXwe
- Spotify-ზე: https://shorturl.at/3uuy0
„ჩემი ხმა ისმის?“ ფემინისტური პოდკასტების პლატფორმაა ყველასთვის, ვინც იზიარებს თანასწორობის იდეას, აქვს სათქმელი, ან მზადაა, სხვებს მოუსმინოს. პლატფორმა შექმნილია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF Georgia) საქართველოს“ მიერ, საერთაშორისო ოფისის მხარდაჭერით.