S3 #15 (34) – Systemic Gaps in Preventing and Managing Eco(climate)migration in Georgia

*FOR ENGLISH SCROLL DOWN*

ჩემი ხმა ისმის? ჩვენი პოდკასტების სერიის ბოლო ეპიზოდში განვიხილავთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების მოგვარების კრიტიკულ მნიშვნელობას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და ყურადღებას ვამახვილებთ ბოლოდროინდელ კატასტროფაზე გურიაში. 2023 წლის 8 სექტემბერს, წყალდიდობამ და მეწყერმა გურიაში უამრავი სოფელი დააზარალა და ასობით ოჯახის გადასახლება გამოიწვია. მიუხედავად ოფიციალური მონაცემებისა, ზარალის რეალური მასშტაბი გაცილებით დიდია, და მოიცავდა სახლებს, ინფრასტრუქტურასა და საარსებო შინამეურნეობებს.

მარიამ დევაძე და ანი მურადაშვილი გურიას დეკემბერში ჩავიდნენ, ჩაატარეს ფოკუს ჯგუფები კვლევისთვის და ჩაწერეს პოდკასტები კატასტროფის შედეგად დაზარალებულ ეკომიგრანტ ქალებთან. ამ საუბრებში გამოვლინდა არაერთი ხარვეზი საქართველოს ბუნებრივი კატასტროფების მართვის მიმართულებით, რაც ხაზს უსვამს მსგავსი კრიზისების მოგვარებისთვის საჭირო სისტემური მიდგომების აუცილებლობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პოდკასტის ჩაწერა ინგლისურ ენაზე, რათა დავანახოთ საქართველოში მიმდინარე კლიმატის კატასტროფები საერთაშორისო აქტორებს.

პოდკასტების “ჩემი ხმა ისმის?” სერიამ ეკომიგრანტი ქალების შესახებ, რომელიც WECF-ის საერთაშორისო ოფისმა დააფინანსა, გამოავლინა საქართველოში ეკომიგრანტი ქალების წინაშე მდგარი გამოწვევები და ხაზი გაუსვა შეთანხმებული მოქმედების აუცილებლობას როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონზე. ამ სერიის დასასრულს, გვინდა ჩვენი მსმელისთვის ნათელი გავხადოთ ადგილობრივი და საერთაშორისო რეაგირების ურთიერთკავშირის მნიშვნელობა კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში და ხაზგასმით აღვნიშნოთ კოლექტიური მოქმედების მნიშვნელობა მდგრადი მომავლის შესაქმნელად.

პოდკასტის ავტორები:

ანა მურადაშვილი – გენდერის მკვლევარი. მისი საკვლევი თემებია: ქალის უფლებები, განსაკუთრებული ფოკუსი ეთნიკური უმცირესობების წამომადგენელი ქალების უფლებები, გენდერი და ინტერსექციულობა, ეთნონაციონალიზმი, ეკოფემინიზმი. არის პროექტის “ჩემი ხმა ისმის?” კოორდინატორი.

მარიამ დევიძე – კლიმატისა და გარემოს დაცვის მკვლევარი. მის ინტერესებს წამროადგენს: კლიმატის სამართლიანობა, კლიმატისახდა გარემოსდაცვითი პოლიტიკა, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და მასთან დაკავშირებული ფინანსები, გავითარების თეორიები, დეკოლონიალიზმი და გენდერული სამართლიანობა.

???? მოუსმინეთ ეპიზოდს სრულად:
???? იხილეთ პოდკასტის სრული ტექსტი ქართულად: https://shorturl.at/ehuP4

ჩემი ხმა ისმის?“ ფემინისტური პოდკასტების პლატფორმაა ყველასთვის, ვინც იზიარებს თანასწორობის იდეას, აქვს სათქმელი, ან მზადაა, სხვებს მოუსმინოს. პლატფორმა შექმნილია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF Georgia) საქართველოს“ მიერ, საერთაშორისო ოფისის (WECF International) მხარდაჭერით.

In this final episode of our podcast series on Eco migrants, we delve into the critical importance of addressing climate change disasters both locally and internationally, highlighting the recent disaster in Guria, Georgia. On September 8, 2023, a flood and landslide caused great damage in Guria, affecting numerous villages and displacing hundreds of families. Despite official estimates, the true extent of the damage was far greater, with widespread destruction of homes, infrastructure, and livelihoods.

Mariam Devadze and Ani Muradashvili visited Guria in December, conducting focus groups and recording podcasts with eco migrant women directly impacted by the disaster. Conversations with the eco-migrant women revealed systematic gaps in Georgia’s climate disaster management, underscoring the urgent need for comprehensive approaches to address such crises at both national and international levels.

Our podcast project “Can You Hear My Voice?”, and its latest series about the eco migrant women funded by WECF International, has shed light on the challenges faced by eco migrant women in Georgia, emphasizing the need for concerted action. As we conclude this series, we urge listeners to recognize the interconnectedness of local and international responses to climate change, emphasizing the importance of collective action in building a more resilient future for all.

The authors of the podcast:

Ani Muradashvili – Gender researcher. Her areas of interest are: women’s rights, special focus on the rights of ethnic minority women, gender and intersectionality, ethno-nationalism and ecofeminism. Ani works for WECF Georgia as a researcher and project coordinator, she is the coordinator of the podcast project.

Mariam Devidze – Climate and Environment researcher. Her interests include climate justice, climate-friendly environmental policy, climate change adaptation and climate financing, development theories, decolonialism, and gender justice.

???? Listen to the full episode here:

“Can You Hear My Voice?” is a feminist podcast platform for anyone who shares the idea of equality, has something to say, or is willing to listen. The platform was created by “Women Engage for a Common Future (WECF) Georgia” with the support of the International Office (WECF International).