#10 (44) – მოპოვებითი სამუშაოების დამანგრეველი შედეგები ჭიათურის რაიონში და მოსახლეობის პროტესტი

პოდკასტის ახალი სერიის მეათე ეპიზოდში რეჟისორი, სამოქალაქო აქტივისტი და საინიციატივო ჯგუფის “სოფელ ზოდის გადასარჩენად” თანადამფუძნებელი კოტე აბდუშელიშვილი საუბრობს იმ სოციალურ-ეკონომიკურ და გარემოსდაცვით პრობლემებზე, რომლებსაც ჭიათურის მოსახლეობა ბოლო წელია აწყდება.

ამ სერიის მიწურულს, გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ყველა მოძრაობას, რომელიც შეუპოვრად იბრძვის საკუთარი გარემოს შენარჩუნებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის და გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პოდკასტში მონაწილეობისთვის. განსაკუთრებით მხნეობას და მხარდაჭერას ვუგზავნით შუქრუთის მოსახლეობას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სრული იგნორირების მიუხედავად, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად აგრძელებს ბრძოლას.

მოუსმინეთ ეპიზოდს სრულად:

„ჩემი ხმა ისმის?“ ფემინისტური პოდკასტების პლატფორმაა ყველასთვის, ვინც იზიარებს თანასწორობის იდეას, აქვს სათქმელი, ან მზადაა, სხვებს მოუსმინოს. პლატფორმა შექმნილია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF Georgia) საქართველოს“ მიერ, საერთაშორისო ოფისის (WECF International) მხარდაჭერით.