ალტერნატიული ანგარიში გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტისთვის
2023 წლის 5 იანვარს ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს ოფისმა გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2 ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა.
ანგარიში მოიცავს სექსუალური ძალადობის თაობაზე როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში არსებული სიტუაციის შეფასებას და ხარვეზებს. ანგარიშში შეფასებულია სახელმწიფოს პოლიტიკა სექსუალური ძალადობის საქმეებზე, ასევე ბავშვთა ქორწინების, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ფორმის, წინაღმდეგ. ანგარიშის მთავარი რეკომენდაციები ეხება, როგორც, საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებას, ისე, პრაქტიკული და პროცედურული კუთხით გაუმჯობესების აუცილებლობას სექსუალური ძალადობისა და ბავშვთა ქორწინებასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე; ვინაიდან, (1) სექსუალური ძალადობის დანაშაულების სისხლის სამართლებრივი დეფინიცია და განსაზღვრული სასჯელები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა სამართლით დადგენილ სტანდარტს; (2) ამგვარი ტიპის საქმეების გამოძიებისას ვლინდება ნაკლოვანებები, მათ შორის, გენდერული სტერეოტიპები & დისკრიმინაცია და დაზარალებულისთვის მომეტებული მტკიცების ტვირთის დაკისრება. დამატებით, ანგარიშში ასევე განხილულია სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მოწყვლადი ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხი.
ანგარიში წარდგენილია შემდეგ ორგანიზაციებთან ერთად: Equality Now; Union Sapari, Partnership for Human Rights (PHR), Women’s Initiatives Supporting Group (WISG), Democracy and Governance Center, Rights Georgia, Georgian Democracy Initiative (GDI), Coalition for Independent Living (CIL), Georgian Young Lawyers’ Association (GYLA), Women’s Information Center (WIC), Human Rights Center (HRC), and Changes for Equal Rights (CER).