ორგანიზაცია – „ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო” (WECF Georgia) – აცხადებს კონკურსს „მედია თანასწორობისთვის 2023″, რათა დღის წესრიგში დააყენოს გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში.
კონკურსის „მედია თანასწორობისთვის” წესები ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და მხარს უჭერს ეთიკურობასა და გენდერულ მგრძნობელობას ქართულ მედიაში.
განაცხადის გამოგზავნისას გაითვალისწინეთ, რომ:
- ერთ აპლიკანტს ნამუშევრის გამოგზავნა შეუძლია მხოლოდ ერთ საპრიზო კატეგორიაში. ნამუშევრის წარდგენა შეუძლიათ როგორც თავად ავტორებს, ისე – გამომცემლებსა და რედაქტორებს.
- ჯგუფური ნაშრომი მიიღება იმ შემთხვევაში, თუკი ჯგუფის ყველა წევრის ვინაობა მითითებულია აპლიკაციის ფორმაში.
- მონაწილეები უნდა იყვნენ მინიმუმ 16 წლის, საქართველოს მოქალაქეები/მუდმივი მაცხოვრებლები.
- ნამუშევარი უნდა იყოს დაბეჭდილი, სატელევიზიო ეთერში გასული, გამოქვეყნებული და შესრულებული (ინსტალაციისა და ქუჩის მხატვრობის შემთხვევაში) 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 15 ოქტომბრამდე.
- კონკურსზე წარდგენილი ნამუშევრები უნდა იყოს გამოქვეყნებული საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ მედია საშუალებებში, გამოცემებში ან პლატფორმებზე (აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩათვლით). ასევე, ნამუშევრები შესაძლოა გამოქვეყნებული იყოს ეთნიკური უმცირესობების ენებზე, თუმცა საკონკურსოდ უნდა გამოიგზავნოს ამ ნამუშევრების ქართულად ნათარგმნი სრული ვერსიები ან ანოტაციები.
- გამოგზავნილი მასალა უნდა იყოს მომზადებული გენდერული თანასწორობის პერსპექტივიდან, რომელიც ეხმიანება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ამასთანავე, ხაზს უსვამს ჟურნალისტურ უნარებს, კრეატიულობასა და ინოვაციურობას.
- ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი, 2023 წელი. გაითვალისწინეთ, რომ დაგვიანებით მიღებული აპლიკაციები არ განიხილება.
- აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს:
გაფრთხილება:
ორგანიზაცია – „ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო” (WECF – Georgia) ევროკავშირთან ერთად, იტოვებს უფლებას ნაწილობრივ ან მთლიანად გამოიყენოს საკონკურსო ნაშრომები პრეზენტაციისა და მედია მასალებისთვის, საავტორო უფლებების დაცვით. ნაშრომები შესაძლებელია იყოს კვლავწარმოებული ნებისმიერი ფორმით, #მედიათანასწორობის დაჯილდოებისა და WECF Georgia-ს სხვა აქტივობების პოპულარიზაციისთვის, ავტორთან შეთანხმებით,
განცხადების გამოგზავნით, მონაწილე ეთანხმება იმას, რომ მან წაიკითხა და გაიგო კონკურსის წესები და პირობები.
ჟიურისა და WECF გუნდის წევრებს, ასევე პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრომლებს ეზღუდებათ უფლება მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ კონკურსში.