ხშირად დასმული კითხვები
1. როგორ გამოვგზავნო განაცხადი?
ეწვიეთ ჩვენი ორგანიზაციის ვებგვერდს და ჩამოტვირთეთ სააპლიკაციო ფორმა. გამოაგზავნეთ სათანადოდ შევსებული განაცხადის ფორმა ელ.ფოსტაზე: media4equality@wecf.org
2. რამდენი განაცხადის წარდგენა შემიძლია ერთი კატეგორიის ფარგლებში?
მხოლოდ ერთის.
3. შემიძლია, თუ არა განაცხადი გამოვგზავნო ერთზე მეტ კატეგორიაში?
არა, თითოეულ კანდიდატს განაცხადის გამოგზავნა შეუძლია მხოლოდ ერთ კატეგორიაზე.
4. შემიძლია თუ არა განაცხადის გამოგზავნა, თუ ჩემი ნამუშევარი არ არის ქართულ ენაზე?
Შეგიძლიათ თქვენი ნამუშევარი წარმოადგინოთ ინგლისურ ან ეთნიკური უმცირესობების ენებზე (მათ შორის აფხაზურად და ოსურად), თუ ნამუშევარი გამოქვეყნებულია საქართველოში, მაგრამ აუცილებელია, რომ კონკურსში გამოგზავნილი ნამუშევარი იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე.
5. რა არის განაცხადის გამოგზავნის ძირითადი კრიტერიუმები?
განაცხადი რომ გამოაგზავნოთ, უნდა იყოთ მინიმუმ 18 წლის, ეროვნული ან რეგიონალური ტელე/რადიოს წარმომადგენელი, კონტენტის შემქმნელი, ბლოგერი, ვლოგი, რომელიც მუშაობს ფემინიზმისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე და აქვს ნამუშავერი ქალთა გაძლიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გაეცანით სრულ ინფორმაციას კრიტერიუმების შესახებ აქ: ”ვის შეუძლია გამოგზავნოს განაცხადის ბმული”
6. შემიძლია, თუ არა განაცხადის გამოგზავნა, თუ ჩემი ნამუშევარი გამოქვეყნებულია მხოლოდ ვებსაიტზე?
დიახ, ამ შემთხვევაში თქვენ ნამუშევარი განიხილება ბლოგერის / ვებსაიტის შემქმნელთა კატეგორიაში. კატეგორია III – საუკეთესო სოციალური მედია და/ან ვებგვერდის კონტენტის შემქმნელი, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ გაძლიერებას დაბალანსებული და გენდერულად მგრძნობიარე თხრობის გზით
7. როდის უნდა იყოს გამოქვეყნებული ჩემი ნამუშევარი კონკურსში დასაშვებად?
ნამუშევარი უნდა იყოს დაბეჭდილი/ტელევიზიით გადაცემული/ გამოქვეყნებული ერთი წლის განმავლობაში განაცხადების მიღების ბოლო ვადამდე, ანუ 2021 წლის 11 ნოემბრამდე
8. რა ინფორმაცია უნდა შევავსო?
აქ მოცემულია სრული ინფორმაცია განაცხადის გამოგზავნის კრიტერიუმებისა და თუ, როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი.
9. სად გამოვგზავნო განაცხადი?
განაცხადის გამოგზავნა შეგიძლიათ ჩვენი ვებსაიტისა და ელ.ფოსტის მეშვეობით: media4equality@wecf.org
10. შემიძლია, თუ არა განაცხადის გამოგზავნა ელ.ფოსტის მეშვეობით?
დიახ, მაგრამ დარწმუნდით, რომ გაეცანით პირობებს სრულად, თუ როგორ უნდა გამოგზავნოთ განაცხადი აქ და გამოაგზავნეთ სათანადოდ შევსებული განაცხადის ფორმა დამატებით დოკუმენტებთან ერთად შემდეგ ელ.ფოსტაზე media4equality@wecf.org
გაფრთხილება: ნაწილობრივ შევსებული განაცხადი არ განიხილება
11. როდის არის განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა?
10 ნოემბერი, 2021 წელი
12. უნდა გამოვაგზავნო, თუ არა ჩემი ნამუშევრის მოკლე აღწერა?
დიახ, უნდა დაურთოთ თქვენი ნამუშევარის მოკლე აღწერა (სტატია, ბლოგი/ვლოგი, ვიდეო, ფოტო, გრაფიტი და ა.შ.) თქვენსავე აპლიკაციას. შესაბამისი ველი ჩვენს განაცხადის ფორმაში შეგიძლიათ ნახოთ.
13. ვინ შეაფასებს ჩემს ნამუშწვარს?
ჟიური, რომელიც დაკომპელქტებული იქნება მედია და გენდერის ექსპერტებისგან. პროცესის გამჭვირვალეობის მიზნით და, ასევე, მიკერძოების თავიდან ასარიდებლად ჟიურის წევრების ვინაობა გასაიდუმლოებული იქნება გამარჯვებულების გამოვლენამდე.
14. როდის გამოცხადდება კონკურსის გამარჯვებულები?
2021 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.
15. გამარჯვების შემთხვევაში რას მივიღებ ჯილდოდ?
თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით – 1500 ევროს ექვივალენტი ლარში.
16. ვის დავუკავშირდე დამატებითი კითხვების შემთხვევაში?
გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს ელ.ფოსტაზე: media4equality@wecf.org
17. შემიძლია თუ არა მონაწილეობა მივიღო დაჯილდოებაში, იმ შემთხვევაში თუკი ჩემი ნამუშევარი უკვე დაჯილდოებულია სხვადასხვა ორგანიზაციის/პრიზის მიერ?
დიახ, შეგიძლიათ.