პროექტი SENSE
ევროპას სჭირდება უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს მეცნიერებასთან დაკავშირებულ სექტორებში. ევროპული უნარების დღის წესრიგის მიხედვით, მხოლოდ „ყოველი მეხუთე ახალგაზრდა იღებს უმაღლეს განათლებას STEAM-ის დარგში“, სადაც ქალების რაოდენობა მამაკაცების რაოდენობაზე 50% ნაკლებია. ევროპას, ასევე, სჭირდება მეცნიერების მცოდნე საზოგადოება და გამოცდილი მუშახელი, რათა წარმატებით გაუმკლავდეს გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს, ისწავლოს ციფრული ტექნოლოგიების ინფორმირებული გამოყენება და წინააღმდეგობა გაუწიოს დეზინფორმაციას და ყალბი ამბების კამპანიებს.
SENSE. პროექტი მიზნად ისახავს გაზარდოს საზოგადოების ინტერესი მეცნიერებისადმი, ხელოვნებისა და ესთეტიკის კომბინირების გზით STEAM განათლებაში, შეცვალოს თუ როგორ ისწავლება STEAM საგნები ევროპაში. Horizon Europe-ის მიერ დაფინანსებული ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის, 17 წევრისგან შემდგარი კონსორციუმი აერთიანებს ევროპის 14 ქვეყანას. კონსორციუმი შედგება ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან, კვლევითი ცენტრებისგან, ბიზნესებისგან, პოლიტიკის შემქმნელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან; წევრების ექპერტიზა ფართოა და მოიცავს მდგრადობას, გენდერულ მგრძნობელობას, ციფრულ ტექნოლოგიებს, ჯანმრთელობას, სამუშაო მზადყოფნას, ხელოვნებასა და დიზაინს.
პროექტი მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო საგზაო რუკის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერებისა და სამეცნიერო განათლების მქონე მოქალაქეებისა და პროფესიონალების ჩამოყალიბებას. ასევე, ხაზს უსვამს მიმდინარე სამეცნიერო განათლების მოძველებულ აღქმებს თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს მეცნიერება, წარმოაჩენს დარგთან დაკავშირებულ გენდერულ სტერეოტიპებს, და მიზნად ისახავს ხელოვნების, სოციალური ინკლუზიისა და სივრცითი დიზაინის, როგორც მისი ძირითადი კომპონენტების ინტეგრირებას. SENSE. დააარსებს 13 "STEAM ლაბორატორიას" მთელ ევროპაში, რათა განავითაროს და შეაფასოს 'SENSE.-ის მიდგომა' STEAM საგნებისადმი და ასევე, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, მასწავლებლებთან, ბიზნესთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.
პროექტს საქართველოში ახორციელებს WECF საქართველო. საქართველოში გოგონები და ქალები აწყდებიან ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის მათ კარიერულ განვითარებას STEM-ს დარგში. ეს ბარიერები გამოწვეულია საზოგადოებაში არსებული კულტურული და გენდერული სტერეოტიპებით, განყენებული ცნებებითა და კაცის მიერ სამუშაო გარემოს დომინირებით. ამგვარად, ეს პროექტი საქართველოს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას განავითაროს ახალი მეთოდები STEAM განათლების ხელშეწყობისთვის სკოლებსა და საზოგადოებაში, სივრცეებისა და კავშირების შექმნით და 13-დან ერთ-ერთი „STEAM ლაბორატორიის" განხორციელებით. ეროვნული დიალოგი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს საქართველოში „STEAM განათლების ახალი ევროპული რუკა“ 2023 წლის ბოლოდან შევა აქტიურ ფაზაში. ევროპის მასშტაბით, WECF საქართველო პასუხისმგებელია პროექტის ყველა ასპექტში გენდერული კომპონენტის ინტეგრირებაზე.
„STEAM Education-ის ახალი ევროპული საგზაო რუკა“ არის STEAM-ის სწავლების ახალი მეთოდი მომავალი განმანათლებლებისა და მოსწავლეების მხარდასაჭერად - იქნება ეს კლასში, მუზეუმში თუ საბურღ მოწყობილობაზე. შეიქმნება ციფრული ცენტრი, სადაც ყველა ასაკისა და წარმომავლობის პრაქტიკოსებს ევროპის მასშტაბით წვდომა ექნებათ აპრობირებულ საგანმანათლებლო პრაქტიკაზე, რათა გაზარდონ მათი ჩართულობა STEAM განათლებაში.
პროექტი 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და ის სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ევროპულმა მულტიდისციპლინურმა კონსორციუმმა STEAM განათლების საგზაო რუკის შემუშავებისთვის ევროკავშირის დაფინანსება მიიღო
ევროპული უნარების დღის წესრიგის მიხედვით, მხოლოდ „ყოველი მეხუთე ახალგაზრდა იღებს უმაღლეს განათლებას STEM-ის დარგში, სადაც ქალების რაოდენობა კაცებისაზე 50%-ით ნაკლებია.
SENSE. პროექტი მიზნად ისახავს გაზარდოს საზოგადოების ინტერესი მეცნიერებისადმი, ხელოვნებისა და ესთეტიკის კომბინირების გზით STEAM განათლებაში, ასევე, შეცვალოს STEAM საგნების სწავლების მეთოდები ევროპაში. Horizon Europe-ის მიერ დაფინანსებული ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის 17 წევრისგან შემდგარი კონსორციუმი აერთიანებს ევროპის 14 ქვეყანას. კონსორციუმი შედგება ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან, კვლევითი ცენტრებისგან, ბიზნესებისგან, პოლიტიკის შემქმნელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან; წევრების ექპერტიზა ფართოა და მოიცავს მდგრადობას, გენდერულ მგრძნობელობას, ციფრულ ტექნოლოგიებს, ჯანმრთელობას, სამუშაო მზადყოფნას, ხელოვნებასა და დიზაინს.
პროექტს საქართველოში ახორციელებს „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო“. საქართველოში გოგოები და ქალები აწყდებიან ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის მათ კარიერულ განვითარებას STEAM-ის დარგში. ეს ბარიერები გამოწვეულია საზოგადოებაში არსებული კულტურული და გენდერული სტერეოტიპებით, განყენებული ცნებებითა და სამუშაო გარემოში კაცების დომინირებით. ამგვარად, ეს პროექტი საქართველოს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, განავითაროს ახალი მეთოდები STEAM განათლების ხელშეწყობისთვის სკოლებსა და საზოგადოებაში, სივრცეებისა და კავშირების შექმნით და 13-დან ერთ-ერთი „STEAM ლაბორატორიის" განხორციელებით. ეროვნული დიალოგი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს საქართველოში „STEAM განათლების ახალი ევროპული რუკა“ 2023 წლის ბოლოდან შევა აქტიურ ფაზაში. ევროპის მასშტაბით, WECF საქართველო პასუხისმგებელია პროექტის ყველა ასპექტში გენდერული კომპონენტის ინტეგრირებაზე.
პროექტი 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და ის სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება Horizon Europe-ის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში”
„ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო” მედიის განვითარების ფონდთან (საქართველო) და კვლევით - საკონსულტაციო ორგანიზაციასთან - „სოციოსკოპი” (სომხეთი) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს - „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, „სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა.
პროექტი მიზანად ისახავს, მხარი დაუჭიროს კავკასიის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლას პლურალიზმისთვის , რაც მდგარდი განვითარების მე-5 და მე-16 პუნქტების ხელშეწყობას ითვალისწინებს. კავკასიის რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მჭიდრო თანამშრომლობის განსაკუთრებული საჭიროებაა მედიასთან, გენდერულ ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოებებთან. პროექტის მთავარი მიზანია გააძლიეროს თანამშრომლობა გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და მედიებს შორის, კავკასიის რეგიონსა და გერმანიაში, რომ ერთობლივად დაუპირისპირდნენ ანტიგენდერულ დეზინფორმაციას და მოძებნონ მათი თავიდან აცილების გზები.
კავკასიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში მზარდი საინფორმაციო ომებისა და ამჟამინდელი სოციალურ-პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, აღნიშნული პროექტიის მიზანია გავაზიაროთ საინფორმაციო ინსტრუმენტები, ეთიკური მედიაგაშუქების პრაქტიკები და შევიმუშავოთ სტრატეგიები ყალბი ამბების, ანტიგენდერული კამპანიებისა და მოწყვლადი ჯგუფებისადმი მიზანმიმართული ონლაინ თავდასხმების წინააღმდეგ.
პროექტის ფარგლებში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები და მედიის წარმომადგენლები გაივლიან ტრენინგს ეთიკური, ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე მედია გაშუქების, ფაქტების შემოწმებისა და წყაროს გადამოწმების მნიშვნელობაზე. (მომავალი) ჟურნალისტებისთვის შეიქმნება ეთიკური გაშუქების გზამკვლევი, რომელიც აღწერს თუ როგორ გააშუქონ ქალების, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების საკითხები. გარდა ამისა, ჟურნალისტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის მომზადდება საინფორმაციო ვიდეორგოლები, რომლებიც გაიზიარებენ ეთიკური გაშუქების ძირითად სტანდარტებს.
პარტნიორები, „სოციოსკოპი" და „მედიის განვითარების ფონდი", განახორციელებენ კვლევასა და მედია მონიტორინგს ეთიკური გაშუქების შესახებ საქართველოსა და სომხეთში. შედეგები იქნება წარმოდგენილი და გაანალიზებული რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც უმასპინძლებს რეგიონული მედიის მენეჯერებს, ადგილობრივ და რეგიონულ ორგანიზაციებს, რათა გაცვალონ სტრატეგიები და ხედვები პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სხვადასხვა მედია პლატფორმებისა და ორგანიზაციების წახალისება, ასევე მათი ეთიკური და გენდერულად მგრძნობიარე მედია პროდუქტების მხარდაჭერა. ამიტომ, „ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო", უკვე მეორედ მოაწყობს მედია დაჯილდოებას #მედიათანასწორობისთვის 2022, რათა ხელი შეუწყოს და წაახალისოს გენდერულად მგრძნობიარე, ინკლუზიური და ეთიკური მედია გაშუქება ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, ბლოგერებს, მედია პლატფორმებს, სოციალური მედიის კონტენტის შემქმნელებსა და მომავალ ჟურნალისტებს შორის.
პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი - დეკემბერი 2022
პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ფემინისტური პოდკასტების სერია - WECF საქართველოს ახალი პროექტი
საერთაშორისო ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო" იწყებს ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ფემინისტური პოდკასტების სერიის შექმნას. პროექტი ხელს შეუწყობს ფემინიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების სფეროში საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების შემცირებას. ასევე, შექმნის პლატფორმას ადგილობრივი აქტივისტებისა და ახალგაზრდა ფემინისტებისთვის, რათა ფემინისტური ღირებულებების შესახებ ფართო აუდიტორიას ხმა მიაწვდინონ.
პროექტი ხორციელდება თბილისსა და საქართველოს ორ რეგიონში - გურიაში და კახეთში. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს 7 ადგილობრივი აქტივისტის დატრეინინგებას პოდკასტების შექმნის ტექნიკებზე. ვორქშოფს ჩაატარებს კონსტან ლეონი - რადიო ჟურნალისტი და საფრანგეთის ეროვნული რადიოს „საფრანგეთის საერთაშორისო რადიო (RFI)“ კორესპონდენტი სომხეთში. ასევე, ის არის Jouïr პოდკასტის თანაავტორი.
ვორქშოფის მონაწილეები, ინტენსიური პრაქტიკული სემინარის განმავლობაში, მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პოდკასტების შექმნის შესახებ ტრენინგის გავლის შემდგე, მათ საშუალება მიეცემათ მოამზადონ 5-30 წუთიანი პოდკასტი, ისეთ მრავალფეროვან თემებზე, როგორიცაა:
- ქალის სექსუალობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები;
- ქალთა შრომითი უფლებები, გენდერი და მიგრაცია;
- გენდერი და კლიმატი;
- ფემინიზმის ისტორია საქართველოში;
- გენდერული საკითხების ეთიკური გაშუქების სტანდარტები;
- შშმ ქალები და გენდერი;
- პოლიტიკური ჩართულობა და ამომრჩეველ ქალთა საარჩევნო ძალა;
- რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები და ფემინიზმი;
- ომის გენდერული ასპექტები.
საკითხის ექსპერტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტრენინგს და მოამზადებენ პოდკასტებს, შესაძლებლობა მიეცემათ პროექტში მონაწილეობა მენტორის სტატუსით გააგრძელონ. შერჩეული მენტორები ჩაუტარებენ ტრენინგს 20 ახალგაზრდას კახეთისა და გურიის რეგიონებში (10 ახალგაზრდა თითოეულ რეგიონში), ასწავლიან მათ პოდკასტების შექმნის ტექნიკას და დაეხმარებიან საკუთარი პოდკასტების მომზადებაში.
პროექტის განმავლობაში შეიქმნება 27 პოდკასტი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის იქნება გამიზნული და გამოქვეყნდება შემდეგ პლატფორმებზე: Spotify, iTunes, YouTube და Soundcloud. ასევე, გაზიარდება ორგანიზაციის ვებგვერდის wecf.ge და სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით. პოდკასტები იქნება მოკლე და ადვილად მოსასმენი და შეეხება ისეთ თემებს, რომლებიც საინტერესო და რელევანტურია ახალგაზრდებისა და საზოგადოების სხვა წევრებისთვის. პოდკასტები შეიქმნება ქართულ ენაზე.
პროექტის ხანგრძლივობა: ოქტომებრი, 2022 - ივნისი, 2023
პროექტი ხორციელდება „ქალები საერთო მომვალისთვის (WECF)” საერთაშორისო ოფისის მხარდაჭერით.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეარჩიეს სახალხო დამცველობის კანდიდატები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ
საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, გაეროს პარიზის პრინციპების, ვენეციის პრინციპებისა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (CM/Rec(2021)1) მოთხოვნების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევა მოხდეს ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები.
ასევე, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს, პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
ტრადიციულად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყოველთვის მონაწილეობდნენ იმ დისკუსიებსა თუ განხილვებში, რომელსაც სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ითვალისწინებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფართო, წარმომადგენლობითი და დემოკრატიული პროცესისა და კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად შევიმუშავეთ ომბუდსმენობის კანდიდატობის ნომინირების წესი და ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი სახალხო დამცველი.
სამოქალაქო ორგანიზაციები სახალხო დამცველის თანამდებობაზე მხარს ვუჭერთ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ როგორც კომპეტენტურობის, ისე პიროვნული მახასიათებლების შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
- აქვს კომპეტენცია დაიცვას ყველა ადამიანის უფლება და ამ სფეროში მუშაობის, სულ მცირე, 5 წლის გამოცდილება;
- აკმაყოფილებს დამოუკიდებელობისა და მიუკერძოებელობის პრინციპებს;
- შეესაბამება უფლებადამცველის საერთაშორისოდ აღირებული განმარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- სულ მცირე ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და არ ეკავა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა;
- ხასიათდება მაღალი მორალით, რეპუტაციითა და კეთილსინდისიერებით;
- აქვს მართვისა და თანამშრომლობის უნარები და გამოცდილება, რომელიც ეფუძნება არადისკრიმინაციულ მიდგომასა და თანასწორობის პრინციპს.
სწორედ აღნიშნულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველის პოსტზე მხარს ვუჭერთ ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს და მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ წარუდგინონ ისინი საქართველოს პარლამენტს.
ჩვენ უზრუნველვყოფთ საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს, რათა ფართო საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება გაიცნოს სახალხო დამცველობის კანდიდატები და მოისმინოს მათი ხედვები. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათ მოახდინონ აღნიშნული კანდიდატების ნომინირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევხვდეთ ყველა საპარლამენტო პარტიას.
ტრადიციულად, საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური და პარტიებთან არააფილირებული სახალხო დამცველები და უკიდურესად მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა მომავალშიც.
სახალხო დამცველობის კანდიდატების კრიტერიუმების შემუშავებისა და მათი შერჩევის პროცესში ჩართულნი იყვნენ შემდეგი ორგანიზციები:
- კავშირი “საფარი”;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)’
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- დემოკრატიის მცველები;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
- თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT);
- ქალთა მოძრაობა;
- სოლიდარობის მუზეუმი;
- გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკო";
- დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი;
- კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL);
- საქართველოს ღია საზოგადოება ფონდი (OSGF);
- სოლიდარობის თემი;
- ასოციაცია “ანიკა”;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
- ლიბერალური აკადემია;
- “ტოლერანტი” - სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია;
- ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- უფლებები საქართველო;
- დემოკტრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
- მწვანე ალტერნატივა;
- მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
- ფონდი აურეს;
- მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება;
- მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD);
- დემოკრატიის ინდექსი საქართველო;
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
- Grlz wave;
- თბილისი პრაიდი;
- პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის;
- Youthidentoba;
- მოძრაობა “სირცხვილია”;
- სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
- მედიის ინსტიტუტი;
- პლატფორმა “სალამი”;
- ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
- თანასწორობის მოძრაობა;
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Georgian Court Watch);
- კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი;
- დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი (DGC);
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი;
- ქალთა ფონდი საქართველოში;
- ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი.
ცვლილებები ორგანიზაციის მენეჯმენტში
„ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველოს" ოფისის მენეჯმენტში ცვლილებები გვაქვს.
ამიერიდან ორგანიზაციას ანნა სამველთან ერთად იდა ბახტურიძეც უხელმძღვანელებს. ისინი ორგანიზაციის თანადირექტორები იქნებიან.
იდა ბახტურიძე ორგანიზაციასთან 2013 წლიდან თანამშრომლობს და 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ოფისის გენდერული პროგრამების კოორდინატორი იყო.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ KutaisiToday.ge-ის მიერ მე-7 პრინციპის დარღვევა დაადგინა
2022 წლის 23 ივლისს და 2022 წლის 2 აგვისტოს KutaisiToday.ge-მ გამოაქვეყნა პოსტები, რომელთა შესახებაც „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველომ" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. WECF მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებამ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული პოსტებით ხელი შეუწყო მიზოგინიის და გენდერულად სტერეოტიპული აზროვნების ტირაჟირებას. დისკრიმინაციული კონტენტის დამაზიანებელ ეფექტზე პოსტებზე დაწერილი კომენტარებიც მეტყველებდა. შესაბამისად, მედიასაშუალების საქმიანობა სრულად ეწინააღდეგება თანასწორობის პრინციპებს, უხეშად ლახავს ადამიანის უფლებებს და არ იცავს ეთიკური გაშუქების სტანდარტებს.
ქარტიამ მიმართვის საფუძველზე მე-7 პრინციპის დარღვევა დაადგინა, რაც გულისხმობს: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
დეტალურ ინფორმაციას გადაწყვეტილების შესახებ გაეცანით ბმულზე.
რატომ უნდა იყოს აბორტი ლეგალური? - 5 მთავარი მიზეზი
აბორტის ხელმისაწვდომობა ქალის ჯანმრთელობის აუცილებელი კომპონენტია. ქალის არჩევანი, როდის ჰყავდეს და ჰყავდეს თუ არა შვილი, პირდაპირაა კავშირში მის ეკონომიკურ განვითარებასთან, განათლებასთან და ზოგად ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან.
ამ არჩევნის მოწინააღმდეგეები, სამწუხაროდ, ხშირად იყენებენ ქალების ჯანმრთელობასა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს აბორტის აკრძალვის გამართლებად. თუმცა, აბორტი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროცედურაა, როცა ის სანიტარულ გარემოში ტარდება გამოცდილი პროფესიონალის მიერ.
2022 წლის ივნისში ამერიკაში გაუქმდა Roe v. Wade გადაწყვეტილება და აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ თითოეულ შტატს მისცა ინდივიდუალური თავისუფლება, შეზღუდოს ან სრულად გააუქმოს აბორტის უფლება. შედეგად, მილიონობით ქალის ცხოვრება შეიცვალა და ისინი ივნისიდან ცხოვრობენ შტატში, სადაც აბორტი სრულად ან ნაწილობრივ აკრძალულია.
ამ სტატიაში გაიგებთ, თუ რატომ არ აქვს გავლენა აბორტის აკრძალვას ჩატარებული პროცედურების რაოდენობაზე, რატომაა ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციული და რა ტიპის საფრთხეებს უქმნის ის განსაკუთრებით დაბალი სოციალური კლასის, ფერადკანიან, თინეიჯერ ქალებსა და გოგოებს.
ადამიანები იკეთებენ აბორტს, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს კანონი
ორსულობის შეწყვეტა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადაწყვეტილებაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი იღებს - ყოველწლიურად ორსულობების მეოთხედი აბორტით მთავრდება.
და მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს კანონი, ადამიანებს მაინც სჭირდებათ, ეძებენ და პოულობენ აბორტის სერვისს. გუთმახერის ინსტიტუტის (ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მუშაობს) მიხედვით, აბორტის მაჩვენებელი ყოველ 1000 ადამიანზე 37-ია ისეთ ქვეყნებში, სადაც აბორტი სრულად, ან ნაწილობრივაა აკრძალული. ხოლო ქვეყნებში, სადაც აბორტი ლეგალურია, ეს რიცხვი 34-ია.
როცა აბორტი გამოცდილი, პროფესიონალი ექიმის მიერ ტარდება, სანიტარულ პირობებში, ის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთო პროცედურაა, იმაზე უსაფრთხო, ვიდრე ორსულობა და მშობიარობა.
მაგრამ როცა სახელმწიფო აბორტზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს, ადამიანები იძულებულნი ხდებიან მიმართონ აბორტის იატაკქვეშა, საფრთხის შემცველ გზებს. ეს ძირითადად ღარიბი მოსახლეობაა, რომელსაც არ აქვს საშუალება, ისეთ ქვეყანაში წავიდეს, სადაც აბორტი ლეგალურია. ამას კი შემდეგ საკითხამდე მივყავართ.
აბორტის კრიმინალიზება არ ამცირებს ჩატარებული პროცედურების რაოდენობას, ის აბორტს ნაკლებად უსაფრთხოდ აქცევს
ქალებისა და გოგოებისთვის აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არ ნიშნავს, რომ ისინი ამ სერვისს აღარ საჭიროებენ. სწორედ ამიტომ, აბორტის აკრძალვის ყოველი მცდელობა არაფერს აკეთებს ჩატარებული პროცედურების რაოდენობის შემცირებისთვის, ის უბრალოდ აიძულებს ადამიანებს რომ საფრთხის შემცველ მეთოდებსა და გარემოებებს მიმართონ.
საფრთხის შემცველ აბორტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ასე განმარტავს: „არასასურველი ორსულობის შეწყვეტის პროცედურა, რომელიც ტარდება არაკვალიფიციური ადამიანების მიერ ან ისეთ გარემოში, რომელიც არ აკმაყოფილებს მინიმალურ სამედიცინო სტანდარტსაც კი, ან ორივე."
WHO-ს მიხედვით, 25 მილიონი საფრთხის შემცველი აბორტის პროცედურა ტარდება, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა განვითარებად ქვეყნებშია ჩატარებული.
ლეგალური, პროფესიონალი მედიკოსის მიერ ჩატარებული აბორტის პროცედურისგან განსხვავებით, საფრთხის შემცველი აბორტი შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ეს იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ საფრთხის შემცველი აბორტის პროდეცურა ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რიგით მესამე მიზეზია მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, WHO-ს მიხედვით, მილიონობით ადამიანს აყენებს, ძალიან ხშირად თავიდან არიდებადი, ფიზიკური შეზღუდვის წინაშე.
აქვე, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ამერიკის მაგალითი Roe v. Wade-ის მიღების შემდეგ: 1973 წლიდან ორსულობასთან დაკავშირებულმა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მკვეთრად იკლო. აბორტის შედეგად სიკვდილის მაჩვენებელი ყოველ მილიონ ადამიანზე 40-დან (1970 წლის მაჩვენებელი) 8-ზე ჩამოვიდა (1976 წლის მაჩვენებელი). 1975 წელს სიკვდილიანობა ლეგალური აბორტის პროცედურის მიზეზით 100,000 ადამიანზე სამი იყო, ხოლო 1976 წელს იგივე მაჩვენებელი 1 გახდა.
აბორტის უფლების ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვა ხელს უშლის ექიმებს, რომ პაციენტს საბაზისო დახმარება გაუწიონ
აბორტის უფლების ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვა ხელს უშლის ექიმებს თავიანთი საქმის პროფესიონალურად შესრულებასა და თავიანთი პაციენტებისთვის საუკეთესო გამოსავლის შეთავაზებაში, რაც თავისთავად ზღუდავს მათ სამედიცინო საქმიანობას და პროფესიული ეთიკით გათვალისწინებული პასუხისმგებლობების შესრულების შესაძლებლობას.
აბორტის კრიმინალიზება კიდევ ერთ საფრთხეს იწვევს: მედიცინის მუშაკებს შესაძლოა ზუსტად და სწორად არ ესმოდეთ კანონის საზღვრები, ან შესაძლოა შეზღუდვები დააწესონ იქ, სადაც ამას კანონი არ ითხოვს. ეს შესაძლოა რამდენიმე მიზეზით მოხდეს, მათ შორის, პირადი რწმენა-წარმოდგენები, აბორტთან დაკავშირებული სტიგმა, ქალებთან და გოგოებთან დაკავშირებული სტერეოტიპები, ან დანაშაულის ჩადენის შიში.
აბორტის აკრძალვა ავტომატურად კრძალავს აბორტის შემდგომ საჭირო სერვისების მიღების შესაძლებლობასაც, რაც ხშირად საჭიროა საფრთხის შემცველ გარემოებებში ჩატარებული აბორტის შემდეგ, გართულებების შემთხვევაში.
აბორტი მხოლოდ სისგენდერ ქალებსა და გოგოებს არ სჭირდებათ
აბორტი მხოლოდ სისგენდერ ქალებსა და გოგოებს (ქალები და გოგოები, რომლებსაც დაბადებისას მიენიჭათ მდედრობითი სქესი) არ სჭირდებათ. ამ პროცედურას ასევე საჭიროებენ ინტერსექსი ადამიანები, ტრანსგენდერი კაცები და ბიჭები და სხვა გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები, რომლებსაც დაორსულების რეპროდუქციული შესაძლებლობა აქვთ.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერი ამ ადამიანებისთვის ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობაა. თუმცა მათ, ვისაც ჯანდაცვის სერვისებზე ხელი მიუწვდებათ, უწევთ სტიგმასა და სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან გამკლავება, ასევე იმ მოსაზრებებთან ბრძოლა, რომ მათ კონტრაცეპცია და აბორტთან დაკავშირებული ინფორმაცია და სერვისები არ სჭირდებათ.
აბორტის კრიმინალიზაცია დისკრიმინაციის ფორმაა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სტიგმას
უპირველესად, უნდა გვესმოდეს, რომ ისეთი სამედიცინო და სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისის შეზღუდვა, რომელიც კონკრეტული ნიშნის მქონე ინდივიდებს სჭირდებათ, დისკრიმინაციის ფორმაა.
„გაერთიანებული ერების ქალთა მიმართ ყოველგვარი ძალადობის შემცირების კომისიამ (CEDAW)" არაერთხელ განაცხადა, რომ აბორტის ამკრძალავი კანონმდებლობა დისკრიმინაციულია ქალების მიმართ. ეს ეხება ყველა ქალს და ადამიანს, რომელსაც დაორსულება შეუძლია.
მეორე, რაც ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს არის ის, რომ აბორტის ირგვლივ არსებული სტიგმა და გენდერული სტერეოტიპები მჭიდრო კავშირშია აბორტის კრიმინალიზაციასთან და სხვა შემზღუდავ კანონებსა და პოლიტიკასთან.
გარემოს, სადაც აბორტი უკანონო და ამორალურია, მივყავართ ქალების სტიგმატიზაციასთან სამედიცინო პერსონალის, ოჯახის წევრების, სამართალდამცავი სისტემის მიერ. ასეთ გარემოში ქალები და გოგოები ეძებენ აბორტის ალტერნატიულ გზებს, რომლებიც ისევ დისკრიმინაციისა და შევიწროების რისკებს შეიცავს. ზოგიერთი ქალი აცხადებს, რომ ძალადობისა და დარცხვენის მსხვერპლი ყოფილა ექიმის მხრიდან, როცა აბორტის გასაკეთებლად ან აბორტის შემდგომ პროცედურებზე მივიდა.
და ბოლოს, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, როცა აბორტის უფლებაზე ვსაუბრობთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ:
- აბორტი ზოგად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევაა. ის უსაფრთხოა, როცა ჩატარებულია WHO-ს მიერ რეკომენდებული მეთოდებით, ორსულობის ხანგრძლივობასთან შესაბამისად და ისეთი ადამიანის მიერ, რომელსაც მისი ჩატარებისთვის აუცილებელი უნარები და ცოდნა აქვს.
- 10-დან 6 არასასურველი ორსულობა სრულდება აბორტით.
- მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული აბორტის პროცედურების 45% საფრთხის შემცველია და მათი 97% ტარდება განვითარებად ქვეყნებში.
- საფრთხის შემცველი აბორტი ხშირი - მაგრამ თავიდან არიდებადი - მიზეზია ორსულობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის. მას შეუძლია გამოიწვიოს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება და სოციალური და ფინანსური ტვირთი ქალებისთვის, საზოგადოებებისთვის და ჯანდაცვის სისტემებისთვის.
- უსაფრთხო, დროული, ფინანსურად ხელმისაწვდომი და პაციენტის პატივისცემით ჩატარებული აბორტის პროცედურის უფლების შეზღუდვა არის კრიტიკული პრობლემა ადამიანების ჯანმრთელობისა და უფლებების თვალსაზრისით.
მთავარი ფოტო: https://www.plannedparenthoodaction.org/
გამოყენებული წყაროები:
https://www.americanprogress.org/article/limiting-abortion-access-contributes-poor-maternal-health-outcomes/
https://www.amnesty.org/en/what-we-do/sexual-and-reproductive-rights/abortion-facts/
https://www.reproductiverights.org/sites/default/files/documents/pub_bp_safeandlegal.pdf
https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/abortionhttps://
www.npr.org/2022/05/06/1096676197/7-persistent-claims-about-abortion-fact-checkedhttps://
www.cfr.org/article/abortion-law-global-comparisons
„ქართული ოცნება” ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის მოშლას ცდილობს
„ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ წარმოებული აგრესიული კამპანია საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა. სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმა ქართული ოცნების მხრიდან ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გათიშვის მიზანს ატარებს, რაც ავტორიტარიზმის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა და მისი ფორმირების შეუქცევად დინებაზე მიანიშნებს.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 პუნქტიის შესრულებაზე მისსავე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მონაწილეობა დაბლოკა, რასაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჯგუფებში მუშაობის შეჩერება მოჰყვა, მმართველი პარტია სამოქალაქო სექტორს თავს დაესხა.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებაზე, მათი დახარისხება და ხელისუფლებისთვის მიუღებელ არასამთავრობო ორგანიზაციათა შავი სიის შექმნა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანეს, ევროინტეგრაციის საკითხზე დაფიქსირებული პოზიციის გამო, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა ქართულმა ოცნებამ ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი გაანეიტრალოს და ამ გზით საკუთარი დღისწესრიგით საქმიანობა გაიადვილოს.
საყურადღებოა, რომ მმართველი პარტია იმ ინდივიდებს, თუ ორგანიზაციებს ესხმის თავს რომლებიც აქტიურად აკვირდებიან ხელისუფლების საქმიანობას, აკრიტიკებენ აქამდე არსებულ სახიფათო პოლიტიკას, მოუწოდებენ ხელისუფლებას გადახედოს მის დღისწესრიგს და ევროინტეგრაციის, თუ ქვეყნის განვითარების გზაზე რეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს.
მიგვაჩნია, რომ “ქართული ოცნება” იაზრებს შედეგს თუმცა, მსგავსი რიტორიკითა და ნაბიჯებით მიზანმიმართულად ცდილობს მოშალოს ყველა ბერკეტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები და განცხადებებია მიზეზი იმისა, რაც ყოველდღიურად ბუნდოვანს ხდის საქართველოს დემოკრატიული განვითარების მომავალს, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში, რაც სრულად “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
დემოკრატიის მცველები
მედიის განვითარების ფონდი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
ევროპულ-ქართული ინსტიტუტ
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
უფლებები საქართველო
ქალები საერთო მომავლოსთვის (WECF) - საქართველო
საფარი
სამოქალაქო აქტივისტთა რეგიონული ქსელი
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD)
NGO-ები ახალი სახალხო დამცველი არჩევის პროცესის ხელშეწყობისთვის ერთიანდებიან
ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მათგან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს ეხება. კერძოდ, ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და დაცული იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად სამოქალაქო სექტორი იწყებს ომბუდსმენის კანდიდატების შერჩევის ინკლუზიურ და გამჭვირვალე პროცესს.
ქვემორე ხელისმომწერმა ორგანიზაციებმა ფართო კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ ერთობლივად შევიმუშაოთ ომბუდსმენის კანდიდატობის ნომინირების წესი და ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ომბუდსმენის კანდიდატი; საერთაშორისო სტანდარტების, კერძოდ, პარიზის პრინციპების, ვენეციის პრინციპებისა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (CM/Rec(2021)1) მოთხოვნების შესაბამისად მნიშვნელოვანია ომბუდსმენის კანდიდატის შერჩევის ინკლუზიური პროცესი. ასევე, საჭიროა შესაფერისი კანდიდატების ფართო სპექტრის წახალისება, რომელთაც აქვთ მაღალი მორალური თვისებები, შეუვალობა და შესაბამისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, მათ შორის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში. ამასთან, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სახალხო დამცველის არჩევის პროცესში, აუცილებელია სოციალური ძალების (სამოქალაქო საზოგადოების) პლურალისტური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში. საჭიროა, ფართო კონსულტაციებისს, განხილვების, შერჩევისა და დანიშვნის პროცესის ხელშეწყობა და ომბუდსმენობის აპლიკანტების შეფასება წინასწარ განსაზღვრული, ობიექტური და საჯაროდ ხელმისაწვდომი, პროფესიონალურ თვისებებსა და დამსახურებებზე დაფუძნებული კრიტერიუმების საფუძველზე.
სწორედ აღნიშნული სტანდარტების უზრუნველსაყოფად ჩვენ ვიწყებთ დაინტერესებული ორგანიზაციების მოწვევას, რომლებსაც აქვთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოცდილება და რომლებსაც ქვემორე ხელმომწერებიდან 3 ორგანიზაცია გაუწევს რეკომენდაციას. Პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად 30 აგვისტომდე უფლებადამცველებს, უფლებადამცველ ჯგუფებს და უფლებადაცვით ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ შემოგვიერთდნენ. წინადადებებით გთხოვთ, მოგვამაaრთოთ ელექტრონული ფოსტით: publicdefenderofgeorgia@gmail.com. ორგანიზაციების მიერ ომბუდსმენის კანდიდატების დასახელების წესი დეტალურად გაიწერება მას შემდეგ, რაც გაფართოებული შემადგენლობის ფორმირება დასრულდება.
სამოქალაქო სექტორის აღნიშნული გაფართოებული შემადგენლობიდან 10 სუბიექტი შეძლებს ომბუდსმენის თითო კანდიდატის დასახელებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. დასახელებული კანდიდატების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით ჩვენ ვუზრუნველყოფთ საჯარო შეხვედრებს, განხილვებსა და დისკუსიებს, რათა ფართო საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება გაიცნოს სახალხო დამცველის კანდიდატები და მათი ხედვები. აღნიშნულ კანდიდატებს ჩვენ ასევე წარვუდგენთ პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათ მოახდინონ აღნიშნული კანდიდატების ნომინირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ უფლებადამცველს, სამოქალაქო მოძრაობასა თუ ორგანიზაციას ჩაერთონ ამ კრიტიკული მნიშვნელობის პროცესში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ომბუდსმენის კანდიდატების ნომინირების პროცესის ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა. Საქართველოს ტრადიციულად ჰყავს დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიცური და პარტიებთან არააფილირებული სახალხო დამცველები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობა მომავალშიც, წინამდებარე ინიციატივაც სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება.
ხელმომწერი ორგანიზაციები (განახლებადი სია):
- საფარი;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- მედიის განვითარების ფონდი;
- დემოკრატიის მცველები;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრი;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
- თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT);
- დემოკრატიის მცველები;
- ქალთა მოძრაობა;
- სოლიდარობის მუზეუმი;
- გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკო”;
- დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი ;
- კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL);
- საქართველოს ღია საზოგადოება ფონდი (OSGF);
- სოლიდარობის თემი;
- ასოციაცია “ანიკა”;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
- ლიბერალური აკადემია;
- ტოლერანტი – სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია;
- ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- უფლებები საქართველო;
- დემოკტრატიის კვლევის ინსტიტუტი;
- თანასწორობის მოძრაობა;
- მწვანე ალტერნატივა ;
- მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
- ფონდი აურეს;
- მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება;
- თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი;
- მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD);
- დემოკრატიის ინდექსი საქართველო;
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;
- Girlz wave;
- თბილისი პრაიდი;
- პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის;
- Youthidentoba;
- მოძრაობა სირცხვილია;
- სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
- მედიის ინსტიტუტი;
- პლატფორმა სალამი;
- ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
- თანასწორობის მოძრაობა.