თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს!

დაარსების დღიდან “ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” ერთ-ერთ პრიორიტეტს მედიასთან მუშაობა და ეთიკური გაშუქებისა ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი ორგანიზებით, 2021 წლიდან იმართება ყოველწლიური მედია დაჯილდოება “მედია თანასწორობისთვის”, რომელიც ცენტრალური და რეგიონული მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წახალისებას უწყობს ხელს. ბოლო დაჯილდოების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია და ამასთანავე მედია გარემო კიდევ უფრო დამძიმდა. მედია საშუალებები, რომელთა მხარდაჭერასაც ვცდილობდით, დღეს საფრთხის ქვეშ არიან. 

2023 წელს, ჟიურისა და WECF საქართველოს გადაწყვეტილებით,  “მედია თანასწორობისთვის” სპეციალური პრიზი ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა “ნეტგაზეთი/ბათუმელებს”. „გაზეთი ბათუმელები“ ქართულ მედიაში 2001 წლიდან მოღვაწეობს, ხოლო „ნეტგაზეთი“ 2010 წელს დაარსდა. 20-ზე მეტი წლის განმავლობაში, ორივე გამოცემა გამოირჩევა ეთიკური, გენდერულად მგრძნობიარე და ჩაგრული ჯგუფების მხარდამჭერაზე ორიენტირებული გაშუქებით. დღეს არალეგიტიმური ხელისუფლების პოლიციური რეჟიმი არც მედიის შევიწროებას ერიდება. “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი საპოლიციო ძალებმა 12 იანვარს დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითწაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-7 წლით პატიმრობით ისჯება. აღსანიშნავია, რომ პირველად დაკავებისას, მზია ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, ადგილი ჰქონდა მის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. იგი ახლაც ციხეში იმყოფება და უკვე მე-12 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.   

სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს და ვითხოვთ მათ დაუყონებლივ გათავისუფლებას! ვუერთხდებით დღეს, 24 იანვარს 18:30 საათზე მარშს ჟურნალისტური ეთიკიის ქარტიასთან.  

დემოკრატია ვერ იქნება იქ, სადაც მედია ციხეშია. თავისუფლება მზია ამაღლობელს! 

 

Since its founding, Women Engage for Common Future (WECF) – Georgia has focused on collaborating with the media and promoting ethical journalism. Thus, we have been organizing – Media for Equality annual media award since 2021, encouraging ethical media coverage and recognizing ethical media products from journalists and media organizations from both central and regional outlets. However, after the most recent award, the political situation in the country and the media environment have become more challenging. Many of the media outlets we aim to support now face significant threats from the ruling party and are unable to pursuit their work.  

In 2023, the jury and WECF Georgia awarded the Media for Equality special prize to Netgazeti/Batumelebi for their outstanding efforts in advancing ethical journalism. Batumelebi has been part of Georgia’s media landscape since 2001, with Netgazeti joining in 2010. Over the years, both outlets have consistently demonstrated a commitment to ethical reporting, gender sensitivity and supporting marginalized groups.  

Unfortunately, media freedom is under increasing pressure by illegitimate government. On January 12th, Mzia Amaghlobeli, the founder and the director of Batumelebi and Netgazeti, was arrested by police and charged under the Criminal Code, for assaulting a police officer and carries a potential sentence of 4 to 7 years. During her first detention, Mzia experienced inappropriate treatment, including physical and verbal abuse. She remains in prison and has been on hunger strike for 12 days in protest.  

We stand in solidarity with Mzia Amaghlobeli and all those unlawfully detained! We demand their immediate release! Join us today, January 24, at 18:30 for the march starting at Charter of Journalistic Ethics. 

There is no democracy where the media is behind bars. Freedom for Mzia Amaghlobeli!