ჩვენი ღონისძიებები COP29-ზე
COP29-ზე, ორგანიზაცია “ქალები საერთო მომავლისთვის” WECF არაერთი ღონისძიების თანაორგანიზატორი იქნება. თუ COP29-ზე დასწრებას გეგმავთ, გიწვევთ შემოუერთდეთ ჩვენს ღონისძიებებს. იხილეთ ღონისძიებების მიმოხილვა ქვემოთ. დეტალური აღწერილობისთვის გადადით ქვემოთ ან ნახეთ ჩვენი ღონისძიებების გვერდი.
19 ნოემბერი: გენდერულად სამართლიანი ეკოლოგიური ინიციატივები: სინერგიის მშენებლობა რიოს კონვენციებში
ამ სესიის მიზანია მონაწილეების გენდერულ მართლმსაჯულებასა და რიოს კონვენციებს შორის კრიტიკული კავშირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რათა ხელი შეუწყოს დინამიურ კავშირსა და კომუნიკაციას სამოქალაქო საზოგადოებას, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს შორის.
თარიღი: სამშაბათი, 19 ნოემბერი
დრო (UTC+4): 10:15-11:15
ჩატარების ადგილი: PCCB
20 ნოემბერი: პრიზი გენდერულად სამართლიანი ეკოლოგიური ინიციატივებისთვის – დაჯილდოება
ამ ღონისძიების განმავლობაში ჩვენ წარმოგიდგენთ გამორჩეულ, ადგილობრივად ამრთულ ეკოლოგიურ, რომლებიც საკუთარ თავში მოიცავენ გენდერულ სამართლიანობასა და ეკოლოგიური გარდაქმნის პოლიტიკას. ჩვენი მიზნია ვუბიძგოთ გადაწყვეტილების მიმღებებთ ინკლუზიურ გლობალური საფონდო პროცესებში პარიზის შეთანხმების გენდერულად პასუხისმგებლიანი, უფლებებზე დაფუძნებული განხორციელებისკენ.
თარიღი: ოთხშაბათი, 20 ნოემბერი
დრო (UTC+4): 15:00-16:30
ჩატარების ადგილი: ლურჯი ზონა – SE ოთახი 9
21 ნოემბერი: ლიმას სამუშაო პროგრამისა და გენდერული სამოქმედო გეგმის მიღმა: როგორ გამოიყურება გენდერულად ტრანსფორმაციული კლიმატის ღონისძიებები?
კლიმატის კრიზისი უთანასწორო სამყაროში არსებობს: ქალები, გოგოები და გენდერულად განსხვავებული ადამიანები – განსაკუთრებით შავკანიანები, მკვიდრი მოსახლეები და ფერადკანიანები – სხვადასხვაგვარად განიცდიან კლიმატის კრიზისის შედეგებს და ეძებენ კლიმატის სამართლიანობისთვის საჭირო გადაწყვეტებს. სწორედ ამიტომ, კლიმატის კრიზისს ინტერსექციური ფემინისტური პერსპექტივიდან უნდა მივუდგეთ.
COP29-ის მეორე კვირაში ეს ინტერაქტიული ღონისძიება გააანალიზებს ლიმას გაძლიერებული სამუშაო პროგრამის განხორციელების საბოლოო მიმოხილასა და მისი გენდერული სამოქმედო გეგმის მოლაპარაკებების მსვლელობას, შედეგებსა და გეგმებს. ღინისძიებას ექნება საერთაშორისო გაცვლის სახე, რაშიც ჩაერთვებიან ეკოფემინისტი აქტივისტები და გენდერისა და კლიმატის ცვლილების ეროვნული წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონიდან. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნას როგორც სადავო საკითხები, ასევე შესაძლებლობები, ხოლო გერმანიის მსგავს ქვეყნებს მიეცით შანსი ისწავლონ სხვა ქვეყნებისგან, რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი გენდერისა და კლიმატის ცვლილების ეროვნული ფოკუს ჯგუფები და ეროვნული სამოქმედო გეგმები გენდერის მიმართულებით.
თარიღი: ხუთშაბათი 21 ნოემბერი
დრო (UTC+4): 18:30 – 20:00
ადგილი: გერმანიის კლიმატის პავილიონი
თუ გსურთ თვალი ადევნოთ ჩვენს ღონისძიებებს COP29-ზე, შეგიძლიათ დააჭიროთ შემდეგ ბმულს და დაამატოთ ისინი თქვენს კალენდარში: https://t.ly/4kXeX
ან დაასკანირეთ QR კოდი: