პრიზი გენდერულად სამართლიანი ეკოლოგიური ინიციატივებისთვის – დაჯილდოება

ორგანიზაცია “ქალები საერთო მომავლისთვის” საერთაშორისო ოფისი და პარტნიორი ორგანიზაციები უკვე მეცხრედ წარმოგიდგენთ პრიზს გენდერულად სამართლიანი ეკოლოგიური ინიციატივებისთვის, რომლის დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართება კლიმატის კონფერენციაზე. COP29-ზე, რომელიც ბაქოში (აზერბაიჯანი) გაიმართება, დავაჯილდოებთ ეკოფემინისტ აქტივისტებს, რომლებიც ინოვაციური იდეებით ხელს უწყობენ გენდერულ და კლიმატურ სამართლიანობას.
პრიზი გაიცემა სამ კატეგორიაში – ტექნიკური, არატექნიკური და ტრანსფორმაციული ინოვაციებისთვის, რომელთა ფარგლებშიც ვაჯილდოებთ იმ ადამიანთა პროექტებს, ვინც საკუთარ თავზე განიცდის ეკო-სოციალური კრიზისის შედეგებს.
  • თარიღი: 20 ნოემბერი, 2024 წ.
  • დრო: 15:00-16:30
  • ადგილი: COP29, ბაქო, აზერბაიჯანი, ოთახი 9