კვლევის პრეზენტაცია და ეკოფემინისტური სამუშაო ჯგუფის წარდგენა

*FOR ENGLISH SCROLL DOWN*

დრო: 2 ოქტომბერი, 14:30                                                                                                                      ადგილი: Redisson Blu Iveria

“ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” გიწვევთ კვლევის “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები და ქალები: ეკომიგრაციის პრევენციისა და მართვის სისტემური პრობლემები” პრეზენტაციასა და პირველი ეკოფემინისტური სამუშაო ჯგუფის  ოფიციალურ წარდგენაზე.

  • კვლევის შესახებ ისაუბრებს მკვლევარი – მარიამ დევიძე

დასწრებისთვის, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 25 სექტემბრის ჩათვლით.

ინფორმაციას პრეზენტაციის ადგილმდებარეობის შესახებ მიიღებთ რეგისტრაციის შემდგომ, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

კლიმატის ჩარჩო-კონვენციასთან საქართველოს მე-4 ეროვნული შეტყობინების დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში დასახლებული პუნქტების 60% სხვადასხვა ტიპის კლიმატის ცვლილების შედეგად დაჩქარებული სტიქიებისა და კატასტროფების რისკების წინაშე დგას, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა გასულ წელს, რისი მაგალითიცაა 2023 წელს მომხდარი კატასტროფები რაჭაში, გურიაში, აჭარასა დაიმერეთში.  კატასტროფების რისკებისა და მიყენებული ზიანის შემცირება სისტემურ მიდგომას და ამ პროცესების ადეკვატურ მართვას საჭიროებს. თუმცა, დღეს სახელმწიფოს პოლიტიკა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მართვასთან დაკავშირებით ბუნდოვანი და არაეფექტურია. არსებული მართვის მექანიზმები კი, სრულიად დაცლილია გენდერული ასპექტებისგან.

ორგანიზაციამ “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო“ ეკომიგრაციის საკითხებზე მუშაობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. ეკომიგრაცია სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ სოციალური პრობლემად არის აღქმული, რაც აფერხებს ეკომიგრანტებისთვის ადეკვატური მხარდაჭერის მიღებას, რომელსაც არ ექნება მხოლოდ ერთჯერადი ხასიათი. ამ და სხვა საკითხებზე WECF საქართველომ, კლიმატისა და გარემოსდაცვითი საკითხების მკვლევართან მარიამ დევიძესთან თანამშრომლობით, ჩაატარა კვლევა, და მოხარულები ვართ მოგიწვიოთ კვლევის პრეზენტაციაზე.

გარდა ამისა, WECF საქართველო მიზნად დაისახა პირველი ეკოფემინისტური სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის ფარგლებშიც გაერთიანდებიან კლიმატის ცვლილებასა და გარემოსდაცვით, გენდერისა და ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და ერთობლივად იმუშავებენ ეკომიგრაციის მართვის საკითხებზე. გვსურს, ოფიციალურად წარვადგინოთ სამუშაო ჯგუფის კონცეფცია და მიზნები, და ჯგუფში გაწევრიანების შესაძლებლობა მივცეთ ორგანიზაციებსა და აქტივისტებს.

 

Time: October 2, 14:30                                                                                                                 Location: Radisson Blu Iveria  

 “Women Engage for a Common Future (WECF) – Georgia” invites you to the presentation of the research study titled “Climate Change Disasters and Women: Systemic Problems of Eco-migration Prevention and Management.” We will also officially introduce the first eco-feminist taskforce.

  • The research will be introduced by Mariam Devidze, the researcher.

To participate, please fill out the application form by September 25th.

You will receive information about the presentation venue after registration via email. English translation is provided.

According to Fourth National Communication of Georgia to the UNFCCC 60% of settlements face the risk of accelerated natural disasters due to climate change. This was particularly evident last year, with disasters occurring in Racha, Guria, Adjara, and Imereti. A landslide in Shovi, Racha claimed the lives of 32 people, and a month later, another landslide in Guria resulted in three fatalities. Additionally, on February 6 and 7, 2024, landslides and avalanches in Adjara and Imereti caused 11 more deaths. Hundreds of families in Guria also require resettlement. To effectively reduce disaster risks and damages, a systematic approach and proper management of these processes are essential. However, current state policies regarding climate change disaster management are vague and ineffective, lacking any gender responsive considerations. 

WECF Georgia began addressing eco-migration issues in October of last year. The state views eco-migration solely as a social problem, which hinders eco-migrants from receiving the ongoing support they need. In collaboration with Mariam Devidze, environmental and climate change expert, WECF Georgia conducted a study on these topics. We are pleased to invite you to the presentation of the research findings. 

Furthermore, WECF Georgia aims to establish the first eco-feminist task force, bringing together organizations focused on climate change, environmental issues, gender, and women’s rights to collaboratively address eco-migration management. We will formally present the group’s concept and goals and offer opportunities for organizations and activists to join this initiative.