ინკლუზიური მომავალი: ქალების, ახალგაზრდების და უმცირესობების გაძლიერება ცვლილებებისთვის
პროექტის „ინკლუზიური მომავალი: ქალების, ახალგაზრდების და უმცირესობების გაძლიერება ცვლილებისთვის“, რომელსაც ორგანიზაცია “ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო”, ადგილობრივ აქტივისტებთან და სათემო ლიდერებთან ერთად ახორციელებს, მთავარი მიზანი ანტიგენდერული კამპანიის, დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაა, რომელსაც საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ქალები, ახალგაზრდები და სხვა ჩაგრული ჯგუფები აწყდებიან.
პროექტი ხორციელდება სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში და მის მთავარ ფოკუსს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, აქტიური მოქალაქეობა და დემოკრატიულ პროცესებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართულობის ზრდა წარმოადგენს.
ამის გათვალისწინებით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და გენდერულ თანასწორობაზე შესაბამისი ცოდნის გავრცელება, ხოლო, მეორე მხრივ, სამიზე რეგიონებში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების უნიკალური საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენების აუცილებლობის ხაზგასმა. პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობს ანიჭებს ახალგაზდების ჩართულობას და მათზე მორგებული ცნობიერების ამაღლების ინკლუზიური კამპანიის წარმოებას.
გარდა ამისა, პროექტი მოიაზრებს რეგიონულ მედიასთან მუშაობასაც, რათა ერთი მხრივ, ეთიკურად და აქტუალურად გაშუქდეს ზემოაღნიშნული საჭიროებები, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს, თავიანთი საქმიანობის პროცესში, ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა, რაც გულისხმობს გენდერულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის რეგიონალური კონტექსტის გაცნობას, კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით გაძლიერებას თუ მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობას პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას.
პროექტი „ინკლუზიური მომავალი: ქალების, ახალგაზრდების და უმცირესობების გაძლიერება ცვლილებისთვის“ ხორციელდება ,,ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველოს” მიერ, USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.