ეკოფემინისტური ფესტივალი – ეკოფემინისტური მოძრაობის მშენებლობის 30 წელი

დაარსების (1994 წ.) დღიდან, ორგანიზაცია “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)” მუშაობს თავის გლობალურ პარტნიორებთან ერთად და მათ მხარდამხარ, ეკოფემინისტური მოძრაობის გაძლიერებაზე. ამის აღსანიშნავად ჩვენი ორგანიზაციის ყველა ოფისის წარმომადგენლებმა 22 ივნისს ამსტერდამში ეკოფემინისტურ ფესტივალს უმასპინძლეს, რომლის მიზანიც იყო წარმოგვეჩინა ეკოფემინიზმი და მისი მრავალგვარი გამოხატულებები! ეკოფემინისტური ფესტივალი დაეთმო ინტერაქციულ სესიებს, კრეატიულ სემინარებს, სპეციალურ სტუმრებთა მოხსენებებს, საინტერესო გამოფენებს, ცოცხალ მუსიკასა და საინტერესო გამოფენა-გაყიდვებს. Მსგავსი შეკრება ზუსტად ასახავდა იმ სულისკვეთებას, რომელსაც WECF თავის თავში მოიცავს. ღონისძიებებს ესწრებოდნენ წარმომადგენლები WECF-ის ყველა ოფისიდან და ყველა აქტივობა ეხებოდა ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორებიცაა: მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილება და ტოქსიური ნივთიერებებისგან თავისუფალი მომავალი. 

“დღევანდელი დღეს არსებული კონფლიქტების ფონზე, ფემინისტური სოლიდარობა იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე, რათა ვიპოვოთ მშვიდობა სამყაროში, რომელიც ისწრაფვის კავშირების დამყარებისკენ, თუმცა ამის მიუხედავად, ფრაგმენტული და დაყოფილია.” მოდერატორმა ნაომი ანტონიუსმა ყურადღება გაამახვილა გაერთიანების აუცილებლობაზე, რომელიც დღეს ისეთი მნიშვნელოვანია როგორც არასდროს. ასევე, სხვადასხვა სესიების დროს, ხაზი გაესვა ჰოლისტიკური მიდგომის აუცილებლობის მნიშვნელობას დღევანდელ მრავალმხრივ კრიზისულ რეალობაში, თავის მხრივ, ამაზე  ასევე ისაუბრა მთავარმა მომხსენებელმა, ჯესიკა დენ აუტერმაც თავის შესავალ სიტყვაში. ჯესიკა 2017 წლიდან არის ჩართული International Rights for Nature მოძრაობაში, არის წიგნის „უფლებები ბუნებისთვის“ ავტორი და ამჟამად არის Rights of Nature Foundation-ის დირექტორი ნიდერლანდებში. 

          
 მოდერატორი ნაომი ანტონიუსი და ტრუპი ჯაინი                                        მთავარი მომხსენებელი ჯესიკა დენ აუტერი

თამაგონებელი სიტყვების შემდეგ, სესია დაასრულა ნაომიმ, რომელსაც დამსწრე  ფემინისტებ, კლიმატის აქტივისტები გარემოსდამცველებსა და ახალგაზრდა აქტიურ მოქალაქეებს მოუწოდა მეტი გაეგოთ ეკოფემინიზმის შესახებ და ეფიქრათ შემდეგ კითხვაზე: 

რა სურთ და რა სჭირდებათ ეკოფემინისტებს?

ქალთა გარემოსდაცვითი პროგრამის (WEP) აღმასრულებელ დირექტორს, ენ-მარი აბაგუს, ღონისძიების მსვლელობისას თავისი ენერგიულობის დამსახურები, პეპელასსტატუსი მიანიჭეს, ვინაიდან ის სხვადასხვა სესიებს შორისდაფრინავდადა მისთვის მნიშვნელოვან და განსაკუთრებით საინტერესო თემებს ასახავდა.

 

გაეცანით WECF-ის ეკოფემინისტურ აქტივობებს  

სესიებს შორის ეკოფემინისტური ფესტივალი სავსე იყო სტუმრებით, რომლებიც ტკბებოდნენ ლათინური მუსიკითა და გემრიელი ვეგანური საჭმლით. ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო ფემინისტური ბიბლიოთეკა ჯესიკა დენ აუტერისა და რალიენ ბეკერსის წიგნებით, სახალისო ფოტო-ჯიხური და ანაბელ ავრილის ფოტოგამოფენა. WECF საფრანგეთის ოფისმა მოაწყო “ეკოფემინისტური ტრივია”, რომელის ნაწილიც იყო უზარმაზარი კამათელი და ქილის სროლის თამაში. გერმანიის ოფისის გუნდმა კი,  მონაწილეები მიიწვია თამაშის „Watt a Bingo! Გაიღმავე შენი ცოდნა გენდერულ და ენერგეტიკულ სიღარიბეზე“ სათამაშოდ. WECF-ის ნიდერლანდების გუნდმა წარმოდგინა ე.წ. “ბედის ბორბალი”, რითაც შეისწავლა ხალხის ცოდნა ევროპაში არჩევნების შესახებ. და ბოლოს, საქართველოს ოფისმა ღონისძიების ადგილას ჩაწერა პოდკასტის “ჩემი ხმა ისმის?” ეპიზოდი. 

 

 

ინფორმაციული სესიები 

ღონისძიების დღის პირველი სესია დაეთმო თემას შემდეგი სახელწოდებით: „ჩემი ხმა იმის?: დემოკრატია ზეწოლის ქვეშ“. Სესიის ფარგლებში ვისაუბრეთ სხვადასხვა საფრთხეებზე, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოება, ფემინისტური ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა, გარემოსდაცვითი აქტივისტები და მარგინალიზებული ადამიანები აწყდებიან და განვიხილეთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ წინააღმდეგობის გასაწევად და ეკოფემინისტური მოძრაობის მობილიზებისთვის. Ანა მურადაშვილმა, გენდერის მკვლევარმა და უფლებადამცველმა საქართველოდან, ენ-ფლორ დეკერმა, ჰოლანდიური გენდერული პლატფორმის WO=MEN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დანიელ ჰირშიმ, ნიდერლანდების პარლამენტის წევრმა და  GroenLinks/PvdA-სა და Both Ends-ის ყოფილმა დირექტორმა, ამ  ძალიან დროულ დისკუსიაში განიხილეს რეგრესული ტენდენციები საქართველოში, ნიდერლანდებში, ევროკავშირში და გლობალურად. პანელისტებმა  ისაუბრეს წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე იმ ანტიგენდერული კამპანიებასთან მიმართებით, რომლებსაც ულტრამემარჯვენე პარტიები, მათ შორის ნიდერლანდებში, და აღნიშნეს ფემინისტური სოლიდარობისა და ფართო ალიანსების შექმნის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე. 

ნიდერლანდების პარლამენტის დეპუტატი დანიელ ჰირში პანელზე საუბრისას

მეორე საინფორმაციო სესიაზ სახელწოდებით კლიმატის მოძრაობის მომავალი, დისკუსიის მთავარი საკითხი იყო  გენდერულად მგრძნობიარე კლიმატური გადაწყვეტილებები და რატომ არის აუცილებელი ამ გადაწყვეტილებებში ფემინისტური ჩართულობა? პანელზე ჩვენ ვესაუბრეთ სამ ქალს, რომელთაგანაც თითოეულმა განსხვავებული გზა აირჩია თავიანთ ბრძოლებში კლიმატის გენდერული სამართლიანობისთვის. რთ-ერთი მათგანი იყო რალიენ ბეკერსი ვტორი, რომელიც მოწინავეა ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროში კლიმატის მიმართულებით, ასევე, აგნეს შიმ ვან დერ ლოეფი, კლიმატის მართლმსაჯულების პოლიტიკის მრჩეველი ActionAid ნიდერლანდებიდან და ტრუტი ჯაინი, რომელიც არის Naireeta Services-ის დამფუძნებელი დირექტორი ინდოეთში. ტრუტიმ ყველას, ისევე როგორც ფერმერ ქალებს ინდოეთში,მოუწოდაარ დაელოდონდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ 

და ბოლოს, სესიაზე საიდუმლო ოქსინები, საშა გაბიზონმა WECF International-ის აღმასრულებელმა დირექტორი და მარგრიტ მანტინგმა, ნიდერლანდების პესტიციდების სამოქმედო ქსელის თავმჯდომარემ, გამოიკვლიეს თუ რა ტოქსიკურ ნივთიერებებს ვპოულობთ უჩვეულო და არასასურველ ადგილებში. ოქსიკური ქიმიკატები ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედოთ: ჩვენს საკვებში, ყვავილების შეკვრაში, თქვენი შვილების სათამაშოებში და სხვა. ესიიდან გავიგეთ, რომ ამ ტოქსიკურ ნივთიერებების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი დაავადებები და ამ ტოქსიკური ნივთიერებებიდან ბევრი შედისსამუდამო ქიმიკატების კლასში, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, გროვდება და ზრდის რისკსბოლოს, ჩვენ განვიხილეთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათ ამ ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, მაგალითად, პლასტმასისგან თავის არიდებით და შესაძლებლობის ფარგლებში, ადგილობრივი ორგანული ფერმერის მხარდაჭერით. 

“ეკოფემინისტებს სურთ…” ბანერზე მუშაობა

 

კრეატიული სემინარები 

საინფორმაციო სესიებთან ერთად, გაიმართა რამდენიმე შემოქმედებითი სესია გაიმართა. სიეტა ვან ჰორკი ხელმძღვანელობდა შესანიშნავ სემინარს “შინაგანი აქტივიზმის” შესახებ, რომელიც განკუთვნილი იყო ყველასთვის, ვისაც სურს უფრო ინტენსიურად და ეფექტურად მიიღოს მონაწილეობა ჩვენი სამყაროს გადარჩენაში. მონაწილეებმა მოიპოვეს ემოციებთან გონივრული გამკლავებისთვის საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტები, ისწავლეს საკუთარი უნიკალური ძალის ამოცნობა და გამოყენება და გამოიკვლიეს თუ როგორ გამოიყენონ საზოგადოების ძალა ეფექტური აქტივიზმისა და მდგრადი ცვლილებებისთვის. მეორე სესიაზე, WECF-ის კოლეგებმა მონაწილეები მოიწვიეს რეფლექსიისთვის და თავიანთი ხმის გასაჟღერებლად სადემონსტრაციო ბანერზე „ეკოფემინისტებს სურთ…“, რომელიც მთელი დღის განმავლობაში შეიქმნა. ბოლოს, ჯეიკე მეიჯერმა მოაწყო “ეკოფემინისტური სიმღერების წერის მასტერკლასი”, რომელშიც ჩვენ გამოვიკვლიეთ, თუ როგორ შეიძლება შევავსოთ კრეტიული წერა და სიმღერების ტექსტი მხატვრული და აქტივისტური გზავნილებით, რაც პოლიტიკური სიმღერების ავტორებისგან და ბიონსესაც კი იყო! ჩვენს ეკოფემინისტურ ბაზრობაზე შთამაგონებელი პროგრამის შემდეგ, ჩვენ გავაგრძელეთ ზეიმი ჩვენს ახლო მეგობრებთან, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მიღებაზე.

(პროფესიონალური ფოტოები: Josette Egema). 

იხილეთ სტატია ინგლისურად.