ბონის მოლაპარაკებები კლიმატის შესახებ: ძირითადი მოვლენები და უკმაყოფილებები COP29-ის წინ

2024 წლის ივნისში, სახელმწიფოების წარმომადგენლები გერმანიაში, ბონში კლიმატის შესახებ მოლაპარაკებებისთვის შეიკრიბნენ, რაც გაერთიანებული ერების (გაეროს) კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის მოსამზადებელი ნაწილია.  ორგანიზაცია ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) და სხვა პარტნიორები Women and Gender Constituency (WGC)-დან აქტიურად უჭერდნენ მხარს უფრო პროგრესული ენის გამოყენებას. 

ბონში გადაწყვეტილების მიღების პროცესი ნელი ტემპით, საკვანძო საკითხების ზედაპირული განხილვით შემოიფარგლებოდა. ბოლო დროს არსებული ბრალდებები აზერბაიჯანის, COP29-ის მასპინძლის, მიმართ ხაზს უსვამს გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის აუცილებლობას. სამოქალაქო საზოგადოებამ, მათ შორის WECF-მა, შეშფოთება გამოთქვა COP29-თან და მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება უფრო პროგრესული ვალდებულებები.

 

The Women & Gender Constituency ქვეყნებს მეტი ამბიციურობისკენ მოუწოდებს 

SB60 პირველ დღეს, The Women & Gender Constituency-ის (WGC) სახელით მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა ვალერია პელაეს კარდონას. მან მოუწოდა მთავრობებს, დაიცვან კლიმატის დაფინანსების ამბიციური „ახალი კოლექტიური რაოდენობრივი მიზანი (NCQG)“. მან ხაზგასმით აღნიშნა გაზრდილი, წინასწარ გათვლილი დაფინანსების აუცილებლობაც, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებებსა და გენდერულად ტრანსფორმაციული კლიმატის ქმედებებზე, რაც აუცილებელია სამართლიანი ტრანსფორმაციისთვის, რომელიც დაფუძნებულია ზრუნვის, რასობრივი და თაობათაშორისი სამართლიანობის პრინციპებზე, იხილეთ ვიდეო.

ვალერია პელაეს კარდონა სიტყვით გამოსვლის დროს. 

წიაღისეული საწვავის შესახებ მყარი პოზიციის ქონის საჭიროება

დისკუსიები გლობალური საფონდო შეთანხმების (GST) შესახებ უნდა მოიცავდეს შესაბამის ენობრივ მოცემულობებს წიაღისეული საწვავის ეტაპობრივი გამორიცხვის, განახლებადი ენერგიის გასამმაგებისა და ენერგოეფექტურობის გაორმაგების შესახებ. თუმცა, განხილვები ყოველწლიური შეფასების კრიტერიუმებს უგულვებელჰყოფდა, გვერდს უვლიდა და არ იძლეოდა საშუალებას დისკუსიები სამართლიანი გადანაწილების და ადგილობრივი თემების, ქალების, გენდერულად არაკონფორმულიინდივიდებისა და მკვიდრი (ადგილობრივი) ხალხის ჩართულობით წარმართულიყო.

 

ფემინიზმი საჭიროა სამართლიანი ტრანზიციისთვის

WGC იმედგაცრუებულია SB60 მოლაპარაკებებით „სამართლიანი გარდაქმნის სამუშაო პროგრამის“ შესახებ. სამუშაო ვერსიის განხილვის გადადება COP29-სთვის, ბაქოში, ფეხქვეშ თელავს პროგრესს COP28-დან. ამჟამინდელ სამუშაო მონახაზს აკლია  ზუსტი  ვადები, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ეს ნაბიჯი კრიტიკული კლიმატის სამართიანობის ინიციატივების წინსვლის ნაცვლად, უკან დახევის შემაშფოთებელ ტენდენციას ასახავს. ის ასევე უგულებელყოფს საერთაშორისო თანამშრომლობას. გენდერულად ტრანსფორმაციული მიდგომა არსებითად მნიშვნელოვანია, რადგან ის მოიცავს შინ და ზრუნვის შრომას და აცნობიერებს ქალთა და გენდერულად არაკონფორმული ადამიანების წვლილს.

 

კლიმატის უკეთესი დაფინანსების მოთხოვნა

კლიმატის დაფინანსება მილიარდებიდან უნდა გაიზარდოს ტრილიონამდე, იმისთვის რომ შესაბამისი სამუშაოები გატარდეს მიტიგაციის (მზადყოფნის ამაღლების და მოწყვლადობის შემცირების), ადაპტაციისა და ზარალისა და ზიანის შემცირებისთვის გლობალური ჩრდილოეთიდან გლობალურ სამხრეთამდე. ჩვენ გვესაჭიროება პირდაპირი, სამართლიანი და გენდერულად მგრძნობიარე დაფინანსება, მაგრამ ქვეყნები თავს არიდებდნენ სახელმწიფო დაფინანსების ან გრანტების ვალდებულებას. დისკუსიები ასევე შეეხო ტექნოლოგიური და ფინანსური მექანიზმის დაკავშირებას. ჩვენ მხარს ვუჭერდით გენდერული და მკვიდრი მოსახლეობების ცოდნის კლიმატის პოლიტიკებში დანერგვას, რათა უზრყნველყოფილი იყოს წინა ხაზზე მყოფი თემების ჩართულობა და შესაძლებლობა, განავითარონ კლიმატის შესახებ არსებული გადაწყვეტილებები.

 

მოლაპარაკებები გენდერის შესახებ შემაწუხებლად ნელია 

გენდერის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე, ჩართული მხარეები დავესწრით 3 დღიან ვოქრშოფს, რათა განგვეხილა გენდერული სამოქმედო გეგმის (GAP) პროგრესი და სამომავლო გეგმები. ამის მიუხედავად, ლიმას განახლებულ სამუშაო პროგრამაზე (LWP) მოლაპარაკებები გენდერულ საკითხებზე სწრაფად ჩაიკარგა პროცედურულ და ტექნიკურ საკითხებში. Women and Gender Constituency-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მხარეებს მოუწოდებდა ეფექტურად  ემოქმედათ SB60-ის ბოლო დღეებში. რებეკა ჰეუველმანსმა ხაზგასმით აღნიშნა: „გამოიყენეთ შესაძლებლობა დადგეთ მათ გვერდით, ვინც კლიმატის კრიზისის მძიმე ტვირთს ატარებს, ერთობლივად მუშაობით ძლიერი LWP-ისა და GAP-ისკენ“. მოლაპარაკებები COP29-ზე ბაქოში გაგრძელდება, სადაც ბევრი სამუშაო იქნება საჭირო ძლიერი და ამბიციური LWP-ისა და GAP-ის უზრუნველსაყოფად. Women and Gender Constituency-ის ძირითადი მოსაზრებებისა და მოთხოვნების, ახალი LWP-ისა და GAP-ის შესახებ გასაგებად, გაეცანით ოფიციალურ განცხადებას.

 

შეხვედრა აზერბაიჯანის ახალ, უმაღლესი დონის ჩემპიონთან

WGC შეხვდა უმაღლესი დონის კლიმატის ჩემპიონებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და აზერბაიჯანიდან. WECF-ის დირექტორმა საშა გაბიზონმა ხაზი გაუსვა WECF-ის  ტრენინგს გენდერისა და კლიმატის შესახებ კავკასიაში და გენდერის საკითხისადმი პრიორიტეტის მინიჭების მნიშვნელობაზე ყველა სახის მოლაპარაკებებში. მიში სინგანომ, WGC-ის წამყვანმა პოლიტიკის კოორდინატორმა, მოუწოდა COP29-ს, ფოკუსირდეს არა მხოლოდ ფინანსებზე, არამედ გენდერზეც და ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის უმაღლეს დონეზე არსებობას, როგორც მთავარ პრიორიტეტს.

 

კონკრეტული ღონისძიებები ფემინისტური და ადამიანის უფლებების პრიორიტეტებისთვის

ჩვენ ვისაუბრეთ გენდერულ და კლიმატურ სამართლიანობაზე არა მხოლოდ მოლაპარაკებების ოთახებში, არამედ საკონფერენციო სივრცის მიღმაც და Women and Gender Constituency-თან და სხვა მხარეებთან ერთად სხვადასხვა აქტივოებებში ჩავერთეთ. 

უთხარით არა გამანადგურებელ გადაწყვეტილებებს

გარემოსდაცვითი სამოქმედო ჯგუფებთან, ადგილობრივ ხალხებთან და ახალგაზრდებთან ერთად, ხაზი გავუსვით იმ „ყალბ გადაწყვეტილებებს“, რომლებიც კლიმატის მოლაპარაკებებში კორპორაციული ინტერესებს უწყობენ ხელს. საშიშ ტენდენციას წარმოადგენს სამრეწველო ბიომასის პლანტაციები, რომლებიც ართმევენ მიწებს ადგილობრივ მოსახლეობას და ზიანს აყენებენ ბიომრავალფეროვნებას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ბირთვული ენერგიის გარშემო არსებულ მითებზე, მის არაეკოლოგიურ ბუნებასა და უსამართლო ბუნებაზე. ურანის მოპოვება, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი მოსახლეობის მიწებზე, ზიანს აყენებს ადგილობრივი თემების ჯანმრთელობას, წყალს და გარემოს. ბირთვული ენერგია ძალიან გაწელილი, ძვირი და სარისკოა. განახლებად ენერგიაში ჩადებული იგივე ინვესტიციები საშუალებას მოგვცემდა დაუყოვნებელ, იაფ გადაწყვეტილებებს რადიოაქტიური დაბინძურების საფრთხის გარეშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ გადაწყვეტილების მექანიზმებს, და “რეალური ნულის” პოლიტიკას, ნაცვლად “სრული ნულისა”.


ღონისძიება ბირთვულ ენერგიის წინააღმდეგ ბონის საკონფერენციო ცენტრში

 

შეწყვიტეთ გენოციდის დაფინანსება

აქტივისტებმა, ახალგაზრდებმა, ორგანიზაციებმა და გაერთიანებებმა გაეროს მოლაპარაკებების წინ გამართეს საპროტესტო აქცია “შეწყვიტეთ გენოციდის დაფინანსება – არა დიდი დამაბინძურებლებს”. წიაღისეული საწვავი აძლიერებს არა მხოლოდ კლიმატის კრიზისს, არამედ მილიტარიზმსა და ძალადობას. ჩვენ სოლიდარობა გამოვხატეთ პალესტინის, კონგოს და სუდანის მიმართ და ხაზი გავუსვით წიაღისეულ საწვავსა და კონფლიქტს შორის არსებულ კავშირს. გადახედეთ მშვიდობისა და დემილიტარიზაციის სამუშაო ჯგუფის ახალ გამოცემას, WGC-ის ორგანიზებით.

 

კლიმატის სამართლიანობა შეუძლებელია ადამიანის უფლებების გარეშე

სამოქალაქო საზოგადოების, ეკოფემინისტი აქტივისტების და უფლებადამცველთა მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა ბონში, რაც პასუხია მათდამი გამოყენებულ ხელისშემშლელ და სადამსჯელო ქმედებებზე.  დაპატიმრებული აქტივისტების გამოსვლები ხაზს უსვამს მათი გათავისუფლების (#FreeThemAll) აუცილებლობას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები (CSO-ები) გადამწყვეტ როლს ასრულებენ კლიმატის და გენდერული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად. თუმცა, ამ ორგანიზაციებზე განხორციელებული წნეხი ძირს უთხრის ამ ძალისხმევას. კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სამთავრობო პოლიტიკით გამოწვეულ  დანაკლისს ავსებენ და შესაბამის სერვისებს სთავაზობენ მათ, ვინც ყველაზე მეტად ზარალდება კლიმატის ცვლილების, გენდერული უთანასწორობის თუ სხვა ჩაგვრების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კლიმატის და გენდერული სამართლიანობის მისაღწევად.

 

ღონისძიება ადამიანებთა უფლებების შესახებ

 

იხილეთ სტატია ინგლისურად.