მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში გენდერულად სამართლიანი ეკოლოგიური ინიციატივებისთვის!

ორგანიზაცია “ქალები საერთო მომავლისთვის” საერთაშორისო ოფისი Women and Gender Constituency (WGC)-სთან ერთად, აცხადებს აპლიკაციების მიღებას გენდერულად სამართლიანი ეკოლოგიური ინიციატივებისთვის ყოველწლიური პრიზის მოსაპოვებლად! 

(აპლიკაციის შევსება შეგიძლიათ ფრანგულ, ინგლისურ, ესპანურ ან არაბულ ენებზე, აღნისნული გვერდის ბოლოში მოცემულ ბმულზე) 

 პრიზი გენდერულად სამართლიანი ეკოლოგიური ინიციატივებისთვის ყოველწლიურად ენიჭება მოძრაობებს, სათემო ჯგუფებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ გარემოსდაცვით საკითხებზე და ამავდროულად, ხელს უწყობენ მიდგომების ინტეგრირებას კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის პროცესში. მსგავსი ინიციატივები გავლენას ახდენენ საზოგადოებივ აზრზე და გარემოსდაცვით სფეროში სისტემურ მიდგომებზე, რასაც შედეგად მოაქვს სოციალური და გარემოს გაუმჯობესება. ამგვარი ინიციატივების წახალისება ხელს უწყობს 2030 წლამდე გლობალური დათბობის 1,5 გრადუსიანი ნიშნულის მიზანს, რომელიც გაეროს მიერ არის განსაზღვრული. 

გამარჯვებული ინიციატივები წარმოდგენილია სამი სხვადასხვა პროექტის კატეგორიაში: 

  • ტექნიკური – გენდერული პასუხისმგებლობის მქონე გარემოსდაცვითი ინიციატივები, რომლებიც ორიენტირებულია ტექნოლოგიებზე, მაგალითად, წყალზე, რეგენერაციაზე, საკვების წარმოებაზე ან ტრანსფორმაციაზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ნარჩენების შემცირებაზე და ა.შ. 
  • არატექნიკური – გენდერული პასუხისმგებლობის მქონე გარემოსდაცვითი ინიციატივები, რომლებიც ორიენტირებულია ქცევის ცვლილებაზე, ურთიერთგანათლებაზე, უნარების გაზიარებაზე, შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ა.შ. 
  • ტრანსფორმაციული – გენდერული პასუხისმგებლობის მქონე გარემოსდაცვითი ინიციატივები, რომლებიც ორიენტირებულია მმართველობის, ინსტიტუციური/საზოგადოებრივი ცვლილებებზე და ა.შ. 

 თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 5,000 ევროს ოდენობით და შესაძლებლობას დაესწროს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას (COP29), რომელიც ჩატარდება ბაქოში, აზერბაიჯანში. პრიზი სრულად დაფარავს მოგზაურობას და ასევე, გამარჯვებული ჩაერთვება WECF-ის გრძელვადიან სწავლების პროგრამაში, რომელიც მხარს უჭერს წამყვან ინიციატივებს გაძლიერებასა და ზრდაში. 20-მდე ნომინანტის პროექტი წარმოდგენილი იქნება პრიზის პუბლიკაციაში, ჩვენს ონლაინ პლატფორმებზე და დაჯილდოების ცერემონიაზე COP-ზე. ჯილდოს მიზანია აჩვენოს და წაახალისოს ინიციატივები სამართლიანი, თანასწორუფლებიანი და ჯანსაღი გარემოსთვის. 

თუ თქვენი სამუშაო უკავშირდება გარემოსდაცვით და გენდერულ სამართლიანობას, გამოაგზავნეთ აპლიკაცია! 

 ჩვენ მხარს ვუჭერთ სახალხო მოძრაობებს, ორგანიზაციებს ქალთა ხელმძღვანელობით და ლგბტქი+ ორგანიზაციებს გლობალური სამხრეთიდან და გლობალური აღმოსავლეთიდან კონკურსში მონაწილეობისთვის. 

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 21 ივლისი, 23:59 (CEST – ცენტრალური ევროპის დრო). 

 განაცხადის გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა. განაცხადის პროცესთან დაკავშირებით არსებული კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: valeria.pelaez@wecf.org 

ასევე, ნებისმიერი კითხვისა თუ დახმარების შემთხვევაში (მათ შორის, ენის ბარიერთან დაკავშირებით), გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: georgia@wecf.org 

კონკურსი ტარდება CTCN-თან პარტნიორობით და მხარს უჭერს: