WECF საქართველოს განცხადება მიმდინარე მოვლენებზე
*FOR ENGLISH SCROLL DOWN*
14 მაისს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღეს, ხოლო 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ კანონს ვეტო დაადო.
სრულად ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია და ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად კანონი გაწვეულ უნდა იქნას. კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ ჯერ კიდევ მის მიღებამდე გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინების ბერკეტად, რისი მოწმეებიც ვართ უკანასკნელი კვირების განმავლობაში.
სხვა არაერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან ერთად, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომლითაც უარს ვამბობთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე; სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობაზე და საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე, სანამ აღნიშნული არაკონსტიტუციური კანონი არ იქნება გაწვეული. ასევე, უარს ვაცხადებთ დავრეგისტრირდეთ ღირსების შემლახავ რეესტრში, რომელსაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს.
ბოლო კვირების განმავლობაში ევროკავშირის არაერთმა ლიდერმა ღიად ისაუბრა რუსული კანონის შეუსაბამობაზე ევროპულ ღირებულებებთან და საქართველოს ევროინტეგრაციის გეზთან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას არ წავიდეს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, რაც იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ქვეყნის სტაბილურობისა და მისი ევროპული მომავლისთვის.
–
On May 14, the majority of the Parliament of Georgia adopted a Russian law that contradicts the national interests and the constitution of Georgia with the third reading. On May 18, the President of Georgia, Salome Zurabishvili, vetoed this law.
We fully support the position of the President of Georgia that this law is beyond improvement and agree with the European Commission’s statement that the law should be withdrawn. This law has ceased to be merely a legal text; even before its adoption, it became a tool for government violence and intimidation against the people, as we have witnessed in recent weeks.
Along with many other civil society organizations, we reiterate our stance: we refuse to participate in meetings with government representatives, work in working groups and advisory councils, or coordinate with the government in international or other formats until this unconstitutional law is repealed. Additionally, we refuse to register in the regrading registry mandated by this law.
In recent weeks, numerous EU leaders have openly criticized the law’s incompatibility with European values and Georgia’s path to European integration. We call on the Georgian government to respect the will of the Georgian people and uphold the president’s veto. This is the only correct decision for the stability of the country and its European future.