WECF-ის საერთაშორისო ოფისი “რუსული კანონის” მიღებას ეხმიანება

“ქალები საერთო მომავლისთვის” საერთაშორისო ოფისი ეხმიანება საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის მიღებას. გიზიარებთ სრულ ტექსტს ქართულ ენაზე:

WECF-ის საერთაშორისო ოფისი სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს საქართველოში – მათ შორის, ჩვენს მამაც კოლეგებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს.

გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც შემაშფოთებელად ჰგავს თავისი შინაარსით რუსეთის კანონის უცხოური აგენტების შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ მოვლენების ამგვარი განვითარებით.

„ჩვენ უშუალოდ დავინახეთ ასეთი კანონების დამანგრეველი გავლენა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოშლისას. ჩვენ თავშესაფარი და მხარდაჭერა გავუწიეთ ჩვენს ეკოფემინისტ პარტნიორებს რუსეთიდან, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშ საფრთხს საქართველოში გაექცნენ”, ამბობს WECF საქართველოს დირექტორი ანა სამველი.

 ფოტო: ვახო ქარელი / მედია “აპრილი”

ანა მურადაშვილი WECF საქართველოდან მიმდინარე აქციებში მონაწილეობს და გვიზიარებს: „ეს არ არის სამოქალაქო ორგანიზაციების ბრძოლა. ეს არის საქართველოს ბრძოლა ევროპული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად. ჩვენ აქციებზე ყველა ადამიანის უფლებების დასაცავად, მათ შორის ქალების, ქვიარ ადამიანების, ეთნიკური უმცირესობების, შშმ პირების, მიგრანტების, ახალგაზრდების, მოხუცების სახელით. ეს არის ბრძოლა ყველასთვის და ყველასთან ერთად. ”

“ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ თავისუფლების იდეეის ერთგული ქართველი ხალხის, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორი ორგანიზაციებისა და ჩვენი საქართველოს ოფისის მომავლით, ამ ბარბაროსული კანონის დამტკიცების პირობებში”, საშა გაბიზონი, WECF საერთაშორისო ოფისის აღმასრულებელი დირექტორი.

                                  ფოტო: რადიო თავისუფლება

კანონი ავალდებულებს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და „თავისუფალ მედია ორგანიზაციებს“ დარეგისტრირდნენ „უცხო ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად”, რაც მათ მძიმე რეპრესიების საფრთხის წინაშე აყენებს.

მთავრობამ უკვე დაიწყო დაშინების, აქტივისტებზე თავდასხმისა და მშვიდობიანი მომიტინგეებზე ძალადობის კამპანია.

ეს კანონი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიას.

“ქალები საერთო მომავლისთვის” საერთაშორისო ოფისი მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს მდგრადი, თანასწორი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვაში.

იხილეთ განცხადების ორიგინალი ტექსტი.