პროექტ SENSE-ის კონსორციუმის განცხადება “რუსულ კანონთან” დაკავშირებით

*FOR ENGLISH SCROLL DOWN*


გასულ კვირას ჩვენი ორგანიზაციის წევრები რუმინეთში, ბუქარესტში პროექტ SENSE-ის შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო თემა და მომავალო გეგმები. საუბარი ასევე შეეხო ე.წ. “რუსული კანონის” მიღებას საქართველოში. 

გთავაზობთ SENSE-ის კონსორციუმის წერილს ქართულ ენაზე უცვლელად:

“პროექტ SENSE-ის კონსორციუმი სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც უკვე მეორე კვირაა უცხოელი აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავს. ამოქმედების შემთხვევაში, აღნიშნული კანონი სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება ამ უაღრესად საკამათო კანონის მიღების შესახებ, რომელიც რუსული კანონმდებლობის ანალოგს წარმოადგენს, ღრმად შემაშფოთებელია. მოთხოვნა, რომელის მიხედვითაც მედიისა და არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც დამიფნანსების 20%-ზე მეტს იღებენ სხვა ქვეყნიდან, მოეთხოვებათ დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ ძალებად, არა მხოლოდ ცდილობს დამოუკიდებელი ხმების გაჩუმებას, არამედ ძირს უთხრის საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

მეტიც, ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის განათლებისა და ინოვაციების მომავალს საქართველოში. როგორც კონსორციუმი, რომელიც პროექტ SENSE-ის მეშვეობით ცდილობს STEAM განათლების განვითარებას, ჩვენ ვაღიარებთ გადამწყვეტ როლს, რომელსაც გამოხატვის თავისუფლება და აკადემიური დამოუკიდებლობა ინოვაციებისა და პროგრესის ხელშეწყობაში თამაშობს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენი კონსორციუმის წევრი ორგანიზაცია “ქალების საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” უშუალოდ დაზარალდება და შეფერხდება აკადემიური თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლის პროცესი, რაც პირდაპირ ხელს შეუშლის ჩვენი საერთო მიზნების განხორციელებას.

საქართველოს ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, პროექტ SENSE-ის კონსორციუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს დემოკრატიის, თავისუფლებისა და განათლების მნიშვნელობას ძლიერი და პროგრესული საზოგადოების შესაქმნელად”.


Last week, members of our organization attended the SENSE project meeting in Bucharest, Romania. Several intriguing topics related to the project and future plans were discussed during the meeting. The conversation also addressed the adoption of so-called “Russian law” in Georgia. 

 

See the statement of SENSE consortium here.