პოდკასტის “ჩემი ხმა ისმის?” ახალი სერია!
ჩვენი ხმა ისმის?
კლიმატის ცვლილების გამო, 1980-იანი წლებიდან მზარდია მოსახლეობის მიგრაცია საქართველოს მაღალმთიანეთიდან, განსაკუთრებით აჭარასა და სვანეთიდან. ამ რაიონებში მომხდარმა სტიქიურმა მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინა მაცხოვრებელთა ცხოვრებაზე და აისახა მათ საარსებო პირობებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში სახლების დატოვება 10 000-ზე მეტ მაცხოვრებელს მოუწია, ეკომიგრანტების, განსაკუთრებით კი, ეკომიგრანტი ქალების საჭიროებები და პრობლემები ძირითადად იგნორირებულია.
ჩვენი პოდკასტის შემდეგი, მესამე სერია სწორედ ეკომიგრანტ ქალებს და ამ თემის მკვლევრებს დაეთმობათ. თვალყური გვადევნეთ და გაიგეთ მეტი ეკომიგრაციაზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე და რაც მთავარია, მოუსმინეთ იმ ქალთა ხმას, რომლებიც ამ გამოწვევის წინაშე დადგნენ.
შეგახსენებთ, ჩვენი მოსმენა შეგიძლიათ ყველა პოპულარულ პლატფორმაზე. მოუსმინეთ აქ.