ახმეტის ინოვაციური ცენტრის ტექგოგოების ჯგუფს საჭიროებების განსაზღვრის ვორქშოფი ჩაუტარდათ

2023 წლის 20 ივნისს „ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ახმეტის ინოვაციური ცენტრის ტექგოგოების ჯგუფისთვის საჭიროებების განსაზღვრის ვორქშოფი ჩაატარა.

 

 

ვორქშოფი ჩატარდა პროექტ SESNE-ის ფარგლებში, რომლის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ინტერესი მეცნიერებისადმი, ხელოვნებისა და ესთეტიკის კომბინირების გზით STEAM განათლებაში, ასევე, შეცვალოს  STEAM საგნების სწავლების მეთოდები ევროპაში.

პროექტის ფარგლებში, 2023 წლის სექტემბერში დაფუძნდება STEAM ლაბორატორია ახმეტის ინოვაციურ ცენტრში, და ჩატარებული ვორქშოფი სწორედ ამ თანამშრომლობის დაწყებას ისახავდა მიზნად.