სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს და ევროპის მწვანეთა პარტიის წევრებს შეხვდნენ
2023 წლის 1 აპრილს, ქალთა და ლგბტქ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველოს“ თანადირექტორი, იდა ბახტურიძე, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონსა და ევროპის მწვანეთა პარტიის გენერალურ მდივან ბენედეტა დე მარტეს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი საგანი საქართველოში ლგბტქი ადამიანებისა და ქალების უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მთავარი გამოწვევები და კრიზისული სიტუაციის დაძლევის გზები იყო. ამასთან, შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების მოლოდინთან დაკავშირებით.