პარიზის შეთანხმების გენდერულად მგრძნობიარე განხორციელება
ფემინისტური (ან გენდერულად მგრძნობიარე) პოლიტიკის გატარების გარეშე კლიმატის ცვლილებებზე მუშაობა ვერ უზრუნველყოფს სამართლიან გარდაქმნას უკეთესობისკენ. ქალები და ბავშვები 14-ჯერ უფრო ხშირად იღუპებიან კლიმატის ცვლილების გამო, მაშინ როცა ისინი ნაკლებად არიან ჩართულები გარემოსდაცვითი და კლიმატის პოლიტიკის ირგვლივ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესებში. ეს მოცემულობა ძალაუფლების პატრიარქალური დინამიკის, კოლონიალური სტრუქტურებისა და სტერეოტიპული გენდერული როლების პირდაპირი შედეგია, შექმნილია საზოგადოების მიერ და კიდევ უფრო გამწვავდა კლიმატის ცვლილების ზემოქმედებით. კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად და მდგრადი განვითარების მისაღწევად, ეს სტრუქტურები უნდა დაიშალოს და შეიცვალოს. გერმანიის ახალი ფემინისტური საგარეო პოლიტიკა შექმნილია ამ ცვლილებების მისაღწევად და ამისთვის საჭირო ძალისხმევის განსახორციელებლად. საბაზისო ( ან ადგილობრივი) დონის კლიმატის ცვლილებების ანალიზს დაეფუძნება გერმანიის ფემინისტური პოლიტიკის განხორციელების სტრატეგია (ფემინისტური საგარეო პოლიტიკა და მომავალი ფემინისტური განვითარების პოლიტიკა), რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გენდერისა და კლიმატის პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულების მეტ თანმიმდევრულობას. პროექტი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტის ძირითადი სფეროები
პროექტის მიზანია კლიმატის საკითხებზე მომუშავე აქტივისტების და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება გენდერულად ტრანსფორმაციული დაგეგმვის, დაფინანსებისა და განხორციელების კუთხით. პროექტი აერთიანებს BMZ-ის ორ (გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო) პრიორიტეტულ საკითხს : ფემინისტური განვითარების პოლიტიკას და სამართლიან გარდაქმნას. ძირითადი თემები, რომლებითაც კლიმატის ცვლილების შესახებ მუშაობის პროცესში ვიხელმძღვანელებთ, მოიცავს: ჰოლისტიკურ, დეკოლონიურ, ინტერსექციულ, ძალაუფლების კრიტიკულ ანალიზს და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ პრინციპებს. კლიმატის ცვლილებების ადგილობრივი დონის ანალიზს დაეფუძნება გერმანიის ფემინისტური პოლიტიკის განხორციელების სტრატეგია (ფემინისტური საგარეო პოლიტიკა და მომავალი ფემინისტური განვითარების პოლიტიკა), რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გენდერისა და კლიმატის პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულების მეტ თანმიმდევრულობას. პროექტი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლებთ ქალთა და გენდერული თანასწორობაზე მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებთან. მათი ანალიზის საფუძველზე, მათ შორის ინტერვიუებით ფოკუსირებულ პირებთან და კარგი პრაქტიკის მიმოხილვით, გამოწვევები და შესაძლებლობები პოლიტიკის თანმიმდევრულობისთვის გენდერულად სამართლიანი ფინანსური მიდგომით იქნება გაგებული და განხორციელებული. სხვადასხვა ფემინისტური საგარეო პოლიტიკის შედარება ხელს შეუწყობს შემდგომი სტრუქტურული ბარიერების იდენტიფიცირებას თანაბარი უფლებებისა და კლიმატის დაფინანსების გადაწყვეტილების მიღების პროცესებში თანაბარი მონაწილეობისთვის. და ბოლოს, ტრენინგის და მენტორინგის პროგრამები დაეხმარება კლიმატის ადგილობრივ აქტივისტებს, ასევე წამყვან დონორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყონ და დააფინანსონ აქტივობები კლიმატის საკითხების მიმართულებით, რომლებიც ითვალისწინებენ გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებს.
პროექტი ხორციელდება საქართველოში, კოლუმბიასა და უგანდაში. პროექტს საქართველოში ახორციელებს „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – აქართველო”.