„ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” პარტნიორ ორგანიზაციებს შეხვდა
2022 წლის 14 დეკემბერს „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო” პარტნიორ ორგანიზაციებს შეხვდა, რომლებთანაც პროექტის, „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში”, ფარგლებში ვთანამშრომლობთ.
პროექტის მთავარი მიზანია, გააძლიეროს თანამშრომლობა გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და მედიებს შორის, კავკასიის რეგიონსა და გერმანიაში, რათა ერთობლივად დაუპირისპირდნენ ანტიგენდერულ დეზინფორმაციას და მოძებნონ მათი თავიდან აცილების გზები, მით უფრო რეგიონში მზარდი საინფორმაციო ომებისა და ამჟამინდელი სოციალურ-პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით.
შეხვედრაზე წლიური შეფასების პერსპექტივით განვიხილეთ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მათი ეფექტურობა საბოლოო მიზნებთან მიმართებით. ასევე, მოვისმინეთ პარტნიორების რეკომენდაციები და მოსაზრებები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ქვეყანასა და რეგიონში არსებულ შიდა და გარე გამოწვევებზე, რომლებმაც პროექტის აქტივობებსა და გეგმებზე მოახდინეს გავლენა.
პროექტი „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში” ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.