13 დეკემბერს რეგიონალური კონფერენცია „გენდერული დეზინფორმაცია და ეთიკური მედია გაშუქება” გაიმართა
„ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოსა” და „მედიის განვითარების ფონდის (MDF)” ორგანიზებით, პროექტის „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში” ფარგლებში, 13 დეკემბერს რეგიონალური კონფერენცია: გენდერული დეზინფორმაცია და ეთიკური მედია გაშუქება გაიმართა.
კონფერენცია WECF-ის საერთაშორისო ოფისის დირექტორის, საშა გაბიზონისა და მედიის განვითარების ფონდის (MDF), აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის მისასალმებელი გამოსვლებით გაიხსნა.
კონფერენცია სამი პანელისგან შედგებოდა, რომლებიც შეეხებოდა:
- ანტილიბერალურ დისკურსს და გენდერულ დეზინფორმაციას, როგორც შიდა პოლიტიკური კონფლიქტისა და რუსული/ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს;
- ქალი ჟურნალისტებისა და ქალი უფლებადამცველების შევიწროების შემთხვვებსა და გამოწვევებს ონლაინ/ოფლაინ სივრცეებში;
- გენდერულად მგრძნობიარე გაშუქებას – ეთიკისა და/ან განათლების პრობლემებს მედიაში.
კონფერენციას მოდერირება გაუწია მედია ექსპერტმა, ამალია ონგანჯანიანმა.
პროექტი „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში” ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა” ფარგლებში.