12 დეკემბერს კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022″ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ევროკავშირისა და გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით „ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველომ” კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2022″ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გამართა. ეს აქტივობა დღის წესრიგში აყენებს გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობას ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში.

წელს კონკურსს ორი პრიორიტეტული თემა ჰქონდა, ესენია:

  • ომი და მისი გენდერული ასპექტები;
  • ინკლუზიური საკითხების გაშუქება.

დაჯილდოების ცერემონია ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის კამპანიის დასასრულს გაიმართა და გაიხსნა ევროკავშირის დელეგაციისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებისა და WECF-ის საერთაშორისო ოფისის დირექტორის მისასალმებელი გამოსვლებით.

„გენდერული თანასწორობის მიღწევა მედიაში ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილია, როგორც ევროპაში, ისე – მის გარეთ. ჩვენ გვჯერა, რომ საქარველოში გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მედიას შეუძლია პოზიტიური და ტრანსფორმაციული როლის შესრულება. მთელი გულით ვულოცავ წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულებს!“

– კატალინ ჰერმანი,

ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი

 

 

 

„ქალების გაძლიერება ფუნდამენტურია ადამიანების განვითარებისთვის და ცენტრალური მნიშვნელობა აქვს გერმანია-საქართველოს თანამშრომლობაში. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟურნალისტებს, რომლებიც პატივს სცემენ გენდერულად მგრძნობიარე და ეთიკური გაშუქების სტანდარტებს თავიანთი სამუშაოს შესრულებისას. ერთად ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ის, თუ როგორ არიან ქალები წარმოჩენილნი და აღქმულნი ჩვენს საზოგადოებაში.”

– სარა ზიელონკა,

ეკონომიკისა და პრესის დეპარტამენტის უფროსი გერმანიის საელჩოშ

 

 

„მინდა მთელი გულით მივულოცო წლევანდელ გამარჯვებულებს. WECF საქმიანობა სწორედ იმას ემსახურება, რომ წაახალისოს და მოუწოდოს ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, ბლოგერებს, მედია პლატფორმებს, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებსა და მომავალ ჟურნალისტებს ეთიკური, ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქებისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ ეთიკური მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენდერული თანასწორობის იდეის გავრცელებაში, ფემინისტური დღის წესრიგის შექმნასა და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში.”

– საშა გაბიზონ,

WECF-ის საერთაშორისო ოფისის დირექტორი

 

იდა ბახტურიძემ,

WECF საქართველოს თანადირექტორმა კი დაამატა, რომ:

„WECF საქართველო ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ცდილობს ეთიკური გაშუქების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას. ამ ჯილდოთი, ერთი მხრივ, გვსურს წავახალისოთ და დავაფასოთ მედიის იმ წარმომადგენლების შრომა, რომლებიც ეთიკური სტანდარტების დაცვით მუშაობენ, მეორე მხრივ, კი, გამარჯვებულინამუშევრებით, გვსურს ვაჩვენოთ, თუ როგორი უნდა იყოს ეთიკური მედია პროდუქტი.”

 

ექვს სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულების დაჯილდოება ღონისძიების მთავარი ნაწილი იყო. პირველი ადგილზე გავიდნენ:

  • თორნიკე მანდარია კატეგორიაში „საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი”
  • ლელა დუმბაძე კატეგორიაში „საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი”
  • ანიკი გელაშვილი კატეგორიაში „საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი”
  • ქვიარი კატეგორიაში „საუკეთესო ციფრული პლატფორმა”
  • ნათია გულისაშვილი კატეგორიაში „საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში”
  • მარიამ კვარაცხელია კატეგორიაში „საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური ნამუშევარი”

გამარჯვებულ ნამუშევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.wecf.ge/winners-2022/

WECF-ისა და წლევანდელი ჟიურის საერთო გადაწყვეტილებით, სპეციალური პრიზი გადაეცა ჟურნალისტ ეკა ქევანიშვილს ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

ღონისძიება ქართველი ქვიარ ფემინისტი არტისტის, რემეს კონცერტით დასრულდა, სადაც სხვა სიმღერებთან ერთად მან ქართული ფემინიზმის ჰიმნად მიჩნეული სიმღერაც „დაო, დითა ხარ ძლიერი” შეასრულა.

 

 

კონკურსიმედია თანასწორობისთვის 2022″ ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი  პროექტის – „ქალების ძალაეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“  და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობისპროგრამა) ფარგლებში.