ეთიკური მედია გაშუქების შესახებ ტრენინგების სერია დასრულდა

ეთიკური მედია გაშუქებისა და ციფრული უსაფრთხოების შესახებ ტრენინგების სერია, რომელიც 2022 წლის 24 ოქტომბერს დაიწყო, დასრულებულია. სერიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვ.) 100-მდე სტუდენტს ტრენინგები ჩაუტარდათ ისეთ თემებზე, როგორიცაა:

  • ფემიციდი და მისი ეთიკური გაშუქების სტანდარტი;
  • ლგბტქ თემის რეპრეზენტაცია მედიაში;
  • ბავშვთა საკითხების გაშუქების სტანდარტი;
  • ძალადობის მსხვერპლთა რეპრეზენტაცია მედიაში და ამასთან დაკავშირებული გამოწვევები;
  • შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები და ამ თემების ეთიკური გაშუქების სტანდარტი.

აღნიშნულ საკითხებზე  სტუდენტებს ტრენერები და მედია ექსპერტები, გამოცემა „ქვიარის” მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე,და მედია ჰოლდინგ “კომერსანტის” დირექტორი, თეონა ცხომელიძე, ესაუბრნენ. ხოლო ციფრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ტრენინგი კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტმა, ნინო გამისონიამ ჩაატარა.

 

ტრენინგები ჩატარდა ევროკავშირის პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“  და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.